სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11769

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დიონისე მაქსიმეს ძე ყარყარაშვილი 1865-193? არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ლილო. დაკრძ. სოფ ლილო დიონისე მაქსიმეს ძე ყარყარაშვილი 1865-193? არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ლილო. დაკრძ. სოფ ლილო
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ყარყარაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

დიონისე მაქსიმეს ძე ყარყარაშვილი 1865-193? არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ლილო. დაკრძ. სოფ ლილო

 დიმიტრი ყარყარაშვილი, ერისკაცობაში დიონისე მაქსიმეს ძე ყარყარაშვილი, დაიბადა 1865 წელს თბილისის გუბერნიის სოფელ ლილოში გლეხის ოჯახში. სასწავლებელში არ უსწავლია. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში ისწავლა.


1893 წელს ფერისცვალების სახელობის მონასტერში მორჩილად მიიღეს.

1897 წელს, არქიმანდრიტმა კესარიამ (ჩეკურაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად დიმიტრი უწოდა. მეორე დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა.

 1900 წელს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და მალევე მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა.


1901 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

 1908 წელს მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს და ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვარით დააჯილდოეს.

1910 წელს, რამდენიმე თვე, დროებით ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა.

1911 წელს ხირსის წმინდა სტეფანეს მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა.

1915 წელს ხირსის მონასტერთან არსებული სკოლის გამგედ დაინიშნა, ხოლო 1916 წელს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.

   1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც ხირსის მონასტრის წინამძღვარი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. ამავე კრების გადაწყვეტილებით ისევ ხირსის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს.

   1922 წელს, თავისი თხოვნის საფუძველზე, თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრად გადმოიყვანეს.

   1927 წელს ხარფუხის (კრწანისი) ბერძნული წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მისი შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოთ, გარდაიცვალა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. დასაფლავებულია ლილოს საერო სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.09.2025
ბოლო რედაქტირება 17.09.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0