სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11701

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ფილფანი ბასილი (ლევან გიორგის ძე) დეკანოზი დაბ. 1984წ. სოფ. ლენჯერი (მესტია) ფილფანი ბასილი (ლევან გიორგის ძე) დეკანოზი დაბ. 1984წ. სოფ. ლენჯერი (მესტია)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ფილფანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ფილფანი ბასილი (ლევან გიორგის ძე) დეკანოზი დაბ. 1984წ. სოფ. ლენჯერი (მესტია)

ფილფანი ბასილი (ლევან გიორგის ძე) დეკანოზი, დაიბადა 1984 წლის 17 იანვარს სოფელ ლენჯერში. მორჩილის კაბით შემოსვა 2008, წლის 18 იანვარი, დიაკვნად ხელდასხმა 2008 წლის 12 ივლისი, მღვდლად კურთხევა 2008 წლის 23 ნოემბერი, დეკანოზის ხარისხი 2011 წლის 5 ოქტომბერი, მსახურობს სოფელ ლენჯერში.

დეკანოზი ბასილი ფილფანი (ბიოგრაფია) 


ერისკაცობაში ლევან გიორგის ძე ფილფანი დაიბადა 1984 წლის 17 იანვარს, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. 
დაამთავრა სოფ. ლენჯერის ცხრაწლიანი სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მესტიის სკოლა-ლიცეუმში, 
საბუნებისმეტყველო განხრით ეს სკოლა: დაამთავრა 2002 წელს. იმავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. მესამე კურსზე იყო, როცა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და გახდა მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლი. 
2007 წელს ლევანმა მესტიის ქრისტიანულ და კულტსაგანმანათლებლო ცენტრში დაიწყო მუშაობა, დირექტორის მეორე მოადგილის თანამდებობაზე. პარალელურად მუშაობდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სამეურნეო დარგის უფროს თანაშემწედ. ამავდროულად, იგი იყო სტიქაროსანი და ცხოვრობდა საეპისკოპოსო რეზიდენციაში, წელიწადნახევრის განმავლობაში. 
2007 წლის 23 ნოემბერს ლევანი დაიწინდა მაგდალინა გოგოლაძეზე. 2008 წლის 18 იანვარს, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა ილარიონმა შემოსა სამღვდელო მორჩილის კაბით.


გვ72

2008 წლის 12 ივნისს ლევან ფილფანმა და მაგდალინა გოგოლაძემ ჯვარი დაიწერეს და შექმნეს ქრისტიანული ოჯახი. 
2008 წელს ლევანი წმინდა გიორგის საკათედრო ტაძრის მთავარი მედავითნე გახდა. 
2003 წლის პეტრე-პავლობას მეუფე ილარიონმა მას დიაკვნად დაასხა ხელი და სახელად ბასილი უწოდა. ხოლო ამავე წლის 23 ნოემბერს მღვდლად აკურთხა და საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინა. 
2010 წლიდან იგი გადაიყვანეს სოფ. ლენჯერში და დაადგინეს მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვრად. 
2011 წლის 5 ოქტომბერს, იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსმა ილარიონმა მღვდელი ბასილი დააჯილდოვა დეკანოზის ხარისხით და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 
2012 წლის 5 ოქტომბერს, მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი ბასილი დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-გიმნაზიის დირექტორად. 
ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. 

გვ73


ლენჯერი გამოირჩევა როგორც უძველესი ტაძრების, ასევე ათასწლოვანი კოშკების სიმრავლით. მათი სიდიადე მოწმობს, რომ ამ სოფელმა მრავალ მომხვდურს მოუჭრა გზა, დაიცვა და მემკვიდრეობას შემოუნახა ის უძველესი ტაძრები, რომლებიც დღეს ადამიანთა სულის საოხად ქცეულან. ღვთის მადლითა და მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოს ილარიონის ლოცვა-კურთხევით ლენჯერის ყველა ტაძარი ამოქმედდა. მამა ბასილს (ფილფანი) ჩააბარა მშობლიური სოფელი მეუფე ილარიონმა. 
მამა ბასილი ლენჯერში დაიბადა და გაიზარდა. მან კარგად იცის ამ სოფლის ტკივილი თუ სიხარული. ის, ალბათ, წინაპართა სისხლის ყივილმა მოიყვანა, რათა მისი ხელით გახსნილიყო ლენჯერის ტაძრების დახშული კარები და დღეს, სულიწმიდის მადლით, მთავარეპისკოპოს ილარიონის ლოცვა-კურთხევითა და მამა ბასილის დიდი მონდომებით, ლენჯერის ყველა ტაძარში აღესრულება ღვთისმსახურება. 

გვ74


გვ75

2010 წელს მამა ბასილი, მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა ლენჯერის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ტაძარი ბატონი ნური მაღედანის და მამა ბასილის მონდომებით განახლდა. 
ლენჯერის თემში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი ყველაზე ადრეული ძეგლია. ის X საუკუნეში აუშენებიათ შირიმის ქვით. X საუკუნეშივე მოუხატავთ საკურთხეველი. ტაძრის ასომთავრული წარწერა გადმოგვცემს, რომ მხატვარმა გიორგიმ მოხატა „წმიდაი ესე საკურთხეველი“ ბეშქენის სახსრებით - „პურითა და საფასითა“. XII საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოუხატავთ და ეს მხატვრობა არა მარტო ეპოქის ნიშნებს, არამედ, ამასთანავე, მაღალპროფესიულ მხატვრის ხელს ამჟღავნებს. 
რაც ლენჯერში ტაძარი ამოქმედდა, ღვთის შემწეობით, მრავალი ღვთისთვის სათნო საქმე აღესრულა. მამა ბასილს გვერდში უდგას და მასთან ერთად ტვირთულობს ღვთის სამსახურს მისი მეუღლე მაგდალინა გოგოლაძე. ამბობენ, ფოფოდიას ტვირთი თითქმის მონაზვნის ტვირთს უტოლდებაო. მან დაამთავრა სემინარია-აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტი. მამა ბასილს თავად მაგდალინამ შეუქმნა მგალობელთა გუნდი და ასწავლა მგალობლებს გალობა. ორი შვილის დედას ხელში ბავშვი უჭირავს და ისე აღასრულებს მედავითნის მსახურებას. 
სოფელ ლენჯერში, მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოს ილარიონის კურთხევითა და დეკანოზ ბასილიფილფანის მონდომებით აშენდა რამდენიმე ტაძარი. 
2009 წლის 27 სექტემბერს წირვა-ლოცვა აღდგა ლენჯერის ჯვართამაღლების სახელობის განახლებულ ტაძარში, რომელიც ნანა შუკვანის შემწეობით განახლდა. 
ლენჯერში, 2008 წელს, ლერი და ზეზვა გულედანებმა ნატაძრალზე ააშენეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
2010 წელს, მაცხოვრის სახელობის ნატაძრალზე აშენდა 

გვ76

ეკლესია და ამ მშენებლობისთვის წყალი და ყველა სამშენებლო მასალა ხარებით იქნა აზიდული. მშენებლობაში ფიზიკური შრომით მონაწილეობას ღებულობდა მთელი სოფელი. ამ ტაძრის მშენებლობისთვის ფინანსური დახმარება გასწიეს ბექა, დავით და ლერი მერლანებმა. 
2010 წელს, თითქმის მთაში, აშენდა მაცხოვრის სახელობის ტაძარი, იქ კი სამშენებლო მასალა ცხენებით აიზიდა. ტაძრის ქტიტორი ზურაბ გულედანია. 
2011 წელს განახლდა ლაშდღვერის მთავარანგელოზის ტაძარი. ასევე განახლდა ნესგუნის ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის გალავანი, რომლის შემომნირველიც არის ბატონი იაროსლავ გულედანი. 
2011 წელს, მთავარეპისკოპოს ილარიონის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზ ბასილის მონდომებით, ლენჯერში გაიხსნა წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის სამრევლო სკოლა, რომელშიც ისწავლება მედავითნეობა და ბიბლია. 
პედაგოგი ეკატერინე ფილფანია. სკოლის დაფუძნებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ თინათინ გულედანს. ეს სკოლა საწინდარია იმისა, რომ ღვთის სჯულს დაუფლებულ მრავალ ადამიანში გაღვივდება კეთილი თესლი და გამოიღებს ერისთვის სასარგებლო ნაყოფს. ამ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ქრისტინა შუკვანი წერს: 
„მას მერე, რაც ტაძარში დავიწყე სიარული, ვცდილობ და ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო სწორად. როცა ჩვენს სოფელში ამოქმედდა მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, მოგვეცა საშუალება, ყოველ შაბათ-კვირას დავესწროთ წირვა-ლოცვას. 
ჩვენ, თავიდან, ვსწავლობდით ღმერთთან სიახლოვეს და ლოცვას, წირვა–ლოცვის გარდა, ჩვენ დავიწყეთ სიარული სამრევლო სკოლაში, სადაც ვსწავლობთ ბიბლიასა და მედავითნეობას, ვიღებთ ცოდნას, რომელიც სულისთვის არის სასარგებლო და ვცდილობთ, ვიაროთ იმ გზით, რომელსაც ღმერთთან მივყავართ და მაცხოვნებელია. ტაძარში სიარულით ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთთან ახლოს ყოფნით

