სულხან სულხანიშვილი (1925-1989)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1949 წელს.
1959 წლიდან კერამიკის ექსპერტიზის სახელოსნოს ხელმძღვანელი., 1963 წლიდან პედაგოგი. მისი ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელია კონტრასტულობა, სისადავე, ლაკონიზმი. ხალხური კერამიკის ტრადიციებზე დაყრდნობით ქმნის გამომსახველ ფორმას, ნამუშევრები: "ოქროს თევზი" (1954, ფაინსი), "მერანი" (1955, ჭიქური, თიხა), "ჯიხვი" (1963, შებოლილი ჭიქური, თიხა), "მერანი" (1974), დეკორატიული თეფშები (1983, ჭიქური, ყველა - საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) და სხვა. კერამიკოსი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.603
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1956-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი