ბახტაძე ივლიანე პავლეს ძე 1893-97 წლებში სოფ. კისორეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი. ტყიბული. 1858–1911წწ ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2016. 11–17 მარტი. N 9 (798). გვ. 18–20.
მამებსაც კი ფიქრად არ მოსვლიათ, რომ ხუცურის მაგივრად მხედრულის ანბანით შემოეღოთ საღმრთო წერილის ხმარება ეკლესიებში, და რაღა ეხლა უნდა მოხდეს ეს? რატომ იმას მაინც არ მიხედვენ ეს პატივცემულნი მამები, რომ ჩვენი ერთ მორწმუნე რუსები არ უარყოფენ სლოვიანურის
ასოებით დასტამბულს წიგნებს, თუმცა რუსული ანბანი სლოვიანურს ბევრად სჯობს. ამ საგანზედ დიდი ფიქრია საჭირო“. მამა პავლეს საქმის ღირსეული გამგრძელებელი გახლდათ მისი უფროსი ვაჟი
მღვდელი ივლიანე ბახტაძე, რომელიც 1858 წელს დაიბადა.
დაამთავრა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი ამიერკავკასიის საოსტატო სემინარია. 1884 წლის 15 სექტემბრიდან
1888 წლის 1 აგვისტომდე სახალხო-სამინისტრო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 1888 წლის 15 ნოემბრიდან 1893 წლის 20 ოქტომბრამდე ძუყნურის სამრევლო–-საეკლესიო სკოლის პედაგოგია. 1889 წლის 25 აგვისტოს საწირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის 29 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და დაბაძვლის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში განამწესა. 1892 წლის 16 დეკემბერს ძუყნურის ამაღლების ტაძარში გადაიყვანეს. 1893 წლის 31 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და კისორეთის წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. 1897 წლის 10 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 22 აგვისტოს ციხიის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში გადაიყვანეს. 1899 წლის 14 ოქტომბერს ხონის ოლქის
სამღვდელოების მხრიდან საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს. 1900 წლის 9 ნოემბერს ქუტირის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1901 წლის 1 მარტიდან 1909 წლის 11 ნოემბერს ქუტირის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. 1905 წლის 22 აპრილს სკუფია უბოძეს. 1907 წლის 1
აპრილიდან 1911 წლის 25 აპრილამდე ქარჩხაბის ქალთა სკოლისა და ხონის უფასო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. მღვდელი პავლე 1911 წლის 9 მარტს გარდაიცვალა. 1912 წლის 20 ნოემბერს მის მეუღლეს ქმრის ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის წმ. სინოდმა წელიწადში 300 მან. დაუნიშნა. ჰყავდა მეუღლე -– მაგდანა იოსების
ასული (15.10.1864) და შვილები: ლიდია (8.12.1888- 1963, გათხოვილი რამიშვილზე), ქრისტინა (13.05.1891, გათხოვილი დაბიძეზე), ამბროსი (10.04.1894), დავითი (20.07.1897), მიხეილი (29.08.1903).