სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი (გია) ახალაძე 1959-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი გიორგი (გია) ახალაძე 1959-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი გიორგი (გია) ახალაძე 1959-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ახალაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

გიორგი (გია) ახალაძე 1959-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

დაიბადა 1959 წელს ქ. სოხუმში. მისი ოცნება სამართლებრივი და თავისუფალი ქვეყანა იყო. სამართლიანობის გრძნობით აღზრდილმა მუშაობა შინაგანი საქმეთა სამინისტროს,სოხუმის საქალაქო განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად დაიწყო. დისციპლინიანი, ამტანი, გონიერი, უანგაროდ მამაცი ყველას სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა და მალე უფროსი ლეიტენანტის წოდებაც მოიხვეჭა.

ბევრი ფიქრი და ლამაზი ოცნებები დარჩა აუხდენელი. ოცნებობდა ოჯახის შექმნაზე, მაგრამ აფხაზეთში ამოვარდნილმა ქარიშხალმა ძირფესვიანად შეცვლა მისი ცხოვრება.

აფხაზეთის საომარ მოქმედებებს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულის მრავალი სიცოცხლე შეეწირა. სწორედ აფხაზეთში, 1993 წლის 5 ივლისს სამშობლოს სიყვარულს შეეწირა გიორგი ახალაძე. მისი დაღუპვა აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო არა მარტო სოხუმის შინაგან საქმეთა განყოფილებისთვის, არამედ ოჯახისთვის, მეგობრისთვის, ნათესავებისა და სამშობლოსათვის.

ამქვეყნად მას დარჩა სახელი, მეგობრები, სამშობლო, რომელიც არასოდეს ივიწყებს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაცემულ რაინდებს, თუმცა ღრმად უნდა გვწამდეს, შორს არაა ის დღე, როცა სამართლიანობა იზეიმებს და დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზეთს, ქვეყანა კი გალაქტიონის სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 30.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0