ყარყარაშვილი გიორგი ნოდარის ძე (დ. 31 ოქტომბერი, 1966) – გენერალ-მაიორი (1993), საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1993-94).
განათლება
- დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი (1987),
- სწავლობდა მოსკოვში მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში (1994-95).
მოღვაწეობა
- ქართული ჯარის ეროვნული გვარდიის „თეთრი არწივის“ ბატალიონის მეთაური, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე, ქართული ჯარების სარდალი აფხაზეთში, თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის ძალების სარდალი (1990-95).
- საქართველის პარლამენტის წევრი (1999-2004).
- ვეტერანთა სამოქალაქო კავშირის „საქართველოს ლეგიონი“ თავმჯდომარე.
- მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.