სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10729

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა ყარყარაშვილი 1965-92წ გარდ. 27 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი გოჩა ყარყარაშვილი 1965-92წ გარდ. 27 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი გოჩა ყარყარაშვილი 1965-92წ გარდ. 27 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი

1965-1992 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ყარყარაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

98       ბეჭდვა

გოჩა ყარყარაშვილი 1965-92წ გარდ. 27 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი

 გოჩა ყარყარაშვილი დაიბადა  19 თებერვალი 1965  თბილისი გარდაიცვალა 05 ოქტომბერი 1992 წელი აფხაზეთი  წინაპრები ცხოვრობდნენ სოფელი ცხორგიზა გორი.


  ომი თითქმის დამთავრდა.. მაგრამ ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა მისი ექო ჩვენს თაობას, რომელსაც არ განგვიცდია ომის საშინელება, კიდევ დიდხანს გაგვყვება გუშინდელის გამოძახილი... რამდენი პირტიტველა ბიჭი შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას, სამაჩაბლოთი დაწყებული, აფხაზეთით დამთავრებული. რამდენი შვილი მოსწყდა დედის გულს რამდენი მოხვდა ტყვეობაში, რამდენი დაიკარგა, მაგრამ როცა საქართველოს ბედ-იღბალი, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, ნათლად გამოჩნდა ვინ შეიქნა მამულის ერთგული შვილი.


    გოჩა ყარყარაშვილიც დააკლდა იმ თბილისელ ბიჭებს, რომლებიც გაგრის დაცემის დღეებში იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ.

სიმამაცით გამორჩეული „თეთრი არწივის“ მეომარი, ჯერ ბოლნისთან, მერე სამაჩაბლოში იბრძოდა და თავიც ბევრჯერ ისახელა ძმის – გია ყარყარაშვილის გვერდით, არცერთი შეიარაღებული კონფლიქტი, თუ შეტაკება არ ყოფილა მისი მონაწილეობის გარეშე.

    გაგრაში ექსტრემისტი აფხაზების მიერ დაქირავებულთა შემოტევისას ქართველი მებრძოლების ერთადერთი თავშესაფარი ტყე აღმოჩნდა. ამ დროს გია ყარყარაშვილი სხვა უბანზე იყო. როცა მამაც სარდალს თანამებრძოლებისა და მათ შორის ძმის დაღუპვა შეატყობინეს, იგი ოცდაათკაციანი რაზმით გაეშურა იმ ადგილისაკენ, გიამ ძალზე დიდი წრე გააკეთა, რომ დარჩენილი მებრძოლები და ძმა გამოეყვანა, მაგრამ მასაც ყველა გზა გადაუჭრეს. მანამდე კი...

ჩვენმა მეომრებმა უკან დაიხიეს, ტყეში, თუმცა იყო იმის საშიშროება, რომ მტერი მათ ალყაში მოაქცევდა. ვარაუდი გამართლდა, ყველა მხრიდან შემოუტიეს და ჩვენები ხეობაში შეიმწყვდიეს. მდგომარეობა კრიტიკული იყო, ერთი გამოსავალი ჰქონდათ მხოლოდ – მტერთან ხანმოკლე შეტაკებებით ქვევით,   ხეობაში თუ ჩააღწავდნენ, შეიძლება გადარჩენილიყვნენ. ამოცანა, ძნელი შესასრულებელი ჩანდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. სწორედ ამ ღროს მოხვდა, ტყვია გოჩა ყარყარაშვილს. დაჭრილი ატარეს ციცაბო ფერდობზე, ძალიან გაუჭირდათ სიარული. ერთ–ერთ მეომარს ქვა დაუგორდა და გოჩას უნდა დასცემოდა,  მეორე სახელად ხვიჩა ერქვა, – გადაეღობა და.. ფეხი მოიტეხა. ამაოღ იფრთხილეს ბიჭებმა, თურმე გოჩა ამ დროს უკვე აღარ იყო ცოცხალი. ერთი მიცვალებული და ფეხმოტეხილი ხვიჩა უნდა დაეტოვებინათ ადგილზე. ხეობიდან მათი გამოყვანა. შეუძლებელი იყო. მოწინააღმდეგემ უფრო ძლიერ შეუტია, გაიფანტნენ მებრძოლები, გოჩასთან და ხვიჩასთან მხოლოღ ოთარ ოძელაშვილი დარჩა.

