2009 წლის 19 ივლისს, კვირა დღით 12:00 საათზე - „ნულავოი ტოლერანტობის“ რეჟიმის დროს („არქიტექტორი მიხეილ სააკაშვილი“) ე.წ. პოლიციის უფროსი გივი „ბჟალავა“ თავისი მძიმე დანაშაულის დაფარვის მიზნით, რომელმაც საზოგადოების თავშეყრის, ადგილზე, ქალების, ბავშვების და მგზავრების თანდასწრებით ისვრის ტაბელური იარაღიდან, სცემს დაცვის თანამშრომელს, დისპეჩერს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მოლარე-კონტროლიორს. ეს ე.წ. „პოლიციის უფროსი“ ადრეც ზღვარგადასული, - „პანკისის ხეობის“ გმირი. „კორტებთან“ ვაზაგაშვილის დაკავების სისხლიანი დაკავების სპეცოპერაციის თანამონაწილე, სასამართლო სხდომების „ქრონიკული მოწმე“, „ნაციონალების ზონდერი“, ოცნების მიერ ეტაპობრივად დაწინაურებული - პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკს (დ.ფ.) მაკავებს ექვსი საათით, მიდგენს „ტრუხა ოქმს“ წვრილმან ხულიგნობაზე. (166-ე მუხლი, პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგობის გაწევა, 173-ე მუხლი, პოლიციის თანამშრომლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება).
ოქმი შეადგინა მისმა ხელქვეითმა, ინსპექტორებმა - ზვიად ვერულაშვილმა (ამჟამად განთავისუფლებულია თანამდებობიდან, დაკავებული პირისათვის ბრელოკი წარწერით „ზვიადი“, ქურდობა -დაუფლებისათვის). ზურაბ ლობჟანიძე ინსპექტორი, (ამჟამად დაკავებულია, სასჯელს იხდის ბანკის ყაჩაღობისათვის). გადავყავარ ექვსი საათის გასვლის შემდეგ ქალაქის სასამართლოში, ორი საათის გასვლის შემდეგ მობრძანდა „მოსამართლე გამოძახებით“, - გიორგი ტყავაძე და ჩემს თანამშრომელ დისპეჩერ მარლენ რეხვიაშვილთან ერთად გვაჯარიმებს 400/400 ლარით, პენსიონერ ომის ვეტერანს, თადარიგის პოლიციის ვიცე პოლკოვნიკს მიკარგავს ღირსებას და თავმოყვარეობას, რაც კი ქართველ მამაკაცს გააჩნია.
აღსანიშნავია, ასევე გიორგი ტყავაძის დელიკატური, საფირმო, ქრონიკული დადგენილება - გამორკვევა, სადაც აღნიშნავს: „დამნაშავემ ჩადენილი დანაშაული ნაწილობრივ აღიარა“, დაჯარიმდეს 400 ლარით, ყოველგვარი ღირსების აყრით. თქვე ბოროტების მოციქულებო, საქართველოში წარჩინებულ ქართველებს არ უნდა ედგომებოდეთ?!
ბატონო, - გიორგი! 2012 წლიდან „ოცნების“ მმართველობის დაწყების შემდეგ, მაგ „ტრუხა-შაბლონური“ ოქმებს, ერთ ადგილზე სახმარ თაბახებად კიდევ იყენებთ?! (დ.ფ.)
მიუხედავად „ოცნების“ უწყებაში რამოდენიმეჯერ შეტანილი განცხადებებისა, პატივცემულ გიორგი ტყავაძეს მიანიჭეს „მუდმივი მოსამართლეობა“. გივი „ბჟალავა“-ს „ოცნება“ ეტაპობრვად აწინაურებს... ამის შემდეგ უშვებენ დამსახურებულ პენსიაზე.
...მოვუწოდებ და ვუსურვებ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, - პატივი სცენ თადარიგის კადრს, ეს ყველას მომავალია.
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ ვრცლად გაეცნონ მომხდარ ფაქტს უფასოდ ჩემს მიერ გამოცემულ წიგნებში: „შავი ხელი“, „სამართალი ნაძირლების გარემოცვაში“ და „პოლიციელის ასავალ-დასავალი“.
„...ვირჩევ ამ საწუთროს,
მეც ვემდური დარდი
მსერავს ღონემიხდილს,
ქარს მინდორში
დიდხანს ვსდიე,
თუმცა რატომ?!
ვერც კი მივხვდი.
არ მჩვევია დანებებაც,
ჩემს ღირსებად
ვერ მივიჩნევ,
მოყვას?! - გულით ვეფერები
მტერთან ბრძოლას?!
- ხმალით ვირჩევ!“
„სამაჩაბლოსა“ და „აფხაზეთის“ ომების მრავალჯერ მონაწილე, ომის ვეტერანი, პოლიციის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი:
დომენტი (დონი) ფანჩულიძე
10.01.2023 წ. <<70 წლის შევსრულებულვარ...>>
პროკოფი ხვიჩია 1/10-27 (77) 25/8-2004 წ.
ფოტო და დოკუმენტური მასალები გამოყენებული იყო საქ. შსს სამინისტროს აკადემიის კათედრის გამგის, პროფესორ პროკოფი ხვიჩიას წიგნიდან: <<საქართველოს მილიციის ისტორიის ნარკვევები>>.
პროკოფი ხვიჩია 1997 წლის 6 ნოემბერს დაჯილდოებული იქნა „ღირსების ორდენით“ საქართველოს პრეზიდენტის ე. შევარდნაძის მიერ (ბრძანებულება №632).
მილიციის ისტორიის ნარკვევებზე
მრავალტანჯულ მშრომელების მონაპოვრის დაცვაში დიდი როლი მიუძღვის საქართველოს პოლიციელის (მილიციელის) პირად შემადგენლობას, რომლებიც სიცოცხლის ფასად დაუშურებლად იცავდნენ განახლებულ ცხოვრებას, - ბანდიტებისაგან, ავანტიურისტებთან, უმძიმეს პირობებში ქმნიდნენ ქართული მილიციის სახელოვან ტრადიციებს.
ი.ბ. სტალინი, ფ.ე ძერჟინსკი
ალექსი ალექსანდრეს ძე გეგეჭკორი (პარტიული ფსევდონიმი — საშა; დ. 10 (23) ნოემბერი, 1887, სოფელი ნაოღალევი, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 7 ივნისი, 1928, ტფილისი, საქართველოს სსრ)
გრიგოლ კარანაძე, თეოფილეს ძე 1902-1970წწ გენერალ ლეიტენატი დაბ. სოფ. სამიქაო აბაშა სამეგრელო
ალექსანდრე გალავანოვი
მილიციის მუშაკთა უმრავლესობის თავდადება შეიძლება გაუტოლოთ იმ გმირ ადამიანთა შემართებას, რომლებიც ებრძოდნენ ნეგატიურ მოვლენებს.
მილიციას მეტად რთულ პირობებში უხდებოდათ მუშაობა, მაგრამ ნახევრად მშიერი, ნახევრად შიშველი ადამიანები უბადლო ნებისყოფისა, სიმამაცეს იჩენდნენ მათ წინაშე დასახული ამოცანების შესრულებისას.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდში იცვლებოდა მილიციის ორგანოების სტრუქტურა საშინაო და საგარეო ვითარების შეცვლასთან ერთად, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება, - ხალხისადმი, სამშობლოსადმი ერთგული მსახურება.
სამშობლოს ყოველი განსაცდელის ჟამს საქართველოს მილიციის პირად შემადგენლობას ნათლად ახსოვდა 1941–1945 წლებში იოსებ ბესარიონის-ძე სტალინის ბრძნული დარიგება იმის შესახებ, რომ“... რაკი საქმე ომზე მიდგა ყველაფერი ომის ინტერესებს უნდა დაემორჩილოს, ჩვენი ქვეყნის მთელი შინაური ცხოვრება უნდა დაემორჩილოს ომს, ამ მხვრივ ოდნავი მერყეობაც კი შეუწყნარებელია“.
საქართველოს მილიციის მუშაკებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს სამამულო ომის შექმნილი მდგომარეობიდან. მილიციის წარჩინებული მუშაკების გამოცდილებისამებრ საქართველოს მილიციამ საუკეთესოდ აითვისა ომის პირობების შესაბამისად მოსახლეობასთან მუშაობის ახალი ფორმები და მეთოდები, რომელთა მიზანი იყო მისი სიფხიზლისა და მორალური სულისკვეთების ამაღლება, მტერზე გამარჯვების რწმენის ჩანერგვა, ყველგან და ყველაფერში უმკაცრესი სახელმწიფო დისციპლინისა და წესრიგის განმტკიცება.
1942 წლის სექტემბრიდან საქართველოში და მის მომიჯნავე რესპუბლიკებში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მილიციის სამმართველო თავიანთი დირექტივებითა და ბრძანებებით ნათელ წარმოდგენას აძლევდნენ განყოფილებებსა და დანაყოფებს შექმნილ ვითარებაზე, სწრაფად არკვევდნენ ყველა იმ საკითხს, რომლებსაც სახავდნენ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებები, ამიერკავკასიის ფრონტის სარდლობის დირექტივები. ომის პერიოდში სხვა დიდი ამოცანების შესრულებასთან ერთად, რესპუბლიკაში სამხედრო მდგომარეობის შესაფერისი წესრიგის დამყარებისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის მთელი სიმძიმე მაინც მილიციის ორგანოებს დააწვა. დამახასიათებელია ის ფაქტი, რომ ომის დაწყების პირველი ოთხი თვის მანძილზე საქართველოში აშკარად იგრძნობოდა დამნაშავეობის შემცირების ტენდენცია. მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდნენ მილიციის სამსახურის ამ მეტად რთულ დარგს - სისხლის სამართლის სამძებრო აპარატს, გამოცდილი ოპერატიული მუშაკებით მის დაკომპლექტებას, იდეური და სამსახურეობრივი ცოდნის ამაღლებას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის სამძებრო აპარატი ყოველთვის იყო საქართველოს მილიციის ორგანოების ხელმძღვანელი, ძირეული, საშუალო და მაღალ თანამდებობათა კადრების სამჭედლო, პრაქტიკული გამოცდილების შეძენის ნამდვილი სკოლა. სამამულო ომის პერიოდებში ამ აპარატიდან წინაურდებოდნენ ძირითადად ხელმძღვანელი მუშაკები, ყალიბდებოდა ოპერატიულ - სამძებრო მუშაკთა ბირთვი. საქართველოს მილიციის ომის პერიოდის ხელმძღვანელი ოპერატიული თანამშრომლების ისეთი სახელები, როგორიც იყვნენ: კ. ნაჭყებია, ი.ჟღენტი, მ. გრიგოლია, ს. მანია, გ. ჭელიძე, ი. ფოფხაძე, ვ. სიხარულიძე, თ. ლობჟანიძე, ს. მამულოვი, ი. კობეშავიძე და სხვები, მარად დარჩება როგორც იმ ოპერატიული მუშაკების მაღალი პროფესიონალიზმის ნიმუში, რომლებიც მთელი შემართებით იბრძოდნენ მშრომელი მოსახლეობის ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის.
ომის პირველ წლებში საქართველოს მილიციის სამმართველოს პრაქტიკაში დაინერგა სამთავრობო ხელმძღვანელობიდან ადგილზე პრაქტიკულ დახმარების გაწევის მიზნით ოპერატიული მუშაკების ხანგრძლივი დროით მივლინება ოპერატიული ვითარების თვალსაზრისით დაზიანებულ ქალაქებსა და რაიონებში.
1942 წლის 6 თვეში მიღწევევბით თავი გამოიჩინა ონის რაიონში სისხლის სამართლის სამძებროს ოპერწმუნებულმა გ. ჩიკვილაძემ, რომელიც მილიციის უფროსს ვ. ჯაფარიძესთან ერთად მთელი პირადი შემადგენლობისათვის მაგალითის მაჩვენებელი იყო. ომოს პირობებში ჩიქვილაძის მიერ აღებული ვალდებულება ითვალისწინებდა დამნაშავეობის შემცირებას და მომხდარის სრულ გახსნას, სანიმუშო საზოგადოებრივ წესრიგს. ომის პერიოდში ონის რაიონს განსაკუთრებით საშიშროება ელოდა მამისონის გზით ფაშისტური გერმანიის დამპყრობლურ გეგმის „ედელვაისის“ ნაწილის განხორციელებას. მაგრამ მშრომელ მოსახლეობასთან, არმიის სამხედრო ნაწილებთან ერთად ონის რაიონის მიუვალ სიმაგრედ გადაიქცა. გ. ჩიქვილაძე, გარდა იმისა, რომ თავდადებულად იბრძოდა პარაშუტისტ - დივერსანტების წინააღმდეგ, მოხერხებულად ავლენდა დამნაშავე ელემენტებს. ერთ-ერთ საეჭვო პიროვნების დაკავებით ოპერატიულმა მუშაკმა გამოავლინა სურსათის დამტაცებელთა ჯგუფი 30 კაცის შემადგენლობით, რომლებსაც დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ დამყარებული ქუთაისის პურვაჭრობის კომბინატთან, საიდანაც გატაცებულ რამდენიმე ათეულ ტონობით პურის ფქვილს გაორმაგებით ყიდნენ რაჭის მთიან სოფლებში.
