როლანდ ხარჩილავა კონსტანტინეს ძე დაიბადა 1971 წლის 20 აგვისტოს გალის რაიონის სოფ. თაგილონში.
როლანდი იყო უცოლშვილო. ბუნებით კეთილი, სამშობლოს მოყვარული, უღალატო და ერთგული მეგობარი.
აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდანვე ჩადგა მებრძოლთა რიგებში.
როლანდ ხარჩილავა, 22 წლის ასაკში, ჩაირიცხა 1992 წლიდან 24-ე ბრიგადის სამურზაყანო რიგებში. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო მოქმედებებში. იბრძოდა ტყვარჩელის მისადგომებთან ტამიშში, ოხურეისსა და წარჩეში. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
1998 წლის მაისის მოვლენების დროს როლანდ ხარჩილავა მონაწილეობადს ღებულობდა სოფ. ხუმუშკურთან. მან თავისი მამაცობით ბევრი მშვიდობიანი მოსახლეობა გადაარჩინა სიკვდილს.
1998 წლის 15 მაისს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციების დროს როლანდ ხარჩილავა გმირულად დაეცა გალის მაისის მოვლენების დროს.