სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12139

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ქვარცხავა ალექსი 1860-1949წწ.  დეკანოზი  ჯგალის წმ. გიორგის ეკლესია დაბ. სოფ. ჯგალი, წალენჯიხა ქვარცხავა ალექსი 1860-1949წწ.  დეკანოზი  ჯგალის წმ. გიორგის ეკლესია დაბ. სოფ. ჯგალი, წალენჯიხა

1860-1949 წწ. გარდ. 89 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ქვარცხავა სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

ქვარცხავა ალექსი 1860-1949წწ. დეკანოზი ჯგალის წმ. გიორგის ეკლესია დაბ. სოფ. ჯგალი, წალენჯიხა

მთავარხუცესი დეკანოზი ალექსი ქვარცხავა

დეკანოზი ალექსი დაიბადა 1860 წელს სოფელ ჯგალში, ქვარცხავების სამღვდელო ოჯახში. მამა _ 
მღვდელი სვიმონ ქვარცხავა და დიდი პაპა _ მღვდელი ზაქარია ქვარცხავა სხვადასხვა დროს სოფელ ჯგალის წმ. 
გიორგის ეკლესიის წინამძღვრებად მსახურობდნენ. მღვდელ სვიმონსა და ფოფოდია მარიამს ჰყავდათ შვილები: 
დეკანოზი ალექსი, იოსები (1858), გაბრიელი (1861) და სოფიო (1859). ალექსიმ წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო 
სასწავლებელი.
1886 წლის ნოემბრიდან 1887 წლის 10 ნოემბრამდე მუშაობდა სოფელ ახალდაბის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო 
სკოლის მასწავლებლად. 1887 წლის 10 ნოემბრიდან მუშაობას იწყებს გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის მწერლად.
ამ პერიოდში ალექსი დაოჯახდა დარიკო ზოსიმეს ასულზე. 
1888 წლის 30 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ალექსი დიაკვნად აკურთხა და 
ზუგდიდის სულთმოფენობის ეკლესიაში დაადგინა. იმავე ეპისკოპოსმა 1889 წლის 11 ივნისს მას მღვდლად დაასხა ხელი 
და განარჯია-მუხურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განაწესა.
1892 წლის 12 აპრილს დარჩელის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 
1917 წლიდან მამა ალექსი წალენჯიხის ოლქის მთავარხუცესია.
1920 წლის 27 ივნისს, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის
მეორე საეკლესიო კრების მუშაობაში.
ჭყონდიდელი ეპისკოპოს სვიმეონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხის გარდა, ლიის ოლქის მართ-
გვ247

ვაც მას დაევალა. მამა ალექსის ღვაწლით საღმრთო ლიტურღია 1930 წლამდე აღევლინებოდა ჯგალის წმ. გიორგის ეკლესიაში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ 1930 წლის 19 
იანვარს დაკეტა. მიუხედავად მამა ალექსის დიდი მცდელობისა, ხელისუფლებამ ეკლესია მაინც არ გახსნა. დაცულია მისი 1930 წლის 8 აპრილის წერილი სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორესადმი (ციცქიშვილი). საბჭოთა ხელისუფლებამ მამა ალექსს ხმის უფლება ჩამოართვა. 
მიუხედავად თხოვნისა, მას ეს უფლება არ აღუდგინეს. დეკანოზი ალექსი სიდუხჭირეში ცხოვრობდა, მას არ ჰქონდა არანაირი შემოსავალი, ერთადერთი ნუგეში დედა ეკლესია 
იყო. მან დახმარების სათხოვნელად რამდენჯერმე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე), რომელიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.
შემორჩენილია ერთ-ერთი ასეთი წერილი, დათარიღებული 1937 წლის 16 თებერვლით. ორი დღის შემდეგ ამ წერილზე გაკეთებულია მინაწერი: ,,1937. -18, გაეგზავნა კ.-პატრიარქის მიერ 30 
მანეთი'' (1, გვ.17-20). ჯგალში და მის მიმდებარე სოფლებში თბილად და სიყვარულით ჰყვებიან მამა ალექსის შესახებ. 
მოსახლეობას ახსოვს უფლის ერთგული მსახურის თავდადება სარწმუნოებისათვის. როგორც გადმოგვცემენ, მას ანაფორა არ გაუხდია, წვერი არ გაუპარსავს და ღვთისმსახურებას სახლში აღასრულებდა.
რეპრესიების პერიოდში იგი ეზოს გარეთ ვერ გადიოდა, რადგან კომუნისტები წვერის გაპარსვით ემუქრებოდნენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები მოგვითხრობენ:
მამა ალექსი დეკანოზის სამკერდე ჯვარს ატარებდა, ყოველთვის სამღვდელო სამოსელით იყო შემოსილი, მორწმუნე მრევლს სახლში იღებდა და მღვდელმსახურებას,
საეკლესიო წესებს აღასრულებდა.
დეკანოზი ალექსი ქვარცხავას ოჯახი, უფლის განგებით, დაუნათესავდა იქვე ახლოს, სოფელ ზუმში, მცხოვრებ მღვდელ-მონაზონ ვასილ ფირცხელავას ოჯახს. მამა ვასილ 
ფირცხელავას დედის _ ძაძუ მალანიას დის, მაროს ქალიშვილი _ დუშა სამსონის ასული ღვინჯილია და მამა ალექსის 
გვ248
შვილობილ ეფროსიმესა და მელიტონის ვაჟიშვილი _ ლევან აფაქიძე დაქორწინდნენ. მათ ეყოლათ ოთხი შვილი: ირაკლი, 
თორნიკე, დარეჯანი და რუსიკო. მამა ალექსის სახლში ამჟამად თორნიკე აფაქიძე ცხოვრობს. ოჯახში სათუთადაა 
შენახული დეკანოზ ალექსის წიგნები, ნივთები და მღვდელმონაზონ ვასილ ფირცხელავას წერილები, ფოტოები (2; 3). 
მთავარხუცესი დეკანოზი ალექსი მიიცვალა 1949 წელს.  დაკრძალულია სოფ. ჯგალის სასაფლაოზე. 
ზაურ ჯალაღონია


დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1860-1949
სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ულამაზესი სოფელი ჯგალი. სოფლის ცენტრში ძველად არსებულა ხის ეკლესია, რომელსაც კვარაცხელიების ჯინჯიხატად მიიჩნევენ. ჯერ იყო ჯინჯიხატი, ანუ უბრალოდ სალოცავი ადგილი, შემდეგ აუშენებიათ ხის ეკლესია, რომლის ბოლო წინამძღვარი გახლდათ XVIII საუკუნეში ჩხოროწყუს რაიონიდან გადმოსული სასულიერო პირი, დეკანოზი ალექსი ქვარცხავა. ავბედითი კომუნისტური მმართველობის პერიოდში ჯგალის ხის ეკლესია დაანგრიეს. ძველ ნაფუძარზე აშენდა ახალი ეკლესია, რომელიც ამჟამად მოქმედია და ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში შედის. 1825-1826 წლებში ჭყონდიდის ეპარქიაში ჩატარებული აღწერის დროს სოფელ ჯგალის ეკლესიაზე შემდეგ ინფორმაციას ვკითხულობთ: „სამთავრო სოფელ ჯგალს სდგას საყდარი ხისა; წმიდის გიორგისა, მომაღლო გორაზედ, კარი აქვს ორი, დასავლეთით და სამხრეთით, სიგრძით არის, შიგნით საკურთხევლიანად, ათი ადლი და განი -–– ხუთი ადლი, აღსავლის კედელი ფიცრისა. კარი აქვს ორი სამეუფო და ჩრდილოეთით, კრეტსაბმელი ჩითისა.  ტრაპეზი ქვისა, კედელზედ მიდგმული, შიგნით აცკვია ტილო და მეორეთ -– ჩითი. ტრაპეზზედ სასვენი სახარება სტამბისა. ჯვარი ტრაპეზზედ სასვენი თუთბირისა, სამკვეთლო ხისა, თავის საფენი;, ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა და კოვზი კალისა, ტაკუკი ვერცხლისა, ლახვარი ფოლადისა. ერთი ხელი დაფარნა ჩითის, საცეცხლური სპილენძისა, სააიაზმე თიხისა, ემბაზი ხისა. ამავე წმიდისა ხატი  ხეზედ ნახატი; მეორე ხატი, თორმეტი საუფლოსი, ხეზედ ნახატი. ერთი ხელი სამღვდელო შესამოსელი სტოფისა, მოძველო. ამ საყდრის მღვდელი ქვარცხავა ზაქარია, არს შობიდამ 62 წლისა, უსწავლიეს საეკლესიო წიგნი, აღზრდილა ცაიშის მონასტერზედ, დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ და რა მღვდლობა მიუღებიეს, იქმნებიან წელნი 32; მეორე მღვდელი, ამავე მღვდლის შვილი  გიორგი, არს წლისა შობიდამ 27-ის, უსწავლია წიგნი წალენჯიხის ეკლესიაზე და დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ და რა მღვდლობა მიუღიეს, იქმნების წელი 5. იზრდებიან მღვდელნი ესენი სამწყსოთი და მუშაკობის გამო.

