ხარჩილავა ანა მონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 30
საპატრიარქოს უწყებანი N10 4-11 აპრილი 2007წ გვ. 14
27 მარტს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მღვდელმონაზონმა ლაზარემ (გრძელიშვილი) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: სამონაზვნეები – ნატალია ხიდაშელი (სახელად ეწოდა ნინო), კლავდია ლიპარტელიანი (სახელად ეწოდა ნონა), ანა ხარჩილავა (სახელად ეწოდა ანა), ქრისტინე კალაძე (სახელად ეწოდა ეკატერინე), მართა თოლორდავა (სახელად ეწოდა ელენე), სიდონია მელითაური (სახელად ეწოდა სიდონია) მონაზვნად აღკვეცეს.
იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილები მანანა ჩიხლაძე (სახელად ეწოდა ეფემია), ნანა მახარობლიძე (სახელად ეწოდა იოანა), ილარია ღურწკაია (სახელად ეწოდა ევა) და მორჩილის კაბებით შეიმოსნენ: ირინა ჩარაშვილი, ელისაბედ წიწილაშვილი და ნინო გოგშელიძე.
ბოდბის დედათა მონასტერი
საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, სოხუმიდან გამოსულმა სამღვდელოებამ, ორ მონასტერში გააგრძელა მოღვაწეობა. მეუფე დანიელმა, დედებს, ბოდბეს
მონასტერი შემოგვთავაზა. სოხუმიდან ოთხნი გამოვედით: მონაზონი თამარი (ჭანტურაია), დედა-შვილი: მონაზონი ანა (ხარჩილავა) და სამონაზვნე სალომე. შემდეგ შემოგვიერთდნენ სოხუმიდან და გუდაუთიდან დევნილი დედები დედა ევა და ნინო. დღეს ბოდბეში 29 მონაზონი ცხოვრობს.
თავდაპირველად ლტოლვილ მონასტერს ძალიან უჭირდა. არც წყალი იყო, არც შუქი, არც სკამი და არც მაგიდა. ღვთის ანაბარად ვიყავით დარჩენილი. მძიმე წლები ედგა საქართველოს, ყველას თავისი თავი უჭირდა და ჩვენი პრობლემებისთვის არავის ეცალა. ღვთის მადლით, წინააღმდეგობები ნელა ნელა დავძლიეთ და წელში გავიმართეთ.
მჯერა,აფხაზეთს დავიბრუნებთ და სულიერ ღვაწლს იქ გავაგრძელებთ, ბოდბის მონასტრის მეტოქიონს გავხსნით. ღმერთმა ქნას აფხაზეთი დაგვიბრუნდეს, მაყურებლის როლში ნამდვილად არ ვაპირებთ ყოფნას!
გვითხრა წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენია თეოდორამ (მახვილაძემ)
გაზეთი ილორი 16 ნოემბერი 2010 წელი გვ. 3