    ხშირფოთლებიანი ტოტები დააფარა ბიჭებს, უცხო თვალს მოარიდა, ხვიჩას ხელყუმბარები გადასცა და იმით დაიმედებული წავიდა, რომ უეჭველად გაიყვანდა მათ, ოთარ ოძელაშვილი სამწუხაროდ, მერე აღარავის უნახავს.

    ეს იყო 1992 წლის 5 ოქტომბერს...

მერმე კი... ხვიჩა ორი დღე-ღამის განმავლობაში დარჩა დაღუპულ გოჩა ყარყარაშვილთან, აი, სწორედ ამ დროს ეძებდ: გია ყარყარაშვილი ტყეში გაფანტულ მებრძოლებს, თავის დაღუპულ ძმას, და არ იცოდა, თუ გოჩასთან ფეხმოტეხილი მეომარიც იქნებოდა.

    „ხვიჩა უიმედოა. ფეხის ხმა რომ გაიგონა, იფიქრა, მტერიაო. ძნელია, როცა მეომარმა არ იცის, მტერი მოდის, თუ მოყვარე. ხელში საკუთარი თავის. ასაფეთქებელი ყუმბარა უჭირავს... უახლოვდებოდა ბიჭების სილუეტები ეს რომ დალანდა, შესძახა: ბიჭებო, აქ ვარ და მომეხმარეთო. გია ყარყარაშვილის ხმამ იგი მეორედ დაბადა.


    როცა შვეულმფრენი გამოჩნდა, ასეთი სატუაცია შეიქმნა, ერთ-ერთი მებრძოლი უნდა დარჩენილიყო, დაყოვნება საბედისწერო იქნებოდა შვეულმფრენისათვის, დრო გამოთვლილი იყო.

     მაშინ მივხვდი, რომ განწირული ვიყავი, ვრჩებოდი ამ მიუვალ ხეობაში, მეგონა, გია გაღუპულ ძმას წაიყვანდა შე დამტოვებდნენ. მებრძოლებმა გოჩა ყარყარაშვილს მოკიდეს ხელი... გიამ კი მებრძოლებს შესძახა: დაღუპულს შეეშვით და ჯერ ცოცხალი გაიყვანეთ აქედანო. ეს ამაღელვებელი წუთები იყო. ჩვენმა მამაცმა სარდალმა – გიამ დაღუპული ძმა დატოვა, მი კი.. წამიყვანეს. – იტყვის შემდეგ ხვიჩა.

    „ღედა კი შვილის ცხედარს ელოდება შინ, იცის გიას ხასიათი ყველაფერს იღონებს დედის ვარამის ცოტათი მაინც შესამსუბუქებლაღ. შინ დაბრუნებული კი დედას ასე ამშვიდებს: იმ ბიჭის თვალებს რომ შევხედე, ჯერ შევძელი. მაპატიე, დედა!

    ძნელი იყო შვილის დაღუპვასთან შეგუება, მაგრამ მის უსაფლაობასთან შეგუება უფრო ·ძნელია...

    შენ სხვანაირად ვერც მოიქცეოდი, გია, რა გაქვს საბოდიშო, – დააწყნარებს დედა შვილს, ათი დღის მერელა შესძლო გიამ ძმის ცხეღრის შინ ჩამოსვენება, დედას რომ შვილის გვამის ჩამოსვენება გაეხარდება!