ბაღდათის, ხაშურის რაიონებში ასევე გამოვლენილი იქნენ ბანდიტური ჯგუფები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით თავს ესხმოდნენ მოსახლეობას და იტაცებდნენ ძვირფასეულ საქონელს, დამთავრებული მათი მკვლელობებით.
ომის პერიოდის საქართველოს მილიციის ცხოვრებაში დიდი მოვლენა იყო პირადი შემადგენლობისათვის ახალი განმასხვავებელი ნიშნების შემოღება საკავშირო უმაღლესი საბჭოს 1943 წლის 9 თებერვლის ბრძანებით როგორც შინაგან საქმეთა, ასევე მილიციის ორგანოებში არსებული განმასხვავებელი ნიშნები შეიცვალა სამხრეებით. ამ ბრძანებულების თანახმად შემოიღეს შემდეგი სპეციალური წოდებანი: შინაგან საქმეთა ორგანოების უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობისათვის - სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი, სახელმწიფო უშიშროების პირველი რანგის კომისარი, მეორე რანგის კომისარი, მესამე რანგის კომისარი, სახელმწიფო უშიშროების კომისარი. უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის - სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკი, პოდპოლკოვნიკი (ვიცე პოლკოვნიკი), მაიორი. საშუალო მეთაურთა შემადგენლობისათვის - სახელმწიფო უშიშროების კაპიტანი, უფროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უმცროსი ლეიტენანტი. უმცროსი მეთაურთა შემადგენლობისათვის - სპეციალური სამსახურის ზემდეგი, უფროსი სერჟანტი, სერჟანტი, უმცროსი სერჟანტ ი, მილიციის ეფრეიტორი.
სამხრეები, ტანსაცმლის მორთულობა - ეს უბრალო დეტალი როდი იყო. სამხრეები წარმოადგენდა მხედრული ღირსებისა და მხედრული სახელის წმინდა ემბლემას, იმის ნათელ დადასტურებას, რომ მისი მატარებელი პიროვნება ეკუთვნოდა ხელისუფლების ორგანოს, ხალხის ერთგულ შვილთა სახელოვან არმიას.. ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა მილიციის პირად შემადგენლობაში
სამსახურეობრივი დისციპლინის შემდგომ განმტკიცებას, ერთმმართველობის გაძლიერებას, უფროსებისა და მეთაურთა როლისა და ავტორიტეტის კიდევ უფრო ამაღლებას.
ომმა მილიციის ორგანოები ახალი დიდი ამოცანების წინაშე დააყენა, რომელთა შესრულებაში ხელმძღვანელი როლი მილიციის მეთურთა შემადგენლობას ეკუთვნოდა. სწორედ ამიტომ სამხრეების შემოღებას განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭებოდა, იგი განასხვავებდა მილიციის მუშაკებს, უფრო ნათელს ჰფენდა მის წოდებას, მის სპეცობას, აძლევდა კადრებს სილამაზეს გარეგნულ შეხედულებაში, უბიძგებდა მათ ყოფილიყვნენ უფრო მომთხოვნი თავიანთ თანამდებობებზე. იგი ავალდებულებდა მილიციის მუშაკებს, განსაკუთრებით კი უფროსთა შემადგენლობას, ყოფილიყვნენ განვითარებულნი და მომზადებულნი თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებაში.
1942–43 წლებში საქართველოს მილიციას ოპერატიული ვითარება მკვეთრად დაუმძიმდათ მოზღვავებული ევაკუირებულთა და ლტოლვილთა ნაკადის გადმოსროლამ ჩვენს ტერიტორიაზე. უნდა გატარებულიყო მთელი რიგი ოპერატიული ღონისძიებები ნორმალური ცხოვრების აღსადგენად, როგორც არსებული მონაცემებით დასტურდებოდა, ბანდჯგუფების უმრავლესობა დეზერტირები და სამამულო ომის პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ძებნილი პირები იყვნენ, რომლებმაც ფრონტის მოახლოებასთან დაკავშირებით თავი შეაფარეს საქართველოს მთიან რეგიონებს. შექმნილი მდგომარეობა მილიციის ორგანოებს მიუთითებდა მიეღოთ სასწრაფო ზომები ბანდიტური ჯგუფების ლიკვიდაციისათვის.
მილიციის რესპუბლიკურმა სამმართველომ ღრმად გაანალიზა შექმნილი მდგომარეობა, საჭიროდ ჩათვალა ოპერატიულად
გვ 28
დაზიანებულ რაიონებში გაეგზავნა გამოცდილი მუშაკები, კერძოდ: საგარეჯოში, თელავში, თიანეთში, დუშეთში, ბორჩალოში მიავლინეს ისეთი გამოცდილი ოპერატიული მუშაკები, როგორებიც იყვნენ: მ. გრიგოლია, კ. ნაჭყებია, მ. შავლიაშვილი, თ. გველუკაშვილი, ა. რეხვიაშვილი, ტ. დავითულიანი, მ. კვინტრაძე და სხვები.
ზემოაღნიშნულმა ოპერატიულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, ბანდიტები, დეზერტირებისა და ბანდიტური ჯგუფების დაკავებაში, რომლებსაც ჰქონდა ჩადენილი დანაშაულები. 1945 წლის დასაწყისში ბანდიტიზმთან მებრძოლი განყოფილებისა და ცხენოსანი ესკადრონის ღონისძიებათა შედეგად ბანდიტური ჯგუფებისაგან გაიწმინდა ბოგდანოვკისა (ნინოწმინდა) და ახალქალაქის რაიონები. ქლუხორის რაიონებში მომქმედი ბანდიტური ჯგუფები, რომელშიც 8 – 10 კაცი შედიოდა, მათ აღსაკვეთად თავი გამოიჩინეს მილიციის თანამშრომლებმა: ვ. გოგოლიშვილმა, მ. კიკნაძემ, ა. დგებუაძემ და სხვებმა, რომლებიც მილიციის სამმართელოს ხელმძღვანელობამ ფასიანი საჩუქრებით წაახალისა.
