სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კოკოლიშვილი მოსე (ომარი) აბრაამის ძე დაბ. 1939წ.  სქემ მონაზონი მსახ. ინწვისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის  მამათა მონასტერში. დაბ. სოფ. კარდენახი, გურჯაანი კოკოლიშვილი მოსე (ომარი) აბრაამის ძე დაბ. 1939წ.  სქემ მონაზონი მსახ. ინწვისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის  მამათა მონასტერში. დაბ. სოფ. კარდენახი, გურჯაანი
ბმულის კოპირება



გვარი კოკოლიშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

300       ბეჭდვა

კოკოლიშვილი მოსე (ომარი) აბრაამის ძე დაბ. 1939წ. სქემ მონაზონი მსახ. ინწვისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში. დაბ. სოფ. კარდენახი, გურჯაანი


კოკოლიშვილი მოსე (ომარი) აბრაამის ძე დაბ. 1939წ სოფ. კარდენახი, გურჯაანი სქემ მონაზონი მსახ. ინწვისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის  მამათა მონასტერში

მოინათლა: 1943 წელს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში.


ბერად აღიკვეცა (დიდ , წმინდა და ანგელოზებრივ სქემაში) ყინწვისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის  მამათა მონასტერში 2023 წლის 27 სექტემბერს.




სასულიერო პირები ჰყვებიან ისტორიებს, რომლისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება. სოციალურ ქსელში სქემ ბერმონაზონ მოსეს (კოკოლიშვილი) მონათხრობი ვრცელდება. აი, რას გვიამბობს ის.

***

ერთი ქრისტიანი კაცი პრობლემებმა დაამძიმა და მონასტერში ავიდა თავის მოძღვართან.
„სულ ამერია ცხოვრება… სამსახურიც დავკარგე… ოჯახიც დამენგრა… ბანკის ვალში ვიხრჩობი… ლამისაა თავი მოვიკლა…“ — შესჩივლა მან მოძღვარს.
მოძღვარმა გულისყურით მოისმინა სასოწარკვეთილის ჩივილი და ერთადერთი რამ ჰკითხა: „ამ ბოლო დროს რამე სასიხარულო თუ მომხდარა შენს ცხოვრებაშიო?“
„არაფერიო“, — უპასუხა კაცმა.
„მადლობელი თუ ყოფილხარო“, — კვლავ ჰკითხა მოძღვარმა.
„უბედური კაცი რისი მადლობელი უნდა იყოსო“, — თავი იმართლა კაცმა.

მოძღვარმა ილოცა სულიერი შვილისთვის. მერე გარეთ გაიყვანა, ტაძარს გარშემო შემოატარა. იქვე ერთი პატარა კენჭი იპოვა, მიაწოდა და უთხრა:
— ეს მადლმოსილი ქვაა, უბრალო არ გეგონოს, სულ თან უნდა ატარო და ყოველდღე, როცა სულ მცირე სიხარულს მაინც წააწყდები, ხელი მყარად მოუჭირე ამ კენჭს და მადლობა გადაუხადე უფალს.
— სიხარული სად ვიპოვო მამაო? — იკითხა გულმკვდარმა კაცმა.
— აქ რომ ამოხვედი, ჩემი დანახვა ხომ გაგეხარდა?
— დიახ, მამაო.
— ჰოდა აი, ამით დაიწყე, ახლავე მაგრად მოუჭირე ხელი მაგ ქვას და რა გულითაც გაგეხარდა ჩემი დანახვა, იმ გულით მადლობა გადაუხადე უფალს.
კაცმა შეასრულა მოძღვრის რჩევა, მაგრად მოუჭირა მუჭში მომწყვდეულ ქვას და „მადლობა უფალოო“ — ჩურჩულით წარმოსთქვა.
— ასე განაგრძე ამის შემდეგ — უთხრა მოძღვარმა — ნუ იქნები უმადური და თვალბინდიანი და თუ რამ სასიხარულო ნახო, ნუ დაგეზარება მადლობის თქმა. აქედან რომ მშვიდობიანად ჩახვალ სახლში, მადლობა თქვი; ბავშვი რომ შემოგეგებება ენის ტიკტიკით, გაიხარე და მადლობა თქვი; ვინმე რომ მადლობას გეტყვის სიკეთისთვის, ამაზეც ღმერთს ჰმადლობდე და თან ამ მადლმოსილ ქვას ნუ დაივიწყებ.

მორჩილად შეასრულა კაცმა მოძღვრის კურთხევა. ზურგი შეაქცია უსიამოვნო ფიქრებსა და გრძნობებს. მადლიერების ტალღაზე განაწყო თვისი გონება, სული და გული. ჩვევად ექცა სამადლობელი საქმის ძიება და მოხდა უცნაური რამ:

თანდათან გამრავლდა ისეთი ფაქტები, ისეთი მოვლენები და გარემოებები, რომლებსაც მართლა მოჰქონდა მეტი და მეტი სიხარული; იმ სიხარულისთვის მადლიერება კი ორმაგად და სამმაგად ზრდიდა სიხარულსაც და ამ სიხარულის მიზეზებსაც, ხოლო მადლიერების ქვაზე უმიზეზოდ შეხებაც კი მის ტვინს მადლობისთვის განაწყობდა.
ხოლო მისი გული მაგნიტივით იზიდავდა დადებით ემოციებს: სიხარულს, სიყვარულს და იმედს...

შეგონება ბერი მოსესი: როცა დააფასებ იმას, რაც გაქვს და როცა იქნები ამისთვის მადლიერი, გეძლევა მეტი სიხარული, მეტი რწმენა და გამარჯვება. ესაა საიდუმლო მადლიერებისა და წარმატებისა.

სქემ ბერმონაზონი მოსე (კოკოლიშვილი)
85 წლის უხუცესი მამაო.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.03.2024
ბოლო რედაქტირება 01.03.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0