იღუმენია ნანა (სამელია)
დაიბადა 1960 წლის 25 სექტემბერს ქ. ზუგდიდში.
1974 წელს მოინათლა თბილისში, სიონის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში.
1977 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის N8 საშუალო სკოლა.
1980-86 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე.
1986-1999 წლებში მუშაობდა სპეციალობით.
1999 წლის 19 ივლისს გაიხსნა კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი, სადაც
ცხოვრობს ამ მონასტრის გახსნის დღიდან.
2000 წლის 25 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ აკურთხა მორჩილად. იმავე წლის 18 აგვისტოს _
სამონაზვნედ და სახელად ეწოდა ნონა, ხოლო 2002 წლის 13 აპრილს აღკვეცა მონაზვნად და სახელად ეწოდა ნანა.
2015 წლის 12 აგვისტოდან არის კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მონასტრის წინამძღვარი.
2016 წლის 15 ივლისს, ღმრთისმშობლის ვლაქერნის დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა გერასიმემ აიყვანა იღუმენიას ხარისხში
და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.