დაიბადა 01 მარტი 1962 წელს
საპატრიარქოს უწყებანი N13 8-13აპრილი 2004წ გვ.5
ბერად აღკვეცა
2004 წლის 4 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა ბართლომემ ამავე მონასტერში ბერად აღკვეცა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მორჩილი ზაბულონი (ვახტანგ ახალაძე) და მას ადამი უწოდა.
მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილთან ერთად
საპატრიარქოს უწყებანი N48 24-31 დეკემბერი 2004წ გვ.6
პირველი ხელდასხმები ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში
19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს უწმიდესმა და უნ ეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ ადამს (ახალაძე). იმავე დღეს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიის 1 კურსის სტუდენტს კახაბერ გოგოტიშვილს დიაკვნად დაასხეს ხელი. ორივე მათგანი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებენ.
საპატრიარქოს უწყებანი N33 29სექტემბერი-5ოქტომბერი 2005წ გვ.5
დაჯილდოება
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრითა და ენქერის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე მონასტრის მღვდელმონაზვნები სერაფიმე (ჭედია), დოსითე (ბოგვერაძე) და ადამი (ახალაძე).