მონაზონი მელანია (ნათაძე)
დაიბადა 1954 წლის 30 ოქტომბერს. განათლებით არის პედაგოგი, ფორტეპიანოს სპეციალობით. ჰყავს სამი ვაჟიშვილი.
16 წლის ასაკში მოინათლა სიონის საკათედრო ტაძარში.
2011 წელს მიიღეს ქ. თბილისის ივერთუბნის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში, სადაც ხუთი წელი დაჰყო.
2016 წლის 4 ივლისს, პეტრე-პავლობის მარხვაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
მონაზვნად აღკვეცა მარტყოფის მამათა მონასტრის ბერმონაზონმა შალვამ (შენგელია).
2017 წლის 3 ნოემბერს გადმოვიდა კორცხელის დედათა მონასტერში, სადაც იმყოფება დღემდე.