38-1  საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.18
დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1860-1949 (გაგრძელება)
მღვდელ ზაქარიას სხვანი ორნი შვილნი: დავით 20 წლის და მარკოზ -– 11 წლის“.

მღვდელ ზაქარიას შვილიშვილი გახლდათ მღვდელი სვიმონ დავითის ძე ქვარცხავა, რომელიც 1819 წელს დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1845 წლის 19 აპრილს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1847 წლის 5 იანვარს მლვდლად დაასხა ხელი და ჯგალის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. მისი წინამძლვრობის პერიოდში, კერძოდ, 1865 წელს ჯგალის ხის ეკლესიის ადგილზე, ახალი ქვის ბაზილიკური ტაძარი აიგო, რაშიც მამა სვიმონმა დიდი მონაწილეობა მიიღო. 1868 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1878 წლის 15 ივნისს სკუფია უბოძეს. 1887 წელს კამილავკა ეწყალობა. 1895 წლის  4 ნოემბერს მამა სვიმონს ეკლესიაში 50-–წლიანი ერთგული სამსახურისთვის წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს, 1897 წლის 20 მაისს პენსიაზე გავიდა. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. ჰყავდა მეუღლე -– მარიამ ყურუს ასული (1831) და შვილები: დეკანოზი ალექსი, იოსები (1858), გაბრიელი (1861) და სოფიო (1859). როგორც ზემოთ ვახსენეთ,