დიდი სამამულო ომის პერიოდში მილიციის უბნის ინსპექტორებმა ახლებურად, ომის ყაიდაზე გარდაქმნეს მუშაობა, ჩინებულად აითვისეს მტრისა და ბოროტმოქმედთა ტაქტიკა და გამოცნობა. უმრავლესობას კარგად ესმოდა მშრომელი მოსახლეობის ჭირი და ლხინი, მისი განწყობა, და რაც მთავარია ამა თუ იმ სოფელში, დასახლებულ პუნქტსა და ქალაქის ტერიტორიის თავისი მომსახურების უბნის ოპერატიული ვითარება. უბნის რწმუნებულთა (ინსპექტორთა) უმრავლესობა მჭიდრო კონტაქტში იყო მოსახლეობასთან, ფართოდ იყენებდა მის დახმარებას და მხარდაჭერას, ამით კი რწმუნებულთა უმრავლესობამ დიდი სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა. საჭირო იყო ომის პირობებში რწმუნებულთა საქმიანობის ახალი მოთხოვნების დონეზე აყვანა, მათი
გვ. 29
მუშაობის გაუმჯობესება და სრულყოფას სტიმული მისცა უბნის ინსპექტორთა რესპუბლიკურმა შეკრებამ, სადაც ვალდებულება აიღეს აემაღლებინათ მომსახურეობის ტერიტორიაზე მუშაობის ორგანიზაციის დონე, შეესწავლათ მცხოვრებთა შემადგენლობა, აეცილებინათ მოსალოდნელი დანაშაული და წესრიგის დარღვევა, სანიმუშოდ დაეცვა საპასპორტო რეჟიმი და სანიტარული მდგომარეობა, აემაღლებინათ სამსახურეობრივი მომზადების დონე.
1944 წლის იანვარში მილიციის რესპუბლიკურმა სამმართველომ შეაჯამა უბნის რწმუნებულთა (ინსპექტორთა) შეკრების მიმართვის შესრულების მიმდინარეობა, რის შდეგად უბნის რწმუნებულთა უმრავლესობამ ფართოდ დანერგა მუშაობის ახალი მეთოდები და ხერხები, თავიანთ მომსახურეობის უბანში არ დაუშვა არც ერთი დანაშაული. ყველა მაჩვენებლით მოწინავე რიგებში ჩადგნენ უბნის რწმუნებულები: ა. ხუციშვილი, ზ. ჩაფიძე (ჩხარი - თერჯოლა) გ. მიქაბერიძე, ს. იოსელიანი (ქუთაისი) გ. კირვალიძე (ონი), მ. დემეტრაძე, მ. კურტანიძე (მაიაკოვსკი - ბაღდათი), ი. პაიჭაძე, თ. ლომთაძე, ჭ. ფოცხიშვილი, (თბილისი).
1944 წლის 5 ივნისის ბრძანბით გერმანელი ფაშისტების მიერ ჩამოყრილი იარაღის, საბჭოთა ფულის, რადიომიმღებების, პროკლამაციების და საწინააღმდეგო ლიტერატური დროულად ამოღებისა და შეგროვებისათვის, ოპერატიულობისა და საზრიანობის გამოჩენისათის მილიციის წარჩინებული მუშაკები და უბნის რწმუნებულები: ც. გოგიტიშვილი, დ. ვაშალომიძე, დ. დათუნაშვილი, შ. იამანიძე, ბ. ღლონტი, ფ. ბარამიძე წაახალისეს ფულადი პრემიით და ფასიანი საჩუქრებით.
დიდი სამამულო ომის მძიმე წლებში რესპუბლიკის მილიციის პირადი შემადგენლობის თავდადებული ბრძოლის სამხედრო - რევოლუციური წესრიგისა და უშიშროების უზრუნველყოფისათვის
გვ.30
აღინიშნა მთავრობის ორდენებითა და მედლებით. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ: გ. კარანაძე, კ. ბზიავა, მ. გვიშიანი, კ. ნაჭყებია, ნ. ქავთარაძე, ს. თავაძე, დ. იმედაძე და სხვები. მილიციის ორგანოებში სანიმუშო მუშაობისათვის საქართველოს რესპუბლიკის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა საქართველოს მილიციის 64 წარჩინებული მუშაკი. „ომმა მილიციის ორგანოების წინაშე, - წერდა სამთვრობო გაზეთები“ - მთელი რიგი რთული ამოცანები დასახა და საქართველოს მილიცია წარმატებით ართმევს თავს ამ ამოცანებს. მილიციის მუშაკები თავდადებით ებრძვიან ანტისახელმწიფოთა ელემენტებს, დაუცხრომლად ადევნებენ თვალყურს წესრიგსა და საზოგადოებრივ უშიშროებას. ამ უბანზე ბევრმა გამოიჩინა თავი, როგორც სამშობლოს ერთგულმა შვილმა, მამაცმა პატრიოტმა“ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,, რომ ეს მაღალი შეფასება მთლიანად საქართველოს მილიციის პირად შემადგენლობას ეკუთვნოდა.
ხელისუფლების ცვალებადობასთან ერთად ყველაზე გავრცელებული დანაშაული იყო ბანდიტიზმი, რომელსაც მილიცია მუდამ დაუნდობლად ებრძოდა, რათა მშრომელი ხალხის მონაპოვარი დაეცვათ, სიმშვიდესთან ერთად.
სისხლის სამართლის დამნაშავე ელემენტებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლასთან ერთად მხარში ედგა ახალ საქართველოს მშენებლობას, რათა დაჩქარებულიყო და გაძლიერებულიყო ეკონომიური მდგომარეობა.
საქართველოს მშრომელთა ხსოვნაში სამუდამოდ დარჩება ქართველ მილიციელთა და პოლიციელთა გმირობა, თავდადება და ვაჟკაცობა, რასაც ისინი განსაცდელს ჟამს იჩენდნენ დამნაშავე
გვ.31
ელემენტების წინააღმდეგ შეტაკების დროს. მილიციისა და პოლიციის თანამშრომლებმა კარგად იცოდნენ, რომ სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისათვის აუცილებელი იყო დამნაშავეობასთან ბრძოლის ყოველნაირად გაძლიერებულიყვნენ, კანონის დარვევის დროულად გამოვლინება, ჩადენილი დანაშაულის დასჯის გარდაუვალობა, საკანონმდებლო ორგანოების პრინციპების უთუო განხორციელება. საქართველოს პოლიციაში თანდათან ჩამოყალიბდა სრულიად ახალი ტიპის მუშაკი, რომელიც თავისი ცოდნით, ორგანიზატორული ნიჭით საუკეთესო თვისებებს ავლენდა. დღითიდღე უმჯობესდებოდა პოლიციის ორგანოების პირადი შემადგენლობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა, რაც გამოიხატა, - ავტოტრანსპორტის, შეიარაღების, რადიოკავშირის და ფინანსურ უზრუნველყოფაში.
პროკოფი ხვიჩია
შესავალი
„...კაცი სანამ არ მოკვდება,
მისი საქმე არ გამოჩნდება“
(ხალხური)
ძვირფასო
მკითხველო, წიგნში ასახული არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩემს თვალწინ ტრიალებდნენ
ან მათი დადებითი წარსულით გავიზარდეთ და აღვიზარდეთ ე.წ. „კომუნისტური
წესწყობილების“ დროს, ან საქართველოს ისტორიამ შემოგვინახა მათ მიერ განვლილი
კეთილშობილური წარსული, რის შემდეგ შევეცადე მომავალ თაობას გაეცნო ის კოლორიტი
ხალხი, რომლებმაც ასეთი დადებითი აურა დაგვიტოვეს საზოგადოებაში, უფლება არ მქონდა
ჩემ გამოსაცემ წიგნში არ ამესახა მათი ბიოგრაფია.
მეგობრებო! მიუხედავად ეკონომიკურ-პოლიტიკური და საბაზრო
ღირებულებებისა, შევეცადე გამომეშვა რამოდენიმე დასახელების წიგნი, რათა მომავალ
თაობებსა და „ახალ ქართველებს“ გავაცნო ის კოლორიტი ხალხი, რომლებიც რამოდენიმე
წელი, - „ჩარეცხილების ნუსხაში“ იმყოფებოდნენ... ე.წ. „ვარდებით“ მოსულმა
ხელისუფლებამ, რომლებმაც ცხრა წლის განმავლობაში (2003-2012 წლამდე) თავი გაგვაცნო
„ნაციონალებად“, ძალოვან სისტემაში, - პროკურატურაში, პოლიციაში და სასამართლოში
მომსახურე თანამშრომლებს, ახალბედა კადრს შეაძულა საქართველოს ინტელიგენცია და წარჩინებული
ადამიანები პროფესორ - აკადემიკოსებთან ერთად.
...რაც უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, როგორც აღარ დაგვიბრუნდებიან მწერლები, - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა
გვ.33
ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე... მსახიობები, - აკაკი ხორავა, სერგო
ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე... სპორტსმენები, - მიხეილ მესხი,
ბორის პაიჭაძე, სლავა მეტრეველი, დავით ყიფიანი, გოჩა გავაშელი... ისე აღარ
დაგვიბრუნდებიან ძალოვან სისტემაში, ის კოლორიტი ადამიანები, რომლებიც იყვნენ, -
რომან გვენცაძე, დემურ მიქაძე, გივი კვანტალიანი, ვარლამ შადური, შოთა გორგოძე,
გურამ გვეტაძე, გურამ ქარქაშაძე... მათი განვლილი ცხოვრება, ქართველი ადამიანის და
ერის ფენომენია...
მეგობრებო! წიგნში აღწერილმა ადამიანებმა, ჩემში დატოვეს ნათელი კვალი, რის შემდეგ მიზანშეწონილად ჩავთვალე, მომავალი თაობისათვის გამეცნო, იმ მიზეზით, რადგან მათ განვლილმა წლებმა პირადად მე ბევრი სიკეთე დამიტოვეს, ის მაგალითი, რომელი მაგალითითაც აღვიზარდეთ მომავალი ძალოვანი სისტემის თანამშრომლები.
სამარადისო დიდება მათ!
დომენტი (დონი) ფანჩულიძე
საქართველოს მილიცია და პოლიცია გარდამავალ პერიოდში
დღევანდელი პოლიციის მნიშვნელობა ის არის, რომ მასში ახლებურადაა დაყენებული მართლწესრიგის დარღვევის თავიდან აცილების თანამედროვე ტექნიკა, რაც გულისხმობს თუ რა წვლილი მიუძღვის ხელმძღვანელობას, რათა ეფექტურად იმუშაოს თვითოეულმა პოლიციელმა მასზე დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის...
ძვირფასო მკითხველო, გვერდს ვერ ავუვლით საქართველოს მილიციის აღმშენებლობის ბრძოლის საქმეში გაწეული ტიტანური შრომისათვის, თავდადებული გმირების გვარსახელები რომ არ მოვიხსენიოთ, რომლებიც გადაბრძანდნენ მარადისობაში და დღეს ჩვენს რიგებში აღარ არიან. (ხსოვნა და არ დავიწყება მათ!)... მილიციის სისტემაში მუშობდნენ ის ცნობილი პირები, რომლებმაც ლეგენდად დაგვიტოვეს მათ მიერ განვლილი ცხოვრება, ასეთი ადამიანები იშვიათად რომ იბადებიან, - გალაქტიონ რაზმაძე, (საბჭოთა კავშირის გმირი), ვარლამ შადური, მურმან ჯაფარიძე (სამგზის „დიდების ორდენის კავალერი“), სევერიან ჯუღელი, სტეფანე თამაზაშვილი, სერგო მამულოვი, ლევან გალუსტოვი, რომან გვენცაძე, ანტონ კეზევაძე, ნოდარ გურგენიძე, თენგიზ სუბელიანი, დიმიტრი და თემურ ნამიჭეიშვილები, ივანე ვარდიძე, ალექსანდრე კუნელაური, უშანგი ზურაშვილი, რობერტი ახალკაცი, ზაურ ნამგალაძე, ივანე დონღუზაშვილი, ომარ ჩახუნაშვილი, გოგი გოგოლაძე, არჩილ ზღუდაძე, ამირან კირკიტაძე, თამაზ ნაჭყებია, ვიქტორ სრესელი, გურამ მჭედლიშვილი, ომარ ჭადაშვილი, ომარ ხუბუა, კახა ხმალაძე, მამია ცნობილაძე, ომარ სამხარაძე, ჯუმბერ ბაბუაძე, ვალიკო ადეიშვილი, მევლუდ ახალკაცი, ფელიქს ძიმისტარაშვილი, ვაჟა
გვ. 35
გურამ ივანეს ძე გვეტაძე, 1931წ შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, დაბ. გურჯაანი, კახეთი.
რომან ლევანის ძე გვენცაძე 1945-2017წწ პოლიციის გენერალი, ხონი, იმერეთი.
დემურ გიორგის ძე მიქაძე 1942-2018წწ პოლიციის გენერალი დაბ. სამტრედია, იმერეთი.
