მონაზონი ათანასია (ძაპტაშვილი)
დაიბადა 1939 წლის 9 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფ. ნაწულუკუში.
1954 წელს დაამთავრა ამავე სოფლის სკოლის ოთხწლედი.
1959 წლის ივლისში მოინათლა ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარში.
2004 წლიდან გახდა კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მონასტრის წევრი.
2007 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) აკურთხა მორჩილად, ხოლო
2013 წლის 13 აპრილს შემოსა მონაზვნის მანტიით და სახელად უწოდა ათანასია. იგი დღემდე მსახურობს
კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის დედათა მონასტერში.