ჯგალის წმინდა გიორგის ტაძრის ბოლო წინამძღვარი დეკანოზი ალექსი ქვარცხავა გახლდათ. იგი 1860 წელს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. კარგად იცოდა რუსული სალაპარაკო ენაც. 1886 წლის ნოემბრიდან 1887 წლის 10 ნოემბრამდე სოფ. ახალდაბის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიასთან არსებული სამრევლო საეკლესიო სკოლის მასწავლებელია. 1887 წლის 10 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიაში მწერლად დაიწყო მუშაობა. ამავე პერიოდში ალექსიმ ჯვარი დაიწერა დარიკო ზოსიმეს ასულზე (დაბ, 1863), 1888 წლის 30 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ზუგდიდის სულთმოფენობის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1889 წლის 11 ივნისს ეპისკოპოსმა გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და განარჯია-მუხურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1892 წლის 12 აპრილს დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად  გადაიყვანეს. 1893 წლის 20 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წელს ზუგდიდის მაზრის, რედუტ-კალეს ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1905 წელს ზუგდიდ-ჯუმითის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძლვრად იხსენიება და ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1911 წლის 6 მაისს რუსეთის წმ. სინოდმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა და საგანგებო ჯილდოს ფურცელი გადასცა. 1912 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1916 წლის 6 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლიდან მამა ალექსი წალენჯიხის ოლქის მთავარხუცესია. 1920 წლის 27 ივნისს, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი, იგი მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაზე. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს გა- საბჭოებით ქვეყანაში დასრულდა სამღვდელოების წყნარი და უშფოთველი ცხოვრება უღმრთო ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა ეკლესიას. დაიწყო სამღვდელოების დევნა-შევიწროება. აუტანელი გახდა ანაფორის ტარება და მღვდლობის პატივი. სასულიერო დასი უკიდურესად შევიწროებულ და დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1921-1929 წლებში მათი დიდი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს, ზოგმა უარი თქვა  მსახურებაზე, ვინც გადარჩა, უმძიმეს  პირობებში აგრძელებდა ღვთისმსახურებას. ამ პერიოდში, როდესაც მოძღვრების დიდმა ნაწილმა მიატოვა მსახურება, მამა ალექსი კვლავ შემართებით აგრძელებდა მღვდელმსახურებას. ჭყონდიდელ ეპისკოპოს სვიმეონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხის გარდა, ლიის ოლქის მართვაც მას დაევალა. თუმცა, საბოლოოდ, მამა ალექსიც გატყდა. 1930 წლის 19
38-2  საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.19
დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1860-1949 (გაგრძელება)
იანვარს ჯგალის თემის აღმასკომმა ეკლესია ჩაიბარა და დახურა. მიზეზად მათ დაზღვევა დაასახელეს. მრევლი და საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე სამსონ კვარაცხელია სიღარიბისა და თანხის უქონლობის გამო ითხოვდნენ დაუზღვევლად ეკლესიის უკან დაბრუნებას. თავის მხრივ, 1930 წლის 8 აპრილს, დეკანოზი ალექსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) წერდა: „პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ მარტის თვიდან7, ამა თვემდე, გამოცხადებულია მეგრულ გაზეთში მღვდელთაგან თავის დანებება სამსახურისა. ესენი არიან: მთავარხუცესი ხაბუმის ოლქისა, დეკანოზი სამსონ თოდუა, მღვდელი გიორგი, იგივე უჩა ანთელავა, მღვდელი ნიკოლოზ მატუა, მღვდელი ნიკოლოზ შენგელია, მღვდელი დავით კუკავა, მღვდელი ნიკოლოზ ქუხილავა, მღვდელი პლატონ საჯაია, მღვდელი ბესარიონ გობეჩია, აგრეთვე სამსახური მიატოვა ჩემმა ამხანაგმა, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ. ჯერ გაზეთი არ გამოსულა, მაგრამ ჩემის თანდასწრებით ადგილობრივმა ჯგალის აღმასკომმა მისცა ქაღალდი. ფუქის მღვდელმა ბართლომე კვარაცხელიამაც მიატოვა მღვდლობა. ვსთხოვ კანცელარიას, მოხსენდეს მის უნეტარესობას, დავანებო თუ არა სამსახურს თავი და არის თუ არა რაიმე საშიშროება, რომ არ შევიტანო განცხადება საბჭოთა ხელისუფლების მთავრობასთან“. ამავე წლის 23 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ ამ წერილს შემდეგი განკარგულება დაადო: „ჩემს ეპარქიაში ამა წლის იანვარ-თებერვალში სამსახურზე ხელაღებული მღვდლები  შეუდგნენ ისევ სამსახურს. უმაღლესი საბჭოთა ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალდატანებით ეკლესიების დახურვა და მღვდლების დევნა დაუშვებელია. ჩემის მხრითაც აღძრულია შუამდგომლობა ცაკის წინაშე, რათა ჯგალის ეკლესია გაღებულ იქნას“.
მიუხედავად კათოლიკოსის აქტიურობისა, ვითარება კვლავ დაძაბული რჩებოდა. ხელისუფლების განცხადება, რომ ის არ დევნიდა ეკლესიასა და სამღვდელოებას, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და  ფარატინა ქაღალდზე დაწერილ ბრძანებად რჩებოდა, რომლის შესრულებას არავინ აპირებდა.ყოველი  მხიდან შევიწროებული მამა ალექსი 1932 წლის 14აპრილს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს  სწერდა: „მართალია ძველი მთავრობის დროს ვემსახურებოდი დაწესებულებას და ვასრულებდი მღვდლის მოვალეობას, როგორც ეს წესდება საქვეყნოდ სრულდებოდა. დაეცა თუ არა ძველი მპყრობელობა, მე ვემორჩილებოდი საბჭოთა ხელისუფლებას და მივატოვე მრევლის სამსახური.  რამდენიმე ხანში უმაღლესმა ხელისუფლებამ გამოსცა დეკრეტი ეკლესიების გახსნისა, თუმც მრევლი ისურვებდა. მეც ისრევე შევედი სამსახურში და ვმსახურობდი 1929 წლამდი. შევატყვე, რომ ხალხმა მიატოვა ეკლესია, მეც დაბოლოვებით თავი დავანებე იმა 1929 წელში და ვარ გაჭირვებულად. სახსარი ცხოვრებისა არა მაქვს ისრე. ხმის უფლებას მოკლებული ვარ. რომ მსახურობდი იმის დამნაშავე ვარ? არ ვიცი, რატომ, მით უმეტეს „ყველა ქვეშევრდომები ემსახურებოდნენ მეუფესო“ და მეც ისრე ვიყავი აღმასრულებელად. არა ვარ მავნე ელემენტი და დღიდან ხელისუფლების დაარსებისა არ გავრეულვარ საწინააღმდეგო საქმეში. ტუსაღივით ვართ ოჯახში  წელმოწყვეტილი სამი კაცი. ხალხის მტერი არასოდეს არ ვყოფილვარ არამედ ყოველი კეთილი საქმის წინამძღოლად ვიყავი თავგადადებული, სკოლებთა გახსნაში და სხვ. ვითხოვე თემის საბჭოსთან ხმის უფლებას, მაგრამ მიმითითეს ინსტუქციაში წერია, რომ 5 წლამდი შეუძლებელიაო. ვფიქრობ, კანონის გამომცემს შეუძლია შეღავათის შემოღებაც, თუ დარწმუნდება მასში, რომ ეს სამი წელიწადი რიგიანად გამიტარებია. ხმის გარეშე სამსახურში არ მღებულობენ, თორემ სამსახურში რომ ვიყო, თავს ცოტათი შევინახავდი. ჯერ ვარ მხნედ, სამსახურად გამოვდგები, რასაც დაწესებულება მომანდობს, გულახდილი მოსამსახურე ვიქნები. დავსძენ მასაც, თუ ხმის უფლების გარეშე შესაძლებელია სამსახურში შესვლა, მაშინ დაავალოს ადგილობრივ, მიღებულ ვიქნე. თუ ინებებთ, მომანიჭეთ ქ. ტფილისში სამსახური და დაინახეთ, ვარ შემძლე სამსახურისა, თუ არა.“  პასუხი რომ იგვიანებდა, მამა ალექსიმ ორ კვირაში კვლავ მიმართა ფილიპე მახარაძეს და ასე გრძელდებოდა 1932 წლის 16 მაისამდე, როდესაც მოვიდა საბოლოო პასუხი, სადაც ეწერა: „გაცნობებთ, რომ მოქ. ქვარცხავა 1929 წლამდე ეწეოდა კულტ-მსახურებას, რისთვისაც მას საარჩევნო ხმის უფლებებში აღდგენაზე უარი ეთქვა რაიაღმასკომის პრეზიდიუმის მიერ“. წლიდან წლამდე მძიმდებოდა მოხუცებული  მოძღვრის ცხოვრება. დამხმარე და ხელისგამმართავი არავინ იყო, ყველას ეშინოდა ყოფილ ღვთის-