შოთა ვარლამის ძე გორგოძე 1932წ. შსს მინისტრი დაბ. სოფ.ილემი, ზესტაფონი, იმერეთი.
მატარაძე,
არჩილ ჩომახიძე, გულო ნაჭყებია, დათო წიქარიძე, ირაკლი საბანაძე, ჯემალ ლანჩავა,
ნოდარ ქუფარაშვილი, ჯუმბერ ნადარეიშვილი, ვახტანგ ჯაფარიძე, ჯემალ ზალოშვილი,
ჯემალ ბარამიძე, დემურ მიქაძე, მირიან თავხელიძე, გურამ გვეტაძე, შოთა გორგოძე,
ნუგზარ გაბრიჭიძე, ვაჟა ასათიანი, ტიტე ლეფსაია, ჰამლეტ ხიზანიშვილი, ნოდარ
ქუფარაშვილი, თამაზ ბარამიძე, ნუგზარ ბარაბაძე, თენგიზ ჯიაძე, გრიშა გვიშიანი, არჩილ ზღუდაძე=18/IV – 1927 წ., ხვიჩა
გუგავა=21/VIII-1990 წ., მურთაზი ხურცილავა = 6/VI-1969წ., გოდერძი არევაძე=11/IX-1936 წ., კახა დევდარიანი = 14/III-1968 წ., თამაზი ბარამაშვილი 18/02-1948 წ., იური არუთინოვი
21/XII-1948 წ., ვაჟა დავითური=1/XII-1946 წ., ვალერიან დაუთაშვილი 23/X-1975 წ., ალექსანდრე
ალავიძე 28/X-1950წ., დავით ხაბელაშვილი 11/ V-1955 წ., კახაბერ ხმალაძე=25
IX-1946 წ., ომარი ხუბუა=22/02-1948 წ., ფელიქსი
ძიმისტარაშვილი 12/XII-1947 წ., ომარი ქემოკლიძე=5/IX-1945 წ., თეიმურაზ
მშვილდაძე=7/VIII-1951 წ., ავთანდილ წიკლაური=5/IX-1962 წ., ზაზა
კუთხაშვილი=25/X-1967 წ., ივანე ნაზლიდისი=15/03-1946
წ.,ვახტანგ მუხურაძე=15/03-1928 წ., ალექსანდრე კუნელაური=13/VIII-1924 წ., დავით ზიბზიბაძე=27/02-1962 წ. 5/VII-2002
წ., რამაზ ფირცხალავა, გია მაკანტალაშვილი, არევაძე გოდერძი=11/IX-36, არუთინოვი
იური=21/XII-48წ., ინაძე აკაკი 21/XI-1952, ივანე დოღუზაშვილი, ამირან კირკიტაძე, თეიმურაზ
მშვილდაძე 8/VII-51 წ., ვალიკო ადეიშვილი,
წიკლაური ავთნდილ 9/V-62წ.
მილიციის ორგანოებში მუშაობდნენ ის ცნობილი პირები, რომლებმაც დიდ სამამულო ომში თავი გამოიჩინეს, მიღებული ჰქონდათ მთავრობის უმაღლესი ჯილდო, - „გმირის ორდენი“ და კვლავ განაგძობდნენ მუშაობას დამნაშავე პირებთან ბრძოლის საქმეში. - თბილისის მილიციის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელი გალაქტიონ რაზმაძე, დიდების სამივე ორდენის
გვ.40
კავალერი პოლკოვნიკი მურმან ჯაფარიძე, წითელი ვარსკვლავის ორდენისა და
მედლების კავალერი მილიციის ლეიტენანტი ნიკოლოზ ყვავილაშვილი. გერმანელ
ფაშისტებთან ბრძოლის დროს ფეხის არეში დაჭრილი მილიციის ზემდეგი სტეფანე თამაზაშვილი, რომლებმაც სამსახური გააგრძელეს კვლავ მილიციის
რიგებში, რომელიც მაგალითი იყო ახალბედა თანამშრომლებისათვის და პირადად ჩემთვის
ზაურ ნამგალაძე, - „წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი“, იმ დამსახურებისათვის,
რომელმაც დიდი ოდენობით აღურიცხავი ქალის შუბების საწყობი აღმოაჩინა ერთ-ერთ სარდაფში.
1991 წლის იანვრის თვის დასაწყისში თბილისის გარნიზონის პირადი შემადგენლობის 600 თანამშრომელი შევიდა ქალაქ ცხინვალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რომელიც შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა.
გვ.41
(დ.ფ.) 1991 წლის 5 იანვარს დაბა წყალტუბო, სანატორიუმ „აიაში“
შევწყვიტე ჩემი კუთნილი შვებულება ოცი დღით ადრე და ჩავერთე საბრძოლო ოპერაციებში.
1991 წლის 16 იანვარს საღამოს 1800 საათზე ე.წ. „ძველ ხიდზე“ ტანკსაწინააღმდეგო
ნაღმზე აგვიფეთქეს მილიციის თანამშრომლები, - ქირია, ჭიპაშვილი და დოლიძე...
1992 წლის 13 აგვისტოს თბილისის გარნიზონის მილიციის თანამშრომლებს
კვლავ მივლინება მოგვიხდა „აფხაზეთის ტერიატორიაზე“, სტრატეგიული ობიექტების და
რკინიგზის დასაცავად; რომელიც 14 აგვისტოს უკვე საბრძოლო ოპერაციებში გადაიზარდა,
დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზებსა და ქართველებს შორის. საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი -
ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარის ვლადიმერ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ. „აფხაზეთის
გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონი, სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გახსნა. კერძოდ ოჩამჩირის
რაიონი, სოფელ არადუსთან ჩემს გვერდით, „სნაიპერის“ ტყვიამ იმსხვერპლა (პირველი
მსხვერპლი) შ.ს. მთავარი სამმართველოს სისხლის
სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი პაატა ნათენაძე, ხოლო
დიდუბე-ჩუღურეთის შ.ს. პოლიციის თანამშრომელი გია გვენცაძე მკლავში დაიჭრა, ომარ
ფურცელაძე მტრის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა...
...აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმს მთლიანად აფხაზური მხარე აკონტროლებდა. ქართული სამხედრო ძალები და პოლიცია იძულებული გახდა, აფხაზეთი დაეტოვებინათ, - „რუსეთის დიდი იმპერიის“ ჩარევის შემდეგ.
