მაკარ გაჩეჩილაძე (ოთიაშვილი)
დეკანოზი, წევის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, ღვაწლმოსილი პედაგოგი.
დაიბადა 1859 წ. 5 იანვარს, სოფ. წევაში (მოინათლა 15 იანვარს, ნათლია და მიმქმელი- მღვდლები შიო გაჩეჩილაძე და ლუკა ქიოტიშვილი)
გარდაიცვალა 1943წ. 10 იანვარს, თბილისში. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.
მის მშობლებს: ეფრემ იესეს ძეს * (შორაპნის მ. სოფ. აჭარის ეკლესიის წინამძღვარი და ტელფა (ატატო) ბესარიონის ას. ჩანკვეტაძეს შვიდი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან მამა მაკარის გარდა, კიდევ სამი გახდა მღვდელი.
1876 წ. დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 17 წლისამ დაიწყო მასწავლებლობა თავისი ბაბუის – იესეს (სესიას) სახლში 1860 წ. გახსნილ სკოლაში, სადაც 41 წ. იმსახურა. 1902 წ.-მდე იგი 27 წელი ასწავლიდა ყველა საგანს, ხოლო 1902 წდან 1917 წ-მდე სკოლის გამგე იყო.
ღვთისმსახურება დაიწყო 1880 წ. – მედავითნედ შორაპნის მ. სოფ. ილემის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1881 წ. ხელდასხმულ იქნა მთ. დიაკვნად ყვირილის (ქ. ზესტაფონის) ნათლისმცემლის ეკლესიაში, 1884 წ. კი მღვდლად – წევის წმიდა გიორგის ეკლესიაში.
1923 წ. აიყვანეს დეკანოზის ხარისხში, ხოლო 1929 წ. დაამტკიცეს წევის წმ. გიორგის ეკლესიის მთავარ ხუცესად (წინამძღვრად)
.
მ.გ. ცნობილი იყო როგორც ღვთისმოშიში, განსწავლული და პიროვნულად ძლიერი მოძღვარი, რომელიც მოსახლეობაში რწმენის განმტკიცებისათვის და სოფლის გაძლიერებისათვის იღვწოდა. 1890 წ. მან, მისმა მამამ – მღვდელმა ეფრემმა და მღვდელმა ლუკა მაღრაძემ, თავიანთი მრევლის შეწევნით, ერთობლივად გაგზავნეს ფულადი შეწირულობა “დავით აღმაშენებლის სამლოცველოს განსაახლებლად და
წმიდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს კუბოს მოსაპოვებლად
. მამა მაკარს კავშირი ჰქონდა ათონის მონასტერში მცხოვრებ ქართველ ბერებთან, რომელთაც იგი მატერიალურად ეხმარებოდა.გ მაშინ, როცა ბოლშევიკების ათეისტური რეჟიმის რეპრესიების გამო, თითქმის შეუძლებელი გახდა მღვდელმოქმედება, უფლის, სამშობლოსა და მოყვასის
სიყვარულით გულანთებული მოძღვარი თავდადებით ემსახურებოდა წმიდა სალოცავს. მისთვის სარწმუნოება და სიკეთის კეთება განუყოფელი იყო. წევის ეკლესიის კედლების საიდულმო საცავებში, სადაც ძნელბედობისას სიწმიდეებს მალავდნენ. მან ბოლშევიკებისაგან დევნილნი გადამალა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, თვითონაც განსაცდელში მყოფი, მისმა ყოფილმა მოწაფეებმა გადაარჩინეს დაღუპვას.
სწორედ სარწმუნოებისათვის თავდადებისა და პატიოსანი ღვთისმსახურებისათვის დაიმსახურა მან აღიარება და მაღალი ხარისხის სამღვდელო ჯილდოები: 1889 წ. იგი
საგვერდულით დაჯილდოვდა, 1908 წ. – სკუფიით, 1916 წ. – კამილავკით, 1923 წ. –
სამკერდე ჯვრით, ხოლო 1930 წ. – ენქერით; როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი აყვანილი
იქნა დეკანოზისა და მთავარხუცესის ხარისხებში.ა
1923 წ. მ.გ -მ თავის შვილს, ექიმ ნიკოლოზს, კათოლიკოს ამბროსი ხელაიას
მეგობარს, დაუტოვა ანდერძი, რომ მის შვილებს, დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ,
მათი სულების მოსახსენებლად შესაწირავი ეგზავნათ ისეთ მონასტერში, სადაც
“ნიადაგი წირვა-ლოცვა იქნება...”
1930-იანი წლების მორიგი რეპრესიების დროს, შვილებმა მოძღვარი გამოარიდეს
გარდაუვალ განსაცდელს და წევიდან თბილისში გადმოიყვანეს, სადაც სიცოცხლის
ბოლომდე აგრძელებდა ღვთისმსახურებას ჩუღურეთის (კუკიის) წმ. ნიკოლოზის
ეკლესიაში. მ.გ-ს ამ ეკლესიაში გადმოყვანის შესახებ თბილისის ოლქის მთავარხუცესმა
დეკანოზმა – იოანე ცქიტიშვილმა მისწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს, კალისტრატე ცინცაძეს: – “სრული იმედი მაქვს, რომ --- დეკანოზი მაკარი,
რომელიც მცირე შემოსავალს არ უშინდება და ეკლესიაში ცხოვრების მოსურნეც არის, --
- როგორც ღირსებული მოძღვარი, ფხიზელი, საღვთო წერილის საკმაოდ მცოდნე ---
მიუხედავად მოხუცებულობისა, ჯერ კიდევ ენერგიით სავსე, შესძლებს ეკლესიის
მოვლას და მის გამოცოცხლებას”ა
.
წევის ეკლესიის დატოვებას ვერ შეგუებული მამა მაკარი ერთი წლის შემდეგ
წერილობით ატყობინებს კათოლიკოს პატრიარქს, რომ ტოვებს თბილისში სამსახურს და
სთხოვს მას შუამდგომლობას ქუთათელ მიტროპოლიტ სიმეონთან, რომ – “აღმადგინოს
ისთევე --- წევის წმიდა გიორგის ეკლესიაზე იმ წესით, როგორც ვიყავით ადრე”ა
. –
კათოალიკოს- პატრიარქმა იგი თბილისში, ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში
შტატგარეშე მღვდლად დატოვა და მისცა მას წევაში ყოფნის დროს ღვთისმსახურების
შესრულების უფლება. ამის შემდეგ მ.გ. ყოველ ზაფხულს ჩადიოდა წევაში, უვლიდა
ეკლესიას და თავის კარ-მიდამოს.
დიდი სამამულო ომის პირველ წლებშიც იმდენად შეზღუდული იყო მოძღვრისა
და საერთოდ მორწმუნეთა ყოფა, რომ მამა მაკარს 1942 წ. კათოლიკოს-პატრიარქის
სპეციალური ნებართვა დასჭირდა, რათა ეკურთხა მიცვალებულების საფლავი ვაკის და
წმ. ნინოს ეკლესიის სასაფლაოებზე. წევიდან თბილისში გადმოსული მამა მაკარი
სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რკინიგზის სკოლაში.
მაკარ გაჩეჩილაძეს ჰყავდა მეუღლე – ანა ივანეს ას. არაბიძე და შვიდი შვილი:
ნიკოლოზი, * დავითი, გრიგოლი, კონსტანტინე,* ვერა, გალინა და მარიამი. პედაგოგმა
მღვდელმა თითოეულ მათგანს უმაღლესი განათლება მიაღებინა.
ტექსტი შადგინეს გოჩა არონიშიძემ და ნიკოლოზ შურღაიამ.
ა. ინფორმაცია ამოღებულია საპატრიარქოს არქივში დაცული მ.გ.-ს პირადი
საქმიდან.
ბ. 1890 წ. გაზ. “მწყემსი”.
გ. მარინა ქადაგიძე – “თუ ადამიანს რაიმე მართლა სწამს ის ძნელი ცხოვრებით
ცხოვრობს”.
გაზ. “საპატრიარქოს უწყებანი”, 2003 წ. 10 (217) 14-20 მარტი.