38-3  საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.20
დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1860-1949 (დასასრული)

მსახურთან ურთიერთობა და საქმის დაჭერა, მით უმეტეს, მალე მთელ საბჭოთა კავშირში უმძიმესი რეპრესიები დაიწყო, რასაც ასიათასობით ხალხის დახვრეტა და განადგურება მოჰყვა. გაჭირვებულ მოძღვარს ერთადერთ ნუგეშად ისევ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ჰყავდა, რომელსაც რამდენჯერმე მიმართა დახმარების სათხოვნელად და ისიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდახ. შემორჩენილია ერთი ასეთი წერილი, სადაც ვკითხულობთ: „უმდაბლესად ვკადნიერდები ამ მოხსენებას რომ გიგზავნი, მაგრამ მდგომარეობა ისეთი მაქვს, ვბედავ მოგახსენოთ შემდეგი: 1) „ვიყავი კეთილმოწესე დეკანოზი. 35 წელი მიმსახურნია რიგიანად და ბეჯითად, უსაყვედუროდ, ჩემი უფროსებთაგან მიმიღია ჯილდო; 2) დაეცა თუ არა ძველი წესი და დაუქმდა ეკლესიები, მეც მივატოვე სამსახური და ვარ ოჯახში ცოლ-შვილის ადამიანი. შემოსავალი არსაიდან, ტიტველ-შიშველი, საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში არ შევსულვარ, რადგანაც მოხუცებულობაში ვიმყოფები; 3) ხორციელ კაცს სჭირია შენახვა საჭმლით, ტანისამოსით, ექიმობით ავადმყოფობაში და სხვანი, რასაც მოკლებული ვარ; 4) რადგან სასულიერო უწყებაში მიმსახურნია დიდი ხნით, ამისთვის უმორჩილესად "ვსთხოვ თქვენს უნეტარესობას, მოინდომოთ, გამოსძებნოთ წყარო და მომცეთ დახმარება, რომ ტანისამოსი ჩავიცვა. ვიცი, ჯამაგირი არ არის სასინოდო დაწესებულებაში, მაგრამ გამოიმეტეთ შემწეობა, რამდენიც შესაძლებელი იქნება და მიწყალობეთ. მისამართი ჩემი: წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჯგალი. დავსძენ, რომ ჩემი შემწეობის მოცემა ისრეთი სამადლოა, მკვდარი რომ გააცოცხლო. სრული იმედის ქვეშე ვარ. თქვენი კაცთმოყვარეობა მიიღებს სახეში ჩემს გაჭირვებულ მდგომარეობას და დამეხმარება. პასუხს მოველი, თუ რას  ინებებთ ზემო აღწერილთათვის. მომხსენებელი ალექსი ქვარცხავა, 1937 წლის 16 თებერვალი“. ორის დღის შემდეგ ამ წერილზე გაკეთებულია პატარა მინაწერი: „1937. II-18, გაეგზავნა კ.-პატრიარქის მიერ 30 მანეთი“.დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1949 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია სოფ. ჯგალის საგვარეულო სასაფლაოზე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0