გვ. 49
დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა, 10 000 ქართველი და 4000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე დევნილია. აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე სტატისტიკური მონაცემებით სულ დაღუპულია 3368 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არაქართველი ეროვნების - 218 ადამიანი 99 რუსი, 35 სომეხი, 23 უკრაინელი, 22 ბერძენი, 18 ებრაელი, 15 აფხაზი, 4 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი და მოლდოველი ეროვნების მშვიდობიან მოქალაქე. დანარჩენი - 3150 ეროვნებით ქართველი...
მინდა მოვიგონო საქართველოს მილიციისა და პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც სიცოცხლის ფასად ბრძოლა გამოუცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავე პირებს, რომლებიც მაგალითს უჩვენებდნენ ახალბედა თანამშრომლებს, როგორნიც იყვნენ თბილისის მილიციის მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს მუშაკები: ანზორ ბურდული და ალიოშა რზგოევი, გამომძიებელი ქალბატონი იზოლდა ბარამიძე. ტერიტორიული მთლიანობისათვის, სეპარატისტებთან შეიარაღებული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ: პოლკოვნიკი ომარ „ჯოკია“ მეშველიანი, მაიორი პაატა ნათენაძე, ზემდეგი ამირან კირკიტაძე...
ძვირფასო მკითხველო, - ჩემს მიერ გამოცემული წიგნის საშუალებით მინდა გაგაცნოთ ასევე ის კოლორიტი (მილიციის), პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს ღვაწლმოსილი თანამშრომლები, რომლებიც გამოირჩეოდნენ კაცურკაცობით, ზრდილობით, განათლებით, ყველა ამ ერთობლიობით, რომლებიც
იზოლდა ბარამიძე
გვ. 57
მაგალითი იყო ახალბედა მილიციისა და პოლიციის თანამშრომლებისათვის, - ნუგზარ გაბრიჩიძე, ტარიელ კვაშალი, მადონა გაფრინდაშვილი, უშანგი ზურაშვილი, სასამართლოს თავმჯდომარე ვალენტინ შადური...
რამოდენიმე წიგნის ავტორი, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი ჭიდაობა „სამბოში“, სსრ კავშირის ცენტრალური კომიტეტის საპატიო სიგელით დაჯილდოებული 1980 წლის 10 ნოემბერს ქ. მოსკოვში, „მილიციის დღესთან“ დაკავშირებით. გაზეთ „თაობიდან-თაობამდე“-ს რედაქტორი, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ფანჩულიძეების გვარის წინამძღვარი და ფონდის თავმჯდომარე, მილიციის „ფრიადოსანი“, „საპატიო მილიციელის კავალერი“, დაჯილდოებულია I-II-III-ე ხარისხის მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის“ წმინდა სოფიას სამხედრო ორდენის „დიდი ჯვრის რაინდი“, კონსტანტინოპოლის ჰერაკლის გვირგვინის კეთილშობილური ორდენის დიდი ჯვრის კავალერი; „დრაკულას ორდენის" კავალერი, ორჯერ წარდგენილი „ღირსების ორდენზე“ <<ვეტო პრეზიდენტების>> მარგველაშვილის და ზურაბიშვილის მმართველობის დროს. საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წევრი, „ქვემო ქართლის“ და 9-აპრილის მოვლენების, „სამაჩაბლოსა“ და „აფხაზეთის“ ომებში მრავალჯერ მონაწილე, შრომის, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, თადარიგის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი: დ ო მ ე ნ ტ ი (დონი) ფ ა ნ ჩ უ ლ ი ძ ე
გვ.59
მ ო გ ო ნ ე ბ ა
ვალერი ფანჩულიძე (9/05/1975 წ - (49) - 14/09/2021 წ.)
...1991 წელია, სტუდენტი ვარ, ცოტა მიქრის (როგორც ყველას, ალბათ ის დრო გახსენდებათ) ნასვამი ვარ, მოკლედ დიდუბეში ისეთი ჩხუბი მომივიდა „კაცი კაცსა შემოვტყორცნე“ და ერთი ორი პოლიციის მიყოლებაც მომიწია. უცებ ბევრი შეიკრიბა, სხვები გაიქცნენ, მე დავრჩი და მდგომარეობაც გართულდა. ერთმა კაპიტანმა ისე ჩამავლო ხელი, მაჯები კინაღამ დამიმტვრია. ბევრად უფროსი და ისეთი პატივსაცემი, სიმპატიუირი კაცი იყო, ვერ შევკადრე წინააღმდეგობის გაწევა. უკვე აზრიც აღარ ქონდა. ნუ გამაბეს რა !!...
რა გვარი ხარო და ფანჩულიძე რომ გაიგო ცოტა მოლბა - საიდან ხარ?! თერჯოლიდან. ვისი ხარო და გულბადის-მეთქი რომ ვუთხარი კაცი გაფითრდა, აკანკალდა, ცრემლები წამოუვიდა, გულში ჩამიკრა. ბიჭო, მამაშენის ტანსაცმელებში ვარ გაზრდილიო - მითხრა. წადით, ამას მე მივხედავო, სხვებს მიაძახა და კრუხი რომ წიწილს გადაეფარება ისე, გვერდით გამიყვანა. ბევრი მეფერა, ბევრი მეჩხუბა, ბევრი ჭკუა დამარიგა, ტკიცინა 100 მანეთიანი მაჩუქა, ტაქსში ჩამაჯინა და გამომიშვა. ხშირად გამომიარე ბიძია, აქ, „დიდუბის მეტროსთან“, სადაც უნდა მიკითხო ყველა მოგასწავლისო... მომაძახა. არასოდეს მივსულვარ, ვიცოდი ფულს მაჩუქებდა და მრცხვენოდა. არადა სულ მინდოდა ამ კაცის გულში ჩახუტება, რომელმაც მაშინ გაუბედურებას გადამარჩინა. იმ წუთს მამა გამიცოცხლა, სიამაყე და ბედნიერება შემძინა, ბევრ რამეზეც დამაფიქრა.
გულბადი ვალერიანის ძე ფანჩულიძე 1948-1975წწ
დონი ფანჩულიძე იყო ეს კაცი, პოლიციის პოლკოვნიკი, დამსახურებული მოღვაწე, შეუდრეკელი, ღირსეული და გამორჩეული პიროვნება. სიკეთის გულით მატარებელი, ლამაზი კაცი. მახსოვს რომ მითხარი, შვილო ეცადე კარგი კაცი გამოხვიდე, შენ სხვა უფლება არ გაქვსო! როცა რამე ისე არ იყო, სულ შენი სახე წარმომიდგებოდა, ახლაც სულ ვცდილობ და იმედია გამომივა. ძალიან მაგრად მიყვარხართ დონი ბიძია, ახლაც მეტირება. იმ კაცობისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ პოლიციის აკადემიის დამთავრების შემდეგ, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ჩავდექი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვის სამსახურში. ჯერ მილიციაში, შემდეგ პოლიციში, პოლკოვნიკის წოდებამდე.