გვ77

უფრო გვიადვილდება ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა. ტაძარში როცა შევდივარ, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი დიდი ოჯახია, სადაც ყველას ყველა უყვარს და ერთმანეთს პატივს სცემს. აქ ვსწავლობთ ადამიანებთან ურთიერთობასა და სიყვარულს. 
ჩვენი ტაძრის მოძღვარი მამა ბასილი ფილფანია. რაც მან მსახურება დაიწყო ლენჯერში, იმის მერე ტაძარს არ მოვცილებივარ. ტაძარში ლვთის მადლია და ამ მადლითა და მამა ბასილის ლოცვა-კურთხევით ვიზრდებით და ვსაზრდოობთ. ღმერთმა ქნას, რომ ყველა დადიოდეს ტაძარში. ძალიან მიხარია, რომ ჩემს სოფელში მოქმედი ეკლესიაა, რომ საშუალება გვეძლევა აღსარების თქმისა და ზიარების მიღების. მადლობა უფალს ყველაფრისათვის“. 
2011 წელს, ლენჯერის მკვიდრმა ეთერ კვიციანმა (გულედანი) საკუთარი სახლი, მიწის ნაკვეთით, გადასცა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას. ამჟამად, მთავარეპისკოპოს ილარიონის ლოცვა-კურთხევითა და მონდომებით ამ სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მეუფე ილარიონის კურთხევით ეს შენობა მოეწყობა დედათა მონასტრად. მშენებლობას ხელმძღვანელობს დეკანოზი ბასილი.
მრავალი წყარო აღნიშნავს, რომ სვანეთი განძთსაცავი იყო ოდითგან. ამის ნათელი მაგალითია ლენჯერის უბან ლემსიაში მომხდარი ამბავი. იმ დროს, როცა სვანეთის საგანძურს, ჩვენს სიწმინდეებს ებრძოდნენ და განადგურებით ემუქრებოდნენ, სვანებმა მრავალი ხატ-ჯვარი გადაარჩინეს განადგურებას. ამისთვის კი სხვადასხვა გზას მიმართავდნენ.
ლემსიაში ბექა შუკვანის სახლთან იდგა შუკვანების საგვარეულო კოშკი, სადაც ინახებოდა სოფლის ხატები, რომელთა ადგილსამყოფელი მხოლოდ სოფლის უხუცესებს სცოდნიათ. 1980 წელს ეს კოშკი დანგრეულა და შენახული ხატებიც შიგ მოყოლია. მრავალი ძიების მიუხედავად, ნანგრევებში ხატები ვერ უპოვიათ. ამის გამო ხალხში გავრცელდა ამბავი, თითქოს შუკვანების ოჯახს ხატები გაეყიდოს, თუმცა „არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს“. შეიწყნარა უფალმა ცი-

გვ78

ლისწამებაში გახვეული უდანაშაულო ოჯახი, შეუწირა წმინდა ხატ-ჯვრების დიდი სიმტკიცით შენახვა და, რამდენიმე ხნის შემდეგ, კოშკის ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოების ჩატ- არების დროს, მოულოდნელად წააწყდნენ საგულდაგულოდ შენახულ ხატებს. ამ ფაქტით გაიხარა ლენჯერის მთელმა სოფელმა და, განსაკუთრებით, შუკვანების ოჯახმა. ოჯახის უფროსს ბექა შუკვანს სიხარულისა და მადლობის აღსანიშნავად სოფელი მოუწვევია და დიდი ლხინი გაუმართავს, ხატები კი ისევ საგულდაგულოდ შეუნახავთ. იმ საღამოს ბექა შუკვანის მეუღლეს სიზმარში თეთრწვერა კაცი უნახავს, რომელიც, თურმე, მადლობას უხდიდა.
ასეთი სიმტკიცით შემოუნახა სვანეთმა შთამომავლობას მსოფლიო მნიშვნელობის საგანძური. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.08.2025
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0