სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოსავა სასულიერო ოჯახი სოფ. ბია (ხობი) იოსავა სასულიერო ოჯახი სოფ. ბია (ხობი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი იოსავა სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

იოსავა სასულიერო ოჯახი სოფ. ბია (ხობი)

საპატრიარქოს უწყებანი N5 11-17 თებერვალი 2010წ გვ. 26

იოსავების სასულიერო ოჯახი 

XIX საუკუნის II ნახევარში სამეგრელოში, სოფელ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი შიო იოსავა, რომელსაც წესიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული ოჯახი ჰყავდა. იგი დაქორწინებული გახლდათ ანა ბოჯგუაზე, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა: ბართლომე, პროხორე, აქვსენტი და ანდრონიკე. მამა შიომ თავის შვილებს იმ პერიოდისათვის შესაბამისი განათლება მიაღებინა. ოთხივემ დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი და მათაც, მამის მსგავსად, მოძღვრის რთული, მაგრამ ტკბილი უღელი იტვირთეს (ანდრონიკეს გამოკლებით, მან საერო ცხოვრება აირჩია). უფროსი ძმა ბართლომე 1867 წლიდან ემსახურებოდა დედაეკლესიას. მოღვაწეობდა სამეგრელოს რაიონის სხვადასხვა სოფლებში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. 1893 წლის 15 მაისს კამილავკით დააჯილდოვეს, ხოლო 1902 წლის აღდგომის დღესასწაულზე, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო, წმინდა სინოდმა ანას III ხარისხის ორდენი უწყალობა. მამა ბართლომე 1910 წლის 5 ივლისს (ძვ. სტილით) გარდაიცვალა. მომდევნო ძმა პროხორე 1849 წელს დაიბადა. 

მღვდელი შიო იოსავა და მისი მეუღ;ლე ანა ბოჯგუა

5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 11-17 თებერვალი 2010წ 27

იოსავების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)


ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დასრულების შემდეგ მედავითნედ დაიწყო მსახურება. XIX საუკუნის 70-იან წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1893 წლის 23 ნოემბრიდან, ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1905 წლის 5 აგვისტოს მამა პროხორე ნოჯიხევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში 1912 წლის 19 აპრილს, საეკლესიო წესების დარღვევის გამო, დააბრუნეს  დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება და უშაფათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1913 წლის 29 მარტს ახალ აბასთუმნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 31 დეკემბერს აღუდგინეს მღვდელმოქმედება და უშაფათის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებმა უშაფათის ეკლესია დახურეს და მამა პროხორეც იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა. იგი 1935 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა და 14 სექტემბერს სოფელ ბიის სასაფლაოზე დაკრძალეს. მესამე ძმა აქვსენტიც სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული გახლდათ. XIX საუკუნის 80-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ ნოჯიხევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაადგინა. ხოლო 1893 წლის მარტში მღვდლად დაასხა ხელი და ხორში-საგვასალიოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. რამდენიმე წლის შემდეგ საჩიჯავოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადა- იყვანეს. 1904 წლის 15 იანვარს ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაადგინეს, სადაც 1924 წლამდე მსახურობდა, ვიდრე კომუნისტებმა ეკ- ლესია არ დაანგრიეს და მღვდელმსახურება არ აუკრძალეს. მღვდელი აქვსენტი 1939 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ხეთის საერო სასაფლაოზე. მამა აქვსენტის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მცირე მოგონებები შემოგვინახა მისმა უმცროსმა შვილიშვილმა — ციალა იოსავამ, რომელიც მოგვითხრობს, თუ რა გადაიტანა მისმა ოჯახმა და რა აუტანელ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება: „შიო იოსავა ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო (გარდაიცვალა 1893 წლის 23 ნოემბერს, ძვ. სტილით).

]

მღვდელი პროხორე იოსავა

იგი დაკრძალულია ამავე ტაძრის კარიბჭესთან. 1937 წელს ბოლშევიკებმა ააწიოკეს მამა აქვსენტის ოჯახი, გაანად- გურეს საეკლესიო ნივთები — სახარება, ბიბლია, ჯვარ-ხატები. დაამსხვრიეს და დაწვეს ყველაფერი. დაჭერას შვილმა ერასტიმ (ყოფილი დიაკონი) გადაარჩინა, მაგრამ მალევე აღესრულა მორალური შეურაცხყოფისაგან (ის ხომ გაპარსეს, აბუჩად აიგდეს, დასცინეს...). ეს ყველაფერი ხდებოდა მისი შვილის, ერასტის თვალწინ. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ დაჭერით დაემუქრნენ, აგრეთვე ცოლ-შვილის აწიოკებით და ამიტომ შეურიგდა ბედს. მამა იხსენებდა და მიყვებოდა, რომ ვერ იტანდა კომუნისტებს, რადგან თვითონაც დიდი რეპრესიები გადაიტანა, როგორც მღვდლის შვილმა (ასევე, როგორც ყოფილმა დიაკონმა) და ჰყავდა ძვირფასი მეგობრები, რომელთა ბედი, რატომღაც მამასაც შეეხო (ესენი იყვნენ რაიკომის მდივანი: იუსტინე გვასალია და თანამდებობის პირი სარდიონ მაღლაკელიძე, მათაც სდევნიდნენ 37-იან წლებში ზუგდიდში). მამამ დამალვით გადაირჩინა თავი. ის 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად დევნისა, იგი ჩუმად ეწეოდა ეკლესიურ ცხოვრებას სახლში, მარხულობდა, ლოცულობდა და, რაც მთავარია, ნატრობდა მათ დამხობას მამამ მიმიყვანა სიონის ეკლესიაში პირველად და მითხრა: „შვილო, აქ იარე. ფრთხილად იყავი, ინსტი- ტუტიდან არ გამოგრიცხონ“ და მეც არ ვაყოვნებდი, დავდიოდი 1952 წლიდან − დღემდე... ამჟამად ვარ სართიჭალის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესიის მრევლი. მამაჩემს რაიმე გართულება თუ ექმნებოდა რელი..

ძმები მღვდელი აქვსენტი და ანდრონიკე იოსავა.

5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 11-17 თებერვალი 2010წ 28

იოსავების სასულიერო ოჯახი (დასასრული)

......გიასთან, ქრისტიანობასთან და აგრეთვე კომუნისტებთან. მამა ძალიან კარგი ხასიათის კაცი გახლდათ, შვილებზე გიჟდებოდა, ყველა ერთნაირად ვუყვარდით. ოთხი ქალიშვილის მამა ამაყობდა ჩვენი პატიოსნებითა და სიკეთით იმ დროში. მან იცოდა, რომ მარტო ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ რა ექნა რელიგიადავიწყებულ ხანაში? ის იუმორით სავსე კაცი იყო, მაგრამ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა კომუნისტებთან და ჩემთან საუბრით იოხებდა გულს...ზუსტად იმ ზაფხულს, რომ ჩამოვედი, მაინცდამაინც არ მესიამოვნა მისი ხასიათი. ის ჩემთან საუბარს ვერ ახერხებდა... ჩემი დები სამსახურში რომ წავიდნენ, