
სუთიძე ფილიპე მღვდელი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია 2019წ. ფოტო

2026 წლის ფოტო. ავტორი გიორგი ხარატიშვილი
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 55
მღვდელი ფილიპე სუთიძე დაიბადა 1981 წლის 30 აგვისტოს ქალაქ ჭიათურაში.
1998 წელს დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
2008 წლიდან ჩაერთო აქტიურ საეკლესიო ცხოვრებაში მოძღვრის, დეკანოზ გიორგი (გოგოლაშვილის) ლოცვა-კურთხევით.
2013 წლის 24 ოქტომბერს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დანიელმა დიაკვნად დაასხა ხელი. დიაკვნად იმსახურა სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.
2014 წლის 31ივლისს სოფელ ქორეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში აკურთხეს მღვდლად. მსახურება განაგრძო ქ. ჭიათურის ნაგუთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში.
2020 წლიდან პარალელურად დაიწყო მსახურება სოფელ წირქვალის ახლადაშენებულ იოანე ნათლისმცემლის და სოფელ ხალიფაურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში.

დეკანოზი ფილიპე (სუთიძე) დაიბადა 1981 წლის 30 აგვისტოს.
დიაკვნად კურთხევა 2013 წლის 24 ოქტომბერი.
მღვდლად კურთხევა 2014 წლის 31 ივლისი.
დეკანოზის ხარისხში აყვანა 2023 წლის 13 დეკემბერი.
2026 წლის მდგომარეობით, მღვდელმსახურებას აღასრულებს ნაგუთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების , ნაგუთის წმ. ნინოს სახელობის, სოფ. ხალიფაურის წმ. გიორგისა და სოფ. წირქვალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრებში.