სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ნასყიდაშვილი გიორგი ალექსის ძე დაბ. 1868- 1940?წწ დეკანოზი მსახ. მანგლისი, ოქონა დაბ. ქარელი ნასყიდაშვილი გიორგი ალექსის ძე დაბ. 1868- 1940?წწ დეკანოზი მსახ. მანგლისი, ოქონა დაბ. ქარელი
ბმულის კოპირება



გვარი ნასყიდაშვილი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

320       ბეჭდვა

ნასყიდაშვილი გიორგი ალექსის ძე დაბ. 1868- 1940?წწ დეკანოზი მსახ. მანგლისი, ოქონა დაბ. ქარელი

წყარო საპატრიარქოს უწყებანი 2018 წ. 7-13 ნოემბერი მე-17 გვერდიდან.


დეკანოზი გიორგი ნასყიდაშვილი

(1868 -– XXს-ის 40-იანი წლები)

სამეფო კარმა მანგლისის ტაძარს მღვდლისა და დიკვნის საუკეთესო ხარისხის შესამოსელი შესწირა


დეკანოზი გიორგი ალექსის ძე. ნასყიდაშვილი 1868 წელს გორის მაზრაში გლეხის ოჯახში დაიბადა.

1885 წელს დაამთავრა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი ხოლო 1891 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1891 წლის 21 ივლისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მედავითნის შტატში გაამწესა.

1892 წლის 7 ოქტომბერს ძველი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

 მამა გიორგიმ 1893 წელს ტაძართან გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც თავად. იყო გამგე და უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო. სჯულსა და საეკლესიო გალობას, აქტიურად და ენერგიულად შეუდგა ახალგაზრდა მოძღვარი თავის საეკლესიო მსახურებას.

მანგლისის ტაძარს არ ჰქონდა შესაბამისი სამღვდელო შესამოსელი. მღვდელმა გიორგიმ კი დახმარებისთვის: პირდაპირ საიმპერატორო კარს მიმართა. მართლაც, გავიდა მცირე ხანი და მისი თხოვნა აღსრულდა. სინოდის „ობერ-ეგრმეისტერმა", თავადმა ბორის თეოდორეს ძე გოლიცინმა, იშუამდგომლა იმპერატორთან და შედეგმაც არ დააყოვნა. სამეფო კარმა მაგლისის ტაძარს მღვდლისა და დიაკვნის საუკეთესო ხარისხის შესამოსელი შესწირა. ამასთან დაკავშირებით, გახარებულმა წინამძღვარმა, ორი დღით ადრე გააფრთხილა მრევლი და საზეიმო დახვედრისთვის მოემზადა, 1894 წლის7 მაისს მან პურის კურთხევით. ჩაატარა ლოცვა.

მეორე დღეს, 8 მაისს, მანგლისის. ტაძარი და ეზო ხალხით გაისო. საზეიმო წირვაზე ორი გუნდი. გალობდა:ტაძართან არსებული სამრევლო საეკლესიო სკოლის მოწაფეთა გუნდი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულ ტიმოთე კრილოვის ლოტბარობითა და ადგილობრივი მრევლის გუნდი. ლიტურგიის შემდეგ გადაიხადეს პარაკლისი საიმპერატორო კარის საკეთილდღეოდ და მათი ოჯახის დღეგრძელობისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში სამრეკლოდან განუწყვეტლივ რეკდა ზარები. იმავე წლის 3 ივლისს თავადის მეუღლემ  ნატალია ნიკოლოზის ასულმა ბარათაშვილმა და მისმა. ძმებმა -- ივანე, გიორგი და მიხეილ კვეზერელ-კოპაძეებმა, წინამძღვარ მღვდელ გიორგის თხოვნით ტაძარს დიდი ზომის, 230 მანეთად ღირებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ვერცხლით მოჭედილი ხატი შესწირეს. ხატი მოთავსებული იყო შესაბამის კიოტში, რომელიც ასევე შემომწირველებმა დაამზადეს.

შესრულდა საზეიმო წირვა ლიტანიობით, მღვდელ გიორგისთან ერთად თანამწირველები იყვნენ იმჟამად აგარაკებზე ამოსული თბილისის სამღვდელოებაც: კუკიის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარი დეკ. ე. ზვერევი, თბილისის. რეალური სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგი მღვდელი გ. ჩეტირკინი და მე-2 კლასიკური ვაჟთა. გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგი მღვდ. მ. არხანგელსკი. ასევე ბერძნული დასახლების მოძღვარი მღვდელი ალ. ქსენოდოხოვი. ლიტურგიის შემდეგ ჩატარდა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი, რომელსაც მოჰყვა ტრაპეზი. უმაღლესმა საეკლესიო მმართველობამ გაითვალისწინა მღვდელი გიორგის ნაყოფიერი და დამსახურებული მოღვაწეობა და მას. 1894 წლის 26 აგვისტოს დაუზარელი სამსახურისთვის საქართველოს

ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მადლობა გამოუცხადა. იმავე წლის 16 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიალურმა სასწავლო საბჭომ გამოუცხადა მადლობა, 1898 წლის 16 იანვარს თბილისის მაზრის V ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1899 წლის 07 ოქტომბერს გორის მაზრაში, სოფ. მოხისის სამრევლოში გადაიყვანეს, სადაც ადგილობრივი სკოლის გამგედ დაინიშნა.

1900 წელს მღვდელ გიორგის გაუგებარი ინციდენტი მოუვიდა სკოლის მასწავლებელ გორდელაძესთან. აი რას სწერდა ქართულ პრესაში აზნაური ილიკო რაჟდენის ძე კვალიაშვილი: „მოხისის სამრევლო სკოლის გახსნაზე დიდი ვაი-ვაგლახი გადაგვაწყდა, მაგრამ დავი-დარაბა და უსიამოვნება დაგვავიწყდა, რადგან ამ სკოლამ მალე მოიპოვა ხალხის ნდობა და მოკლე დროში.

საუკეთესო სკოლად გარდაიქცა გორის მაზრაში, რაღა თქმა უნდა, ეს უნდა მივაწეროთ იმას, რომ სწავლის საქმე კარგად არის დაყენებული სკო-

ლაში. მიუხედავად ამისა, 15 თებერვალს, დილის 8 საათზე, როცა მასწავლებელი ბ-ნი გორდელაძე სკოლაში მიემართებოდა და შეგირდებიც შეგროვილნი იყვნენ, სკოლის გამგე, ახლად გამწესებული მღვდ. გიორგი ნასყიდაშვილი, მამასახლისის თანაშემწის ხუციშვილისა და სხვათა თანდასწრებით, გამოცხადდა მასწავლებლის სახლის კარებზე და მიმართა მას შემდეგის სიტყვებით: „შენ აღარ გაბედო ამის შემდეგ სკოლაში ასვლა და სწავლება, რადგან მე ჩემის განკარგულებით დაგითხოვე სამსახურიდგან. მაშინვე დააკეტინა სკოლის კარები, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და შეკრებილ ბავშვებს. გამოუცხადა, რომ სკოლა დაიკეტა და წადით სახლში, სწავლა აღარ იქნებაო. ამ მოულოდნელ სიტყვებისაგან გაოცებული შეგირდები მთელი საათი. გაშტერებული იდგნენ და შემდეგ ტირილით დაბრუნდნენ შინ. მასწავლებელმა სთხოვა მღვდელს, გამაგებინეთ, რათ მეპყრობით ასე უკანონოდო. მამა ნასყიდაშვილმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ვიღაცამ წუხელ ქვით ფანჯარა გამიტეხა და, რადგან მე და შენ უსიამოვნება გვქონდა, უეჭველად შენ იქნებოდი, და მისთვის გითხოვ მასწავლებლობიდანო, და ლანძღვაგინება დაუწყო მასწავლებელს. მან კი მარტო ის უპასუხა, რომ ლანძღვა გინება შეგიძლიან, ხოლო სკოლის დაკეტისთვინ პასუხს გაგებინებენო.

ამ ამბის მაყურებელმა ხალხმა სკოლის კარების გატეხა მოინდომა, მაგრამ ჩვენ არ დავანებეთ, რადგან ვიცით, რომ ამ გარემოებას ყურადღებას მიაქცევს მთავრობა და  მამა გიორგი ნასყიდაშვილის საქციელს სამართლიანს მსჯავს დასდებს.