    მშობლები იგონებენ: მამა – ნოდარ ყარყარაშვილი, სწრაფი რეაგირების პირველი ბრიგადის მეთაურის მოადგილე:

    – ბავშვობიდანვე ოცნებობდნენ სამხედრონი გამხდარიყვნენ  ოჯახში ხშირად იყო საუბარი ქართულ არმიაზე, ბიჭებმა კარგად რომ საბჭოთა არმიაში ქართველ ოფიცერთა შემადგენლობა თითქმი ნულზე იყო: ბევრი: ბჭობის. შემდეგ. თვითონვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სამხედრო განათლება მიეღოთ. გოჩა ახლომხედველი იყო, სათვალეს ატარებდა. ამიტომაც უარი უთხრეს სამხედრო სასწავლებელში შესვლაზე თბილისში, ხარკოვშიც. როცა დაიღუპა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი იყო.

    – ძნელია შვილზე ილაპარაკო, – საუბარში დედა ერთვება, ქალბატონი მზია კვაჭაძე, – მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი უკან დარჩა, ორიოდ სიტყვას მაინც გეტყვით, მას უზომოდ ვუყვარდით მე და გია,–თან ტირის... – გოჩა ოცნებობდა ერთი ვინმე ქერა, ცისფერთვალება გოგონას შერთვაზე, მაგრამ თუკი ვიწმეს გაიცნობდა, მაშინვე ძმად გაუხდებოდა, ყველას შინაური თვალით უყურებდა და ვერ მოიცალა სიყვარულისთვის.

    ბატონი ნოდარი კი გოჩას მეოშრულ ხასიათზე გვესაუბრება, – მებრძოლად იყო დაბადებული, ავტომატის ორმოცამდე ვაზნას მჭიდებში აწყობდა. და იმდენს ისროდა, ერთი დღე ძლივს ჰყოფნიდა.

– ომში ჩემი გოჩას ერთადერთი საზრუნავი ის იყო, რომ ტყვიები ეშოვნა რუსის ჯარშიც იმსახურა, იყო ჩინებული სპორტსმენი, კალათბურთელი, ფრენბურთელი, ფეხბურთელი და ბუნების უზომოდ მოყვარული.

    როცა გია სასაზღვრო ჯარში, ირანთან საზღვარზე, ჯულფაში მსახურობდა, გოჩა ხშირად ჩაღიოდა ძმასთან და კვირეები რჩებოდა, უჭირდა უმისოდ. ყოფნა, გოჩამ დაღუპვამდე ორი კვირით ადრე მიიღო პოლკოვნიკის წოდება.

    ერთხელ, – იგონებს დედა, – როცა ბიჭებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს თანამებრძოლი, უკან მობრუნებულებს შეიარაღებული ჯგუფი დახვდათ. მათ მოქალაქეები დაეტყვევებინათ, გოჩასა და გიას სახელით, ძარცვავდნენ; გოჩა გადასულა მანქანიდან და უკითხავს:

– იცნობ გიას და გოჩასო?

– ღიახ, სწორედ მათ დავალებას ვასრულებთო.

– რატომ ტყუიხართ!


    თურმე ბეწვზე გადაურჩნენ გოჩას რისხვას, გოჩას შეეშინდა გიაც არ გადმოსულიყო მანქანიდან და მდგომარეობა არ დაძაბულიყო.

იყო ასეთი შემთხვევაც, მე თვითონ შევესწარი ამ ამბავს: ბენზინის გამყიდველი, ხალხს ეუბნებოდა, გოჩასა და გიას რაზმის წევრები ვართო, რა უნდა მეთქვა. მხოლოდ ესღა მოვახერხე – მე დედა ვარ მათი, რა თქვენი სახსენებლები არიან ისინი. მკვდარს მაინც თავი დაანებეთ-მეთქი. უმეტესობა მათი რაზმიდან' „თეთრი არწივის“ წევრები ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ- ჩემს ხელში გაზრდილები, მე ხომ თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობდი, მათგან მეტწილი დაიღუპა.

