სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სუთიძე დავით ენერკოს ძე დაბ. 1953წ. დეკანოზი დაბ. რუსთავი სუთიძე დავით ენერკოს ძე დაბ. 1953წ. დეკანოზი დაბ. რუსთავი
ბმულის კოპირება



გვარი სუთიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

სუთიძე დავით ენერკოს ძე დაბ. 1953წ. დეკანოზი დაბ. რუსთავი


დეკანოზი სუთიძე დავით ენერკოს ძე დაბ. 18 დეკემბერი 1953წ. რუსთავში ხელდასხმა დიაკვანი 2001წ. მღვდელი 2002-2012წწ. ჭიკაანი, გავაზი, ზინობიანი, 2013წ სამების საკათედრო ტაძარი, 2013წ. მუხიანის წმიდა მეფე მირიანი დედოფალი ნანას ტაძარი, მღვდელსახური.

დავიბადე რუსთავში, 1953 წლის  18 დეკემბერს. დავამთარე 1971 წელს რუსთავის N15-ე საშუალო სკოლა,ამჟამად გიმნაზია.ვიყავი  ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური  წევრი.1989-1990 წლებში, განათლებით ვარ მევენახე-აგრონომი. სხვადასხვა დროს ნამუშევარი ვარ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში,რუსთავის ქიმიურ კომბინატში,ამბროლაურის რაიონის ღადიშის კოლმეურნეობაში აგრონომად,ბოლო წლებში 1990-97წლამდე ბუნების დაცვის თავმჯდომარის მოადგილედ.


 2001 წელს ნეკრესელი მიტროპოლიტ სერგის მიერ ვიყავი ხელდასმული დიაკვნად.

2001 წლის 21 სექტემბერს ნეკრესელმა მიტროპოლიმა სერგიმ ხელი დამასხა მღვდლად. ამავე წლიდან ვმსახურობდი სოფელ ჭიკაანის კვირაცხოველის სახელობის ტაძარში წინამძღვრად.ასევე ყვარლის რაიონ,სოფელ გავაზის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინამძღვრად და ყვარლის რაიონ,სოფელ ზინობიანში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამლოცველოში წინამძღვრად.


 ამ პერიოდში  ქართუ ფონდის დაფინანსებით გავარემონტეთ ყვარლის რაიონის, სოფელ ჭიკაანში არსებული კვირაცხოველის სახელობის ტაძარი.

ყვარლის რაიონ სოფელ გავაზში  სპონსორების დახმარებით აღვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. 

ყვარლის რაიონ სოფელ ზინობიანში დავიწყეთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა და ასევე,  ყვარლის რაიონ სოფელ ბალღოჯიანში ღვთისმშობლის  მიძინების  სახელობის ტაძრის მშენებლობა.


   2013 წლის მარტში  მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის მიერ ვიყავი აყვანილი დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვებული ოქროს ჯვრით.

2020 წელის ივნისში მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ დამაჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.


  ჩემი პირველი მოძღვარი და მასწავლებელი ბრძანდებოდა აწ გარდაცვლილი არქიმანდრიტი მიქაელი კასრაძე.

მამა - ენერკო ნიკიფორეს ძე სუთიძე, აწ გარდაცვლილი. დაბადებული ამბროლაურის რაიონში,სოფელ ძირაგეულში

დედა- პაშა დავითის ასული ლაბაძე,აწ გარდაცვლილი დაბადებული ლაგოდეხის რაიონ სოფელ ცოდნისკარში.

 და ცისანა ენერკოს ასული სუთიძე დაბადებული 1950 წელს.


მყავს ცოლი ქეთევანი ნიკოლოზის ასული ღონღაძე.

შვილები მამუკა დავითის ძე სუთიძე

საბა დავითის ძე სუთიძე

 

რძლები- ხატია გაბოშვილი, ნინო ხვიჩას ასული გოჩიაშვილი 

შვილიშვილები- მარიამი მამუკას ასული სუთიძე

ქეთევანი იგივე ანინე საბას ასული სუთიძე 

ერთი ვაჟი, ზვიადი სუთიძე გარდაცვლილი.

2013 წლიდან დღეის ჩათვლით ვმსახურობ ქალაქ თბილისში,მუხიანის წმინდა მეფე მირიანის და დედოფალი ნანას სახელობის ტაძარში.

მადლლობა დახმარებისათვის  ნინო ხვიჩას ასული გოჩიაშვილს (რძალი)

სუთიძე გვარის ღვთიმსახურები:

სუთიძე ბესარიონ 1809-1839წწ. შხივანის მაცხოვრის ეკლესია.

სუთიძე დავით ენერკოს ძე დეკანოზი დაბ. 18 დეკემბერი 1953წ. რუსთავში ხელდასხმა დიაკვანი 2001წ. მღვდელი 2002-2012წწ. ჭიკაანი, გავაზი, ზინობიანი, 2013წ სამების საკათედრო ტაძარი, 2013წ. მუხიანის წმიდა მეფე მირიანი დედოფალი ნანას ტაძარი, მღვდელსახური. ფოტო

სუთიძე მარკოზ  1832 წლის 6 ივნისს შხი­ვა­ნას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი გარდაიცვალა.

სუთიძე  იოვანე სიმონის ძე 1844 წლის 12 იანვარს ძი­რა­გე­უ­ლის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი გარდაიცვალა.

ლაბაძე დედის გვარის ღვთიმსახურები:

ლაბაძე იასე (იესე) ბიჭიას ძე დაბ. 1892 წ.  მღვდელი დაბ.სოფ შროშა. ზესტაფონი

ლაბაძე იოვანე  1818 წელს ნიგოზეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი.

ლაბაძე იოვანე  1829 წელს ნიგოზეთის წმ. გიორგის ეკლესიის,  1852 წელს სოფ. მანდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი 1852 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა.

ლაბაძე მართა  მონაზონი, ჭყონდიდის  ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.71


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2024
ბოლო რედაქტირება 30.01.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0