სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
სულხან (სუხია) სულხანიშვილი 1965-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. სულხან (სუხია) სულხანიშვილი 1965-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. სულხან (სუხია) სულხანიშვილი 1965-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1965-1992 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სულხანიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

სულხან (სუხია) სულხანიშვილი 1965-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

სულხან (სუხია) სულხანიშვილი დაიბადა 1965 წლის 5 დეკემბერს, თბილისში.



მერვე კლასამდე სწავლობდა 53ე საშუალო სკოლაში. დაამთავრა ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა. 1982 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.სამხედრო ვალდებულება მოიხადა კარპატების სამხედრო ოლქში ჯერ სერჟანტების სასწავლებელში, შემდეგ კი ასევე სამხედრო ოლქის სპორტულ ნაწილში. ჰქონდა ლეიტენანტის სამხედრო წოდება. მეხუთე კურსიდან ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. უკანასკნელ ორ ზამთარს მუშაობდა გუდაურში ინსტრუქტორად.



იყო საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი სამთო მოთხილამურე, სპორტის ოსტატობის კანდიდატი. გახლდათ ჩვენში სნოუბორდის ერთ-ერთი წამომწყები,სუხიას დაღუპვის შემდეგ გუდაურში ყოველ გაზაფხულს ეწყობა მისი სახელობის ტურნირი სამთოსათხილამურო სპორტში.


1992 წლის 29 აგვისტოს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 101-ე ბატალიონის წევრად. 30 აგვისტოს კი ამ ბატალიონის 7-8 კაციანი ჯგუფი „ორბს“ შეუერთდა. მათ შორის იყო სუხიაც.

„საჭიროა წასვლა, ჩემი თავის გამოცდაც მინდა... თანაც სხვაზე არც მეტი ვარ და არც ნაკლები“, “ თქვა გამგზავრების წინ.


მოგვიანებით კი მისი თანამებრძოლი იგონებს: „ერთ დღეს პოზიციაზე ვიყავით.ულამაზესი ადგილი იქო. დიდხანს უყურა სუხიამ მიდამოს, მერე კი ჩვეული სიდინჯით თქვა: „აბა, ეს სხვას როგორ დავუთმოთ“...

სიცოცხლის ფასად დაუჯდა ეს სიტყვები, თავისი ლამაზი, ლაღი სიცოცხლის ფასად.


სულხან სულხანიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვღა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

1992 წლის 6 სექტემბერს, დღის 3 საათზე ლევან აბაშიძე სოხუმში ჩადის, 4 საათისთვის შტაბში მიდის და ხვდება მეგობრებს, სულხან სულხანიშვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს და გია ნადირაშვილს. ძმაკაცებმა ერთად მხოლოდ 1 დღე გაატარეს.7 სექტემბერს, ბრძოლის ველზე, ზემო ეშერასთან ყუმბარას, რომლესაც მტრის თავდასხმა მოჰყვა მხოლოდ ერთი ადამიანი გიორგი გაჩეჩილაძე გადაურჩა.


ლევან აბაშიძის უკანასკნელი ფოტო, გადაღებულია აფხაზეთის ომში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ფოტოს ავტორი გურამ წიბახაშვილი


სულხან სულხანიშვილი თეიმურაზის-ძე

სულხან სულხანიშვილი დაიბადა 1965 წლის 05 დეკემბერს ქ. თბილისში. 1982 წელს დაამთავრა ი. ვეკუას სახელობის თბილისის # 42-ე მათემატიკური სკოლა და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

​სულხანიშვილმა 1985-1987 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მან, როგორც სპორის ოსტატის კანდიდატმა სამთო-სათხილამურო სპორტში, საოლქო შტაბის დაცვის ბატალიონში მიიღო ლეიტენანტის წოდება. სამშობლოში დაბრუნებულმა დაამთავრა უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. მუშაობდა აგრეთვე გუდაურში ჰელისკის ჯგუფების ინსტრუქტორად. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა სპორტს და მრავალგზის პრიზიორი იყო შეჯიბრებებში.

ს. სულხანიშვილი 1992 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების აქტიური მონაწილე გახდა. იბრძოდა აფხაზეთში- ეშერასთან , სოხუმში. როგორც ათმეთაური იგი ყოველთვის პირველი იყო შეტევისას. ამხნევებდა თავის მებრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში გუმისთის ნამირთან მას ფეხქვეშ ნაღმი აუფეთქდა, მაგრამ გადარჩა და კონტუზია მიიღო. ს. სულხანიშვილმა მაინც გააგრძელა ბრძოლა . მასთან ერთად იყვნენ ლევან აბაშიძე, გია ნადირაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე. ცნობილ „ ეშერის ლაბორატორიის „ მისადგომებთან შეტაკებაში გ. გაჩეჩილაძე დაიჭრა, ხოლო ლ. აბაშიძე და მათი მეთაური ს. სულხანიშვილი დაიღუპნენ, თუმცა მტერმა მიზანს ვერ მიაღწია და საბრძოლო პოსტი შენარჩუნებული იქნა.

​ს. სულხანიშვილი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით ( სიკვდილის შემდეგ ). სამშობლოს შეეწირა კიდევ ერთი მამაცი გმირი.


Сулханишвили Сулхан Теймуразович

Сулхан ( Сухия ) Сулханишвили родился 5 декабря 1965 года в городе Тбилиси. В 1982 году закончил # 42-ю математическую школу им. И. Векуа и был зачислен в Тбилисский Государственный Университет им. И. Джавахишвили на геологический факультет. С. Сулханишвили в 1985-1987 г.г. служил в рядах Советской Армии. Каk кандидат мастера спорта в Горно-лыжном слаломе, являлся начальником батальона окружного Штаба обороны, ему было присвоено офицерское звание лейтенанта. После возвращения на Родину закончил учёбу в Университете и начал работать в Институте Геологии Академии наук ГССР научным сотрудником, паралельно работал инструктором группы спасателей. Сулхан большое внимание уделял спорту и в разные годы заваёвывал на соревнованиях призовые места. . С. Сулханишвили в 1992 году стал активным участником боёв за территориальную целостность Грузии. Сражался в Абхазии, в Эшерах, в Сухуми. Как начальник отделения во время боёв был всегда впереди всех и тем самым вдохновлял своих бойцов идти в атаку. Во время одной из атак у берегов Гумиста у него под ногами взорвалась мина и он получил тяжёлую контузию, но не оставил поле боя. Рядом с ним были Леван Абашидзе, Гиа Надирашвили, Георгий Гачечиладзе. На подступах к известой

" лаборатории в Эшерах " во время перестрелки Гиорги Гачечиладзе получил ранение, а Леван Абашидзе, Гиорги Надирашвили и их командир Сулхан ( Сухия ) Сулханишвили погибли, но врагу так и не удалось на этот раз достичь цели. Сулхан Сулханишвили награждён Орденом Вахтанга Горгасали 3-ей степени ( посмертно ). Так, ещё один доблестный Герой отдал жизнь за свою Родину.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.12.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0