სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ფიფია აკეფსიმა 1921-2005წწ. მონაზონი თეკლათის მონასტერი დაბ. სოფ. ჩქვალერი, წალენჯიხა ფიფია აკეფსიმა 1921-2005წწ. მონაზონი თეკლათის მონასტერი დაბ. სოფ. ჩქვალერი, წალენჯიხა

1921-2005 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ფიფია სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

304       ბეჭდვა

ფიფია აკეფსიმა 1921-2005წწ. მონაზონი თეკლათის მონასტერი დაბ. სოფ. ჩქვალერი, წალენჯიხა

მონაზონი აკეფსიმა (ფიფია)

დედა აკეფსიმა (აგრაფინა ფიფია ) დაიბადა წალენჯიხის რაიონის სოფ. 
ჩქვალერში 1921 წლის 21 სექტემბერს, ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულზე. დედა ადრე გარდაეცვალა. 
რადგან მისი მომვლელი არავინ იყო, პატარა აგრაფინა გააშვილეს სოფ. ლიაში და აღიზარდა მახარიის უბანში 
მცხოვრებ ლუკა გოგუას ოჯახში.
აგრაფინა გოგუა ცხრამეტი წლის ასაკში გათხოვდა სოფ. შამგონაში, მაგრამ ადრევე დაქვრივდა. მალე ვაჟიშვილი ალფეზი მოევლინა ქვეყანას.
მამით ობოლი პირმშო უმსუბუქებდა საბრალო აგრაფინას ცალუღელა ტვირთს. დედა-შვილი ზუგდიდში ცხოვრობდა, მათი მარჩენალი ყოფილა მახარიაში 
მცხოვრები, აგრაფინას გამზრდელი მამა _ ლუკა გოგუა. 
სწორედ ბაბუასთან სტუმრობისას გაიტანა ცხრა წლის ალფეზი მანქანამ. სასოწარკვეთილი აგრაფინა დევნიდა მკვ-
გვ286

ლელს, ვერ ეგუებოდა შვილის დაკარგვას. სასამართლო პროცესიც დაინიშნა, ორი დღით ადრე კი უბედური დედა საოცარი 
ხილვის ღირსი გახდა _ მას გამოეცხადა შვილი და სთხოვა: 
ნუ სდევნი ძიას, მას არაფერი დაუშავებია, მან ამ სამყაროში მანქანით მომიყვანა, მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ. გთხოვ, ნუ 
წახვალ სასამართლოზე, დამიჯერე, მისი ბრალი არ არის... უბედური დედა სრულიად გამოიცვალა, ნათესავებს თავის 
ხილვაზე უამბო და კატეგორიულად განუცხადა, რომ სასამართლოზე წასვლას არ აპირებდა.
სოფ. ჩხორიაში მეზობლად მცხოვრები, ღრმად მორწმუნე, დამსახურებული მასწავლებელი მიხეილ (მიხა) ფიფია (დეკანოზ დავით ფიფიას მამა
და დეკანოზ გალაკტიონ ფიფიას ბაბუა) აგრაფინას უქადაგებდა სულის უკვდავებაზე, საუკუნო ცხოვრებაზე... ბატონი მიხეილისა და იმ დროისათვის 
მორჩილებაში მყოფი დების _ ფოთო ფიფიასა და ფათუშა ფიფია-ჯგუშიას რჩევით, აგრაფინამ სენაკში თეკლათის მონასტერს მიაშურა.
პირველი აღსარება მღვდელ-მონაზონ კონსტანტინეს (ქვარაია) გაანდო და ქრისტეს გზას შეუდგა.
1988 წელს მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) მორჩილი აგრაფინა მონაზვნად აკურთხა და სახელად უწოდა აკეფსიმა, 
სენაკის დედათა მონასტრის სქემმონაზონ აკეფსიმას (შუშანია) პატივსაცემად, რომელიც გახლდათ მღვდელ-მონაზვნის, 
ღირსი ალექსი შუშანიას და. აქვე მოღვაწეობდა მამა ალექსის მეორე და _ იღუმენია ფასტო.
შემდგომში, XX საუკუნეში, მორჩილი ფოთო (ფიფია) ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში გახდა პირველი მონაზონი _ 
დედა ფოტინე, მეორე იყო დედა აკეფსიმა, მესამე _ მაცხოვრის კარის ტაძრის დეკანოზ გიორგი ჯგუშიას ბებია ფათუშა (ფიფია),
იგივე დედა ანა; შემდგომ მონაზვნად აკურთხეს ვარვარა პროსკურინა-მებონია და უწოდეს დედა ქეთევანი. 
მოგვიანებით, იგი სქემმონაზონი გახდა. მონაზონთა ამ ოთხეულმა XX საუკუნის მეორე ნახევარში საფუძველი ჩაუყარა 
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მონაზვნურ მოღვაწეობას. 
XX საუკუნის დასაწყისში, ამ ძნელბედობის ჟამს, დედა 
გვ287
აკეფსიმამ მახარიის დანგრეული ტაძრის აღდგენა მოინდომა. მას მაშინდელი ხელისუფლება დიდ წინააღმდეგობას უწევდა 
_ ემუქრებოდა, მაგრამ მონაზონი აკეფსიმა ლოცვით თავისას აღწევდა. სოფელ ლია-მახარიის უბნის წმ. გიორგის ეკლესია განსაკუთრებული მადლის მქონეა,
რომელსაც მრევლი სიყვარულით ,,დედაოს ტაძარს“ ეძახის.
1988 წელს ტაძრის მშენებლობას სათავეში ჩაუდგა მხცოვანი დედა აკეფსიმა და ბოლომდეც აღასრულა. ასეთ კეთილშობილურ საქმეში მას
სოფ. ლიისა (პალური) და ჩხორიის _ მახარიის უბნის მოსახლეობა ეხმარებოდა. ტაძრის კედლის მოხატვა (ნაწილობრივი) შეასრულა თბილისის სამხატვრო 
აკადემიის კურსდამთავრებულმა მურმან ფიფიამ. 
მახარიის წმ. გიორგის ეკლესიას გარკვეული პერიოდი მუდმივი მღვდელმსახური არ ჰყავდა, მაგრამ დედაოს ძალისხმევით წირვა-ლოცვა მაინც სრულდებოდა.
წირვის აღსასრულებლად დედა აკეფსიმა იწვევდა მღვდლებს. ტაძარში სხვადასხვა დროს წირვას აღავლენდნენ მღვდლები: აწ განსვენებული მიქაელ ასათიანი
და ამირან შენგელია; ზურაბ ცხვარაძე, ფრიდონ ასათიანი, ანდრია კემულარია, გაბრიელ გულორდავა; ამჟამად ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი 
გალაკტიონ ფიფია.
ღმრთის ნებითა და დედა აკეფსიმას მონდომებით, სოფ. ლიაში (მახარია) მორწმუნეთა რაოდენობამ იმატა, კიდევ უფრო კეთილმოეწყო მახარიის წმ. გიორგის ტაძარი. დედა 
აკეფსიმას მონაწილეობით, ამ ტაძართან ახლოს, მორჩილი ნონას (ჭკადუა) სახლი, რომელიც ნონამ ეპარქიას შესწირა, 
გახდა საფუძველი, დაარსებულიყო წმ. თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი. ასევე დედა აკეფსიმამ თავის ეზოში 
ააგო წმ. ნინოს სახელობის ტაძარი, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. ტაძრების მშენებლობა-აღდგენასთან 
ერთად დედა აკეფსიმა აქტიურად მონაწილეობდა ღრმადმორწმუნე ადამიანების მღვდელმსახურებაში ჩასაბმელად. 
მან მეუფე გერასიმესთან უშუამდგომლა მეზობელს, პედა-
გვ288

გოგ გიგლა ფიფიას. ამჟამად დეკანოზი გალაკტიონი არის დედაოს მიერ აღდგენილი მახარიის წმ. გიორგის ტაძრის 
წინამძღვარი. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ბერად 
აღკვეცაში. დედა აკეფსიმას ძალიან ახარებდა ეკლესიური დღესასწაულები, განსაკუთრებით ვლაქერნობა. იგი უფალს 
მადლობას სწირავდა ამ დღისთვის. 
რძალი _ მერი კოკაია მის უკანასკნელ დღეებს იხსენებს: ,,გარდაცვალების წინა დღეს იხილა თავისი შვილი ალფეზი, 
რომელიც გაბრწყინებული სახით ესაუბრებოდა მას. ასევე, მან იხილა თავისი გამზრდელი მამა _ ლუკა და მისთვის 
დედაოს უთქვამს, რომ მზად იყო წასასვლელად. მართლაც, მეორე დღეს, 2005 წლის 27 დეკემბერს, დილის 4 საათზე მიიძინა.
მონაზონს სახეზე საოცარი სიმშვიდე ადგა''.
მონაზონი აკეფსიმა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. უთვალავმა მრევლმა და სამღვდელოებამ ცხარე ცრემლით დაიტირა.
იგი თავისი სურვილის შესაბამისად განისვენებს წმ. ნინოს მშენებარე ტაძრის ეზოში.
ფიქრია მორგოშია
ვაჟა ფიფია 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.02.2024
ბოლო რედაქტირება 22.02.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0