     დღეს საქართველოში. ყველა თავისას ტირის. მე. სხვების ტკივილი შვილის დაკარგვის მერე გავიგე. ადრე ასე არ იყო. – ამბობს ბატონი ნოდარი:

    – ჩემა აზრით, შეთანხმება აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აუცილებელია ქვეყანამ, ხალხმა სული მოითქვას. ზოგიერთი / ამ

შეთანხმებას კაპიტულაციას უწოდებს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მათ  შვილები საზღვარგარეთ, კოლეჯებში ჰყავთ გახიზნული, და სხვისი  შვილების ბედი არ აინტერესებთ. აქ ხომ ერის საუკეთესო ნაწილი იბრძვის, როგორც ჩემს გოჩას, ბევრ მათგანსაც საკუთარი ოჯახიც არ შეუქმნია, ისე მიებარნენ მიწას, ბევრს საფლავიც არ ჰხვედრია რიგიანი. ასე როგორ შეიძლება, შოუკონცერტებს ვაწყობთ, აუქციონებზე ფაბრიკა-ქარხნებს ვყიდით, მებრძოლები რომ ჩამოვლენ, ყველაფერი გაყიდული დავახვედროთ? კი, ბატონო, მივცეთ გლეხს მიწა, მაგრამ ქარხანა გავყიდოთ, სადაც ჩვენი შვილები – ჩვენი მებრძოლებიც მუშაობდნენ? ეს ხომ მკრეხელობაა. მხოლოდ ფულის შოვნაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ. იმ ჯარისკაცს, თერთმეტი თვე რომ აფხაზეთიდან ფეხი არ მოუცვლია, ახლა რომ ჩამოვა, რა პირით მივყიდოთ ათას კუპონად ერთი კოლოფი „კოლხეთი“? ჩვენ მებრძოლთა სულში პატრიოტიზმს ვკლავთ და არც ვფიქრობთ – რას ჩავდივართ.

    გაგრაში უგზოუკვლოდ დაკარგულები დღემდე არავის გახსენებია. არ ვიცით, რამდენი და ვინ არიან ისინი – ოჩამჩირეშიც ბევრი გვყავს უგზო-უკვლოდ დაკარგული...

გია და გოჩა ყარყარაშვილების სიმამაცე ქართველი კაცის ამაღლებული და ძლიერი სულის გამოძახილია. გაივლის დრო და სხვა ბევრი უცნობი გმირის სახელიც გამობრწყინდება.

    გოჩა ყარყარაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით.

იზა ჯაჭვაძე.

გოჩა ყარყარაშვილი

ხუთი ოქტომბრის დღე უკანასკნელი აღმოჩნდა შენთვის, გოჩა. მეორე დღესვე გავარდა თბილისში ხმა გოჩა ყარყარაშვილი მოუკლავთო.

შენ ყველა გიცნობდა, გოჩა. ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდი. ეროვნული გვარდიის წევრი იყავი, პოლკოვნიკის წოდებაც მოგენიჭა, სპეციალური დანიშნულების ბატალიონი „თეთრი არწივი“ ჩამოაყალიბე მეგობრებთან ერთად. 1989 წლიდან ყველა ბრძოლაში მიიღე მონაწილეობა – ცხინვალში, აფხაზეთში, ყველგან ვაჟკაცობითა და გმირობით გამოირჩეოდი.

    ზუთ ოქტომბერს ტყეში გაანადგურეს „თეთრი არწივის“ ბიჭები. შენ მეთაურის მოვალეობას ასრულებღი. არცერთი ნაბიჯით არ დაგიხევია, გმირი იყავი და გმირობის მაგალითი დაგვიტოვე.

შენს სისხლს არავის შევარჩენთ, გოჩა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.02.2023
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0