გაბელაშვილი მაქსიმე მღვდელმონაზონი, აბასთუმნის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი წინამძღვარი, ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია,მოსახსენებელი 2008წ გვ.34
მეუფე თეოდორემ მრავალი სირთულისა და წინააღმდეგობის მიუხედავად არაერთხელ იმოგზაურა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, მოილოცა ხანძთა, შატბერდი, პარხალი, წყაროსთავი, იშხანი, ხახული... შეხვდა თურქეთში მცხოვრებ ქართველებს. XX საუკუნის 80-იან წლებამდე ეპარქიაში არ იყო მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია. მეუფე თეოდორემ სახელოვნად განაგრძო და განვრცო ის ღვაწლი, რომელიც დაიწყეს მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), მეუფე სერგიმ (ჩეკურიშვილი), მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). ამჟამად ეპარქიაში მოქმედია შემდეგი სამრევლო ეკლესიები: ახალციხის წმიდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარი, (წინამძღვრის მოადგილე _ იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი)). ვალეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი სტეფანე ნადირაძე), ვალეს ესტატე მცხეთელის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი სტეფანე ნადირაძე), ვალეს იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი სტეფანე ნადირაძე), აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი იოანე გელაშვილი), საყუნეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი იოანე გელაშვილი). ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი იოანე გელაშვილი), მესხის სამების სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ იღუმენი ლუკა კონჩაკოვი), წნისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ ლუკა კონჩაკოვი), წობარეთის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ იღუმენი ლუკა კონჩაკოვი), ანდრია წმინდის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ არქიმანდრიტი ზოსიმე კაცაძე), ხერთვისის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონ მაჭარაშვილი), ასპინძის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი ზოსიმე კაცაძე), საროს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ ზოსიმე კაცაძე). ადგიგენის წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი, (წინამძღვაწი იღუმენი დიმიტრი კაპანაძე), აბასთუმნის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი _ (წინამძღვარი _ მღვდელმონაზონი მაქსიმე გაბელაშვილი), უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი ტიმოთე ჩილაშვილი), ბოლაჯურის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ იღუმენი ლუკა კონჩაკოვი), წახანის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ მღვდელმონაზონი მაქსიმე გაბელაშვილი).
მონასტრები: საფარის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ არქიმანდრიტი არსენი (ასანიძე)), ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)), ჭულევის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე)), ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (გეწაძე)), აბასთუმნის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ მღვდელმონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი)), ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, (წინამძღვარი _ არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)), აბასთუმნის წმიდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი (მონაზონი ბარბარე (გრიგალაშვილი)), ახალციხის წმიდა მარინეს სახელობის დედათა მონასტერი, (წინამძღვარი _ მონაზონი პარასკევა (ელბაქიძე)), ახალციხის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, (წინამძღვარი _ მონაზონი ნატალია (ქაფიანიძე)). ეპარქიაში შენდება: ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი, წნისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ენთელის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი, ვარხნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი. ეპარქიაში ფუნქციონირებს სასულიერო სემინარია.
მაქსიმე (გაბელაშვილი) (არქიმანდრიტი. აბასთუმნის მამათა და ჯაყისმანის მამათა მონასტრების წინამძღვარი. აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარი)
1.ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია.-თბ.,2013.-869-910-ე გვერდებს შორის.