სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ევგენი ფანჩულიძე  ალექსის ძე 1853-1917წწ  გენერალ ლეიტენატი, დაბ. იმერეთი ევგენი ფანჩულიძე  ალექსის ძე 1853-1917წწ  გენერალ ლეიტენატი, დაბ. იმერეთი ევგენი ფანჩულიძე  ალექსის ძე 1853-1917წწ  გენერალ ლეიტენატი, დაბ. იმერეთი

1853-1917 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ფანჩულიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ევგენი ფანჩულიძე ალექსის ძე 1853-1917წწ გენერალ ლეიტენატი, დაბ. იმერეთი

ფანჩულიძე (ფაჩულიძევი) ევგენი ალექსის ძე (17 სექტემბერი 1853-10 თებერვალი 1917), გენერალ-ლეიტენანტი (1912), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);


Панчулидзев (Панчулидзе) Евгений Алексеевич

(1853–1917), генерал-лейтенант (1912).

Евгений Алексеевич Панчулидзев (1853—1917) — генерал-лейтенант, герой русско-турецкой войны 1877—1878 годов.

დაამთავრა პაჟების კორპუსი 1871 წელს.


მსახურობდა პრაპორჩიკის წოდებით ნიჟეგოროდის მე-16 დრაგუნთა პოლკში. 1875 წელს მიანიჭეს პორუჩიკის წოდება. გაიარა კურსი ოფიცერთა კავალერისტთა სკოლაში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დანიშნეს ადიუტანტად ოფიცერთა კავალერისტთა სკოლაში. 1879 წელს მიანიჭეს შტაბს-კაპიტანის წოდება. 1900 წლამდე სკოლაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 1900 წელს დაინიშნა ნეჟინსკის 52-ე დრაგუნთა პოლკის მეთაურად. 1903 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და დანიშნეს მთავარი შტაბის უფროსის აპარატში. რუსეთ-იაპონიის ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მიავლინეს, შემდგომში კვლავ მთავარ შტაბში მსახურობდა.


1906 წელს ფანჩულიძე დანიშნეს მე-6 კავალერისტთა დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად; 1910 წელს იმავე თანამდებობაზე მე-13 კავალერისტთა დივიზიის I ბრიგადაში გადაიყვანეს. 1912 წელს ასაკობრივი ცენზის გამო გადააყენეს გენერალ-ლეიტენანტის წოდებით მუნდირითა და პენსიით. 1914 წლის 7 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით იგი კვლავ მიიღეს სამსახურში გენერალ-ლეიტენანტის ჩინით და დანიშნეს არმიის მე-8 შტაბის სანიტარული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 1916 წელს ჩარიცხეს ჩინების რეზერვში კიევის სამხედრო ოლქის შტაბთან, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთი ფრონტის გენერალ ბრუსილოვის შტაბში მსახურობდა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) გმირი.


წყარო: Грузинский генералитет (1699—1921) / Гогитидзе М., . — Киев, 2001. — стр. 130 


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1911 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1903 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბანტით)
  • 1892 - წინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.03.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0