სულხანიშვილი ბაქარ ვალერის ძე(1971-23 ივნისი 1992) შსს მთაწინდის რაიონის რიგითი პოლიციელი. სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოვლინებულ იქნა საბრძოლო მოქმედებების ზონაში სოფ. ნიქოზში 1992 10 ივნისს მთაწმინდის რაიონის პოლიციია 20 კაციანი ჯგუფი. მათ შორის სულხანიშვილი ბაქარი რომელიც იქვე დაიღუპა 1992 23 ივნისს გადმოსვენებული და დაკრძალულია სოფ. გომბორში 1992 30 ივნისს
დაიბადა 1970 წლის 21 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში. 1987 წელს დაამთავრა გომბორის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ქ. თბილისის ტოპოგრაფიის ტექნიკუმში, საიდანაც გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. 1990 წელს არმიელის გამოცდილებით დაბრუნებულმა გადაწყვიტა შესულიყო შინაგან საქმეთა ორგანოებში, ვინაიდან მიაჩნდა, რომ იგი იქ სჭირდებოდა მის სამშობლოს და ასეც მოიქცა. საგარეჯოს რაიგანყოფილებიდან გადაიყვანეს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის განყოფილებაში, საიდანაც მოითხოვა გაეგზავნათ სამაჩაბლოში ქართველი მოსახლეობის დასაცავად, გაგზავნეს ქვემო ნიქოზში. 1992 წლის 9 ივნისს მორიგი შეტაკებისას იგი „ბერდეუმის“ მსროლელიც იყო და მძღოლიც. მან თანამებრძოლებს შეუძახა: თქვენ დაჭრილები გადაიყვანეთ, მე კი დაგიცავთო. და გადააყვანინა კიდეც დაჭრილები, თვითონ კი დაეცა სამაჩაბლოს სისხლით მორწყულ მიწაზე.