ვალერი ფანჩულიძე 30/V – 2019 წ. „ფეისბუქი“ ინტერნეტი
ბატონო, - ვალერი (ბაბუის მოსახელე, რომელიც ჩხარის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე იყო წლების განმავლობაში, ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში) წავიკითხე და ცრემლის გარეშე ვერ დავამთავრე წაკითხვა... ყველაფერმა ამ ამბავმა დამაბრუნა 1965/66 წლებში... შუა დღეა, პაპანაქება სიცხეა, ჭიშკართან გულბადი (მამათქვენი, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტის მე-2 კურსის სტუდენტი იყო, სწავლობდა ვლადიკავკაზში... (ორჯონიკიძეში...)
მეძახის, - დონი! დ-ო-ნ-ი!!!... გავიხედე, - ბიჭო გავიგე დიდი კამერა
გქონია, მეზობელმა ამბავი მომიტანა, მდინარე ძევრულა ადიდებულია, ოთხივე „ტურბინა“
ჩართული ყოფილაო... გავიქეცით მოკლეზე, კოლმეურნეობის ვენახები გადავჭერით,
დავუყევით კამერით დინებას, მივედით სოფელ ეწერში. წარმოიდგინეთ, ფეხით ბავშვები
უკან დაბრუნებისას რამდენ კილომეტრს გამოვივლიდით?... კარგი, - ბებია, ბაბუა და
მშობლები გყავდა, ღმერთმა გაანათლოთ მათი უმწიკვლო სულები. 2019 წლის 28 აპრილს
„აღდგომას“ მე და ჩემმა დედმამიშვილებმა „ოქონის სასაფლაოზე“ ყველას სანთელი
აუნთეთ...
ჩემს გამოცემულ წიგნში ყველა ჩვენი საგვარეულოდან გარდაცვლილები მოხსენიებული მეყოლება... ერთხელ კიდევ მადლობა იმ მოგონებისათვის, რომელ შემთხვევიდან თითქმის სამი ათეული წელი განვლო, - „კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება“ – (ხალხური)
დომენტი ფანჩულიძე
30/V – 2019 წელი.
(დ.ფ.) შვილო ვალერი, ეს პოსტი ფეისბუქზე რომ განათავსეთ, რამოდენიმე
დღეში თქვენი თავი ვერაგმა თავსმოხვეულმა ეპიდემიამ, - „კორონამ“ წაგვართვა,
მიუხედავად ექიმების სათანადო მკურნალობისა, თქვენ მარადისობაში გადაგიყვანათ. იძინეთ
მშვიდად, მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა დაყრილი თქვენს გულზე, სანთელ-საკმეველი
და არ დავიწყება ნუ მოგკლებოდეთ.
დონი ფანჩულიძე შალვა ღამბაშიძის მარადიულ ხსოვნას
შალვა ღამბაშიძის მარადიულ ხსოვნას
მეგობრებო!
ძალოვანი სისტემის თადარიგის კადრს, „სამაჩაბლოსა“ და „აფხაზეთში“ ომების მონაწილე
თანამებრძოლებსა და ომის ვეტერანებს! 2023 წლის 2 მარტს, - „ქაშვეთის“ ეკლესიიდან
გამოსვენებული და დაკრძალული იქნა, - ქ. თბილისის პოლიციის გარნიზონის თადარიგის
კადრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, - „სამაჩაბლოში“ და „აფხაზეთის“
ომებში მრავალჯერ მონაწილე, წარმატებული სპორტსმენი ფეხბურთში ახალგაზრდულ
გუნდებში, სანიმუშო მეგობარი, - „ღიმილის და ადამიანური სიყვარულის დაუღალავი“,
ერთ-ერთი ქართული გენის ნიმუში, „დიდი შალვა
ღამბაშიძის“ სახელისა და გვარის გამგრძელებელი, მეუღლე, მშობელი, ბაბუა (54 წლის), - შალვა
ნუგზარის-ძე ღამბაშიძე.
მინდა სამძიმარი გამოვთქვა, - მშობლების, მეუღლის, შვილების,
შვილიშვილების, ახლობლების, ნათესავების, კოლეგების, თანამებრძოლების, ომის
ვეტერანებისა და პირადად მამის, ბატონ, - ნუგზარის წინაშე, თქვენ საქართველოსა და
ქართველ ერს აღუზარდეთ სამაგალითო ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ (54 წელი)
ახალგაზრდამ მიაღწია და დაიმსახურა ყველას მიმართ სიყვარული, დაფასება,
რომელიც ყველა ჯილდოს გაუტოლდება.
არ მოკლებოდეს მოგონება და სანთელ-საკმეველი მის ახალგაზრდა, ვაჟკაცურ სულს.
დონი
ფანჩულიძე
გვ 70
ლეგენდარული ფეხბურთელი სსრკ სპორტის ოსტატი გოჩა გავაშელი (18/02-47 წ. (50) 25/12-97 წ.)
გოჩა გრიგორის-ძე გავაშელმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1966 წლიდან თბილისის „ლოკომოტივში“ 1967 წელს გადავიდა „დინამოში“, ჩაატარა 183 მატჩი, მოწინააღმდეგის კარი აიღო 48-ჯერ. საკავშირო პირველობაზე 22 გოლი გაიტანა, დაიმკვიდრა ბომბარდირის სახელი. 1976 წელს გახდა სსრკ თასის მფლობელი. 1968 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება.
კუიბიშევის, - „კრილია-სოვეტის“-თან ერთ შეხვედრაზე 5-გოლი გაუტანა, ილია დათუნაშვილის რეკორდი გაიმეორა. „დიდი სპორტი“-დან წასვლის შემდეგ 1983-1986 წლებში იწყებს მუშაობას დიდუბის (პირველი მაისის) სახ. რაიონში სოციალური საკუთრების, დატაცების წინააღმდეგ ინსპექტორის თანამდებობაზე. თბილისში, იმ დროისათვის აქტიური ყურადღება ექცეოდა სპარტაკიადის ჩატარებას სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, როგორც შ/ს რაიგანყოფილების ფიზმომზადების ხელმძღვანელი, აქტიურად მედგა მხარში, ჩვენი განყოფილების სახელით რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა, რათა ესახელებინა ჩვენი დანაყოფი...