გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ფხაჭიაშვილი თამაზ ალექსანდრეს ძე(1958-28 ოქტომბერი 1992) გარდაიცვალა ტამიშს ხიდთან
რამდენი მეგობარი წასულა ერთად ფრონტზე. რამდენისთვის გაუჭრიათ გვერდიგვერდ საფლავები. მაგრამ ყველაზე მეტად, ალბათ, ის არის ძნელი,მის გადასარჩენად გაწეული ყოველი ღონე ამაოდ რომ რჩება, მადლობას კი უსიცოცხლო სხეულიდან საბოოლოდ თვალები გიხდიან.
„ექიმმა გია. ჯაფარიძემ დაწვრილებით მოგვითხრო მისი სიყრმის მეგობრის, თბილისში დაფუძნებული ველისციხელი კაცის სიდინჯით, გულღიაობითა და სიბრძნით გამორჩეული ახლობლებისათვის საყვარელი პიროვნების თამაზ ფხაჭიაშვილის შესახებ, რომელიც ასე ცნობილი იყო საქართველოს ახალგაზრდულ მეცნიერთა წრეებში, რადგან თავის დროზე ხელმძღვანელობდა „ახალგაზრდულ სამეცნიერო კლუბს“.
– მე და თამაზი მცირე ხნით, მაგრამ ადრეც ვიყავით სოხუმში საბრძოლველად. როცა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ოცკაციანი ჯგუფი შეიკრიბა აფხაზეთში გასამგზავრებლად, ოჩამჩირე და მისი მიმდებარე სოფლები მაშველთა კორპუსის მეომრებით იყო გამაგრებული. თამაზი ომში წასვლით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდა.
ტამიშის ხიდთან, სოხუმ-ოჩამჩირის ტრასიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით დაბანაკდნენ ბიჭები ბოსელში. მათ მოვალეობას მაღლობიდან აფხაზი მწყემსების მიერ კარგად ნაცნობი ბილიკების დაცვა, თან ოთხმოციოდე მეტრის თავშესაფარის ფხიზელი მეთვალყურეობა წარმოადგენდა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი შენობა ტამიშის ხიდის პოზიციური ბრძოლების პირველივე შეხების ცხელი წერტილი იყო. ჩასვლიდან მეორე დღესვე სასიკვდილოდ დაიჭრა 20 წლის ოცმეთაური თემურ სამხარაძე. თამაზს თემურის ჯგუფის სისხლი ჰქონდა. ოჩამჩირის საავადმყოფოში წვალებით მიყვანილ დაჭრილს გადაასხმევინა, მაგრამ არაფერი ეშველა. თემური მალე გარდაიცვალა, , "ფხაჭო" გულამომჯდარი დასტიროდა მეგობრებისათვის საყვარელ ვაჟკაც. ყმაწვილს!
გუნება წაუხდა. მერე გახევებული სახით მისთვის ჩაილაპარაკა: თემოს სიკვდილის შემდეგ მე აქედან წამსვლელი არა ვარო“...
ადგილზე დაბრუნებულებმა გააფთრებული ბრძოლების გამო ხოხვით ძლივს გავიკვლიეთ გზა. გასაგები იყო, აფხაზეთში ჩასვლიდან მესამე ღამე მძიმე იქნებოდა ჩვენთვის და მოვემზადეთ: საგუშაგოები გავაძლიერეთ. საღამოს ჯოგად შემოსულ საქონელს ყურადღებით დავაკვირდით: ხომ შეიძლებოდა მას ჩვეული მუხანათობით ზურგს ამოფარებული შემოყოლოდა მტერი. „ფხაჭომ“ 21 საათისთვის ჩაიბარა საგუშაგო. ნათელი ღამე იღრუბლებოდა, გულისგამაწვრილებლად წამოწვიმა, შემდეგ ავისმომასწავებლად გაირინდა ირგვლივ ყველაფერი. თამაზი მოსასვენებელ პატარა ოთახთან იდგა, მე მისგან მოშორებით ნამსხვრევ მინაზე ფრთხილი ფეხის ხმამ შემაძრწუნა ცეცხლი გავხსენი, მაგრამ გვიანლა იყო- თამაზის განწირული შეძახილი ყურში მიწიოდა და ვეღარაფერს ვგრძნობდი. მტრის მოგერიებამდე მელოდა თამაზი, ყველაფრის გაკეთება ვცადე, მაგრაე ამოდ, თამაზმა მშვიდი თვალებით გამომხედა და სამუდამოდ წავიდა ჩვენგან უშვილოდ. უძიროდ. მოხუცი მშობლები ერთადერთ უფროს დას დაუტოვა მოსავლელად. დას, რომელმაც შვილივით გაზარდა იგი.
ია კალანდარიშვილი