მე ჩემის მხრივ, ამას ვიტყვი, რომ ხსენებული მასწავლებელი ოთხი წელიწადი აქ არის და არა დაუშავებია რა, სკოლის საქმეც კარგად დააყენა და ხალხშიაც დიდი პატივისცემა მოიხვეჭა. რატომ მარტო მამა ნასყიდაშვილთან დარჩა ის ცუდი კაცი, ვერ გაგვიგია. თუნდაც ცუდი კაცი იყვეს, სკოლას რა დაუშავებია?

იმავე წელს  უცნობი ავტორი ფსევდონიმით დამსწრე კრიტიკულ წერილს აქვეყნებს, სადაც ახსენებს, რომ მოხისში მცხოვრები აზნაური ალ. დეკანოზიშვილი მოხისის ეკლესიის. მამულის დასაკუთრებას აპირებს და ამაში მღვდელ გიორგის უმოქმედობაში ადანაშაულებდა. მოძღვარმა იმავე პრესის ფურცლებზე პასუხად გამოაქვეყნა: „ვთხოვ დამწრეს“ შემატყობინოს, რა საბუთითა და განანაჩენის ძალით ეკუთვნის ჩემდამო რწმუნებულს მოხისის ეკლესიას ის ადგილი, რომელიც გალავნის გარეთ მდებარეობს, რომ ეკლესიას დავუსაკუთროთ და არა სხვას.

ჩემთვის კი დასაკუთრება იმ ადგილებისა, რომელზედაც არავითარი საბუთის ქაღალდები არა მაქვს, უზნეობად მიმაჩნია.

ბატონ ალ დეკანოზიშვილს უნდოდა პატარა ალაგის შემოღობვა იმიტომ , რომ იმ ღია ადგილიდან მის ეზოში საქონელი არ შესულიყო და იგი ამით არ შეწუხებულიყო, თუმცა ის ადგილი გამოსადეგარი არაფრისთვის არ არის.

მეორეს მხრივ, თუ ის ადგილი საჭირო იქნება ეკლესიისთვის, დარწმუნებული ვარ, არც თუ იმ ადგილს, ბატონი დეკანოზიშვილი სხებსაც შესწირავს მოხისის ეკლესიასა, რადგან წინადაც შეუწირავს და დღესაც ყოველ წლობითსწირავს ნმოხისის ეკლესის სამრევლო სკოლას ოც-ოც მანეთს, რაც შეეხება საქმის დანარჩენს გარემოებას, ამას მე აღარ შევეხები, რადგანაც „დამსწრეს“ სიმართლეს სამართალი დაგვანახვებს“.

1900 წლის 24 სექტემბერს მღვდელი გიორგი გორის საქალაქო ოთხკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად და იქვე არსებული კარის

ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც კომუნისტების შემოსვლამდე იმსახურა. XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა.


1923 წლის 5 იანვარს დეკანოზი გიორგი ფლავის წმ, იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში დაინიშნა, მაგრამ სიშორის გამო ვერ მოახერხა იქ სიარული.

1924 წლის 21 დეკემბერს იგი ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „გთხოვთ, მეუფეო, დამნიშნოთ მე გორის ოქონის ეკლესიის მრევლის მოძღვრად. სასურველია, რომ გორში მალე დაიწყებოდეს წირვა-ლოცვის შესრულება და ეგრეთვე ქრისტიანული წესების ასრულება ხსენებულ მრევლში". იმავე წლის 23 დეკემბერს ვიდრე სხვა მღვდელს გავამწეებ მის დღევადელ ადგილზე, ამ მრევლსაც ემსახუროს კიდევ.

1925 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარის მიღებასთან დაკავშირებით დეკანოზი გიორგი საკათალიკოსო საბჭოს სწერდა:

განკარგულება თქვენი საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ გამოვუცხადე მრევლს, როგორც ეკელსიაში აგრეთვე სახლებში წესების შესრულების დროს. აუხსენი პაპი გრიგოლის მიერ გამოკვლეული ახალი სტილის კალენდრის სინამდვილე და სიმართლე, მაგრამ მრევლმა და სოფლის გლეხკაცობამ უარი განაცხადა ახალ სტილზედ, სთქვეს რომ ისინი იდღესასწაულებენ ყველა უქმე დღეებსა ძველ სტილზედ თუნდაც, რომ ამ დღეებში ეკლესიებში არ იყვეს წირვა ლოცვა. ამასთანავე, გაუწყებთ მეუფეო, რომ გორის ინტელიგენცია და თუ სულ არა. მომეტებული ნაწილი მოსამსახურეთა, ყურადღებას არ აქცევს არც ეკლესიას და არც მის უქმე დღეებს.

დღეს მორწმუნეთა რიცხვს შეადგენს გორში ვაჭრები და ნაწილი ხელოსნებისა და მუშებისა, ისინი შეადგენდნენ გორის ოქონის მრევლსა და აი, ამ ხსენებულ პირთა და სოფლის მორწმუნე გლეხკაცობას, ვფიქრობ, უნდა გაეწიოს ანგარიში და განხორციელდეს მათი სურვული საქართველოს ეკლესიის ლოცვა კურთხევით. 

1926 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტ კალისტტატეს (ცინცაძე) ბრძანებით ურბნისის ეპარქიის ნიქოზ ცხინვალის ოლქიდან გამოიყო მეჯვრისხევის ოლქი, ხოლო რუის ურბნისის ოლქიდან გორის რაიონი რაიონი და შეიქმნა გორი მეჯვრისხევის ახალი ოლქი, რომლის თავარხუცესად დეკანოზი ნგიორგი დაინიშნა.

1927 წლის 9 თებერვალს დეკანოზი გიორგი ურბნელ ეპისკოპს სვიმეოს ჭელიძე სწერდა: გთხოვთ, დანიშნოთ გორის ოქონის საკრებულოს ტაძარში მთავარდიაკვანი ან ემდავითნე, დიაკვანს ექნება სრული წილი ჩემგან და მეორე წილი მღვდელი ალ, ტლაშაძისაგან.

1927 წლის 21-27 ივნისს დეკანოზი გიორგი, როგორ რუის ურბნისის დელეგატე, მონაწილეობდა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრებაში.

1927 წლის 25 აგვისტოს დეკანოზი გიორგი ეპისკოს სვიმეონს სწერდა: რადგან უზენაესი მთავრობისაგან თქვენი ყოვლადუმღმდელოესობა ბრძანდება ოქონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად, ამიტომ დღეიდგან მე ვანებებ თავს ხსენებულ ტაძრის წინამძრვრობას და ამასთან ერთად, სამრევლო საბჭოთა თავჯმდომარის მოვალეობას.

პატივისცემით ვთხოვ თქვენს მეუფებას, დღეითგან ჩამთვალოთ ოქონის ტაძრის მორიგე მღვდლად.

1928 წლის I ნახევარში ისევ ზაფხულში მოძღვარი თბილისში, კრწანისი ხარფუხის წმიდა ნიკოლოზის დაინიშნა, სადაც 1931 წლის 1 ოქტომბრამდე ჩანს,

1932 წლის 01 მაისიდან იგი მოქმედი სამღვდელოების რიგენში აღარ იხსენიება. 

სავარაუდოდ დეკანოზი გიორგი  XXსაუკუნის 40 იან წლების დასწყისში, მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა.

დედაეკლესიაში ერთგული სამსახურიოსთვის დეკანოზი გიორგი დაჯილდოვებული იყო:

1897 წელს საგვერდულით;

1897 წლის 16 დეკემბერს სასწავლო დარგში ნაყოფიერი სამსახურისათვის ქართული ბიბლიით.

1903 წელს სკუფიით.

1905 წლის 06 მაისს კამილევკით

1909 წელს კი სამკერდე ოქროს ჯვრით.

მას ჰყავდა მეუღლე სოფიო იოსების ასული დაბ. 1873 წელს. და შვილები ვიქტორი დაბ. 1891წ.

ნინო 1894-1959წწ, ქეთევანი და თამარი.


წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე 44470: საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე 1508, გვ. 24: საქმე 1509, გვ. 20; გვ. 29;


მადლობა ეკატერინე მიხეილის ასული კასრაძე. ხუთი შვილის დედა, ფოტოზე მეუღლე ალექსანდრე ნასყიდაშვილი, შვილები: პეტრე, სიდონია, გაბრიელი, ათანასე, ისიდორე. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.03.2024
ბოლო რედაქტირება 12.03.2024
სულ რედაქტირებულია 12





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0