სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11758

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჯიბლაძე ერასტი ანდრიას ძე 1860-იანი -1922წწ მღვდელი დაბ. სოფ. გეზათი აბაშა ჯიბლაძე ერასტი ანდრიას ძე 1860-იანი -1922წწ მღვდელი დაბ. სოფ. გეზათი აბაშა
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჯიბლაძე სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

ჯიბლაძე ერასტი ანდრიას ძე 1860-იანი -1922წწ მღვდელი დაბ. სოფ. გეზათი აბაშა

მღვდელი ერასტი ჯიბლაძე

ჯიბლაძე ერასტი ანდრიას ძე, 1910-1917წწ. ჭაგანის ბარბარეს ეკლესია 1893წ. მთავარდიაკონი 1896წ. მღვდელი გეზათი (აბაშა) წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია 1910წ. გუგუნაყათი (აბაშა) წმ. გიორგის ეკლესია

         მღვდლის შვილიშვილის, ზაზა ჯიბლაძის მონათხრობით მღვდელი ერასტი ანდრიას ძე ჯიბლაძე დაიბადა და გაიზარდა აბაშის სოფელ გეზათში. ის სავარაუდოდ დაიბადებოდა 1860-იან წლებში. შთამომავლების მეხსიერებით გარდაცვლილი უნდა იყოს 1922 წელს. მღვდლის ფოტოარქივი სამტრედიის სოფ. კვირიკეში ინახებოდა, მაგრამ წყალდიდობას გაუნადგურებია. აღნიშნულ სოფელშია მღვდლის საფლავი, უწარწერო ქვით. ზ. ჯიბლაძის თქმით, მღვდელი სოფ. გეზათიდან გადმოუსახლებიათ ჭაგანში, რადგან აბაშის რკინიგზის სადგურზე მენშევიკებს დახვედრია დროშით, რისთვისაც ციმბირში უნდოდათ მისი გადასახლება, მაგრად შეუწყალებიათ 12 შვილის ყოლის გამო.

       ეროვნულ არქივში დაცული საეკლესიო ჩანაწერებიდან ვიგებთ ერასტი ჯიბლაძის სასულიერო მოღვაწეობის შესახებ 1893-1917 წლებში. ის პირველად 1893 წელს მედავითნეობას იწყებს გეზათის წმ. თეოდორე ტირონის ეკლესიაში. 1896 წლიდან კი გეზათის ტაძარში მღვდლად უკურთხებიათ. აღნიშნულ დროს მედავითნე იყო ჯიბლაძე ეპიფანე, 1896 წლიდან 1916 წლამდე. ერასტი ჯიბლაძის შემდეგ გეზათის ტაძარში 1909-1916 წლებში მღვდელმსახურობდა თევდორაძე ლუარსაბი. ე. ჯიბლაძე 1910 წელს მღვდელია მეზობელ სოფელ გუგუნაყათის წმ. გიორგის ეკლესიაში, ხოლო 1910-1917 წლებში მღვდლად გაუმწესებიათ სამტრედიის სოფ. ჭაგნის წმ. ბარბარეს ტაძარში, სადაც იგი ბოლო მღვდელი იყო, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის გამო. აღნიშნული ადგილი ამჟამად სოფელ კვირიკედ იწოდება. ტაძარი 1924 წელს დაუნგრევიათ კომუნისტებს, დარჩა უტაძრო სასაფლაო. 

        ძველ დროში სოფელ ჭაგანში 5 ტაძარი ყოფილა: ჭაგნის ღმრთისმშობლის შობის (1826), ჭაგნის ღმრთისმშობლის შობის (1871) - 2019 წელს კულტ. ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჭაგნის წმ. ბარბარეს (1874), ჭაგნის წმ. გიორგის (1875) და ჭაგნის მთავარანგელოზის(1890) - 2019 წელს კულტ. მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჯიბლაძე ერასტი ანდრიას ძე, 1910-1917წწ. ჭაგანის ბარბარეს ეკლესია 1893წ. მთავარდიაკონი 1896წ. მღვდელი გეზათი (აბაშა) წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია 1910წ. გუგუნაყათი (აბაშა) წმ. გიორგის ეკლესია

მღვდლის ერთადერთი ფოტო ინახება ზაზა ჯიბლაძის საოჯახო ალბომში

ფოტო გამოგვიგზავნა, თემო ჭახნაკია გამოჩენილი სამტრედიელების მკვლევარი. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.09.2025
ბოლო რედაქტირება 12.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0