მთავარი ● იუბილარი/ ხსენება
340 ბეჭდვა
მოლოდინი დავით მღვდელი, 1820, 1830, 1841, 1851წ. ბაზალეთი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია
მოლოდინი დავით მღვდელი
1820, 1830, 1841, 1851 წ. ბაზალეთი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის, მიძინების ეკლესია
1892 წლის ფოტო
მოლოდინი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1832 - 1901 წწ., ეპისკოპოსი. დაბ. ბაზალეთი.
მოლოდინი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1832 - 1901 წწ., ეპისკოპოსი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი თბილისი, მთაწმინდის სასულიერო პირების საცხოვრებელი სახლი. მსახურობდა თბილისში: სასულიერო სემინარიის ტაძარში, სამეფო კარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, ფერისცვალების ტაძარში, ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარში(გოლოვინის პროსპექტი). იყო ძმები კარბელაშვილების თანამებრძოლი და ქართული ტრადიციული საგალობლების(ქართლ-კახური კილო) ჩამწერი. დაიკრძალა ვერის სამრევლო სასაფლაოზე.
მოლოდინი დავითი მიქაელის ძე, 1775 - 1843 წწ., მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. დაიკრძალა ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე. მოხს. 1841წ. გვ. 146
1830, 1841 წ. ბაზალეთი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის, მიძინების ეკლესია
მოლოდინი ვასილი ლეონტის(ლევანი) ძე 1879-1961 წწ. მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. სხვა წყარო 1860, 1870წ. ბაზალეთი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია
მოლოდინი ვასილი ლეონტის(ლევანი) ძე 1879-1961 წწ. მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). 1924 წელს მამაპაპისეული სახლის თავისი წილი გადასცა დუშეთის ქალთა სკოლა ინტერნატს(ეს სახლი დღემდე არსებობს) და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. 1921 წელს იძულებით გაკრიჭეს კომუნისტებმა და განაშორეს მსახურებას. 1950-იანი წლებიდან ისევ დაუბრუნდა სასულიერო მოღვაწეობას. დაკრძალულია თბილისში, ბაგების სამოქალაქო პირთა სასაფლაოზე.
1860, 1870 წ. ბაზალეთი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის, მიძინების ეკლესია
მოლოდინი მიქაელი, მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. გარდაიცვალა 1808 წელს. დაიკრძალა ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე.
მოლოდინი ზაქარია დავითის ძე, 1817 - 1872 წწ., მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. თბილისის იმერეთის საეგზარქოსო კანტორაში, დუშეთის მაზრის სასულიერო წარმომადგენელი (ბლაღოჩინის ნაცვლად). ბლაღოჩინთან ერთად ჯვარი დასწერა დიმიტრი ყიფიანს ქ. დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში(1960-იან წლებში ეს ტაძარი ააფეთქეს). დაიკრძალა ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე.
1830 წ. დუშეთი წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
1851 წ. კობიაანთკარი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია
მოლოდინი ლეონტი(ლევანი) ზაქარიას ძე, 1843-1902 წწ., მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. დაკრძალულია ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე.
1881 წ. საფარა (ახალციხე) წმიდა საბას ეკლესია
მოლოდინი მიხეილი დავითის ძე, მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი სოფ. მჭადიჯვარი. მსახურობდა სოფ. მჭადიჯვრის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში. გარდაიცვალა 1878 წელს. დაიკრძალა ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე.
1860 წ. ბაზალეთი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის, მიძინების ეკლესია
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.03.2024 ბოლო რედაქტირება 28.03.2024 სულ რედაქტირებულია 1
შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ. მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით საზოგადოებრივ საწყისებზე. ქალაქი თელავი.
2 0
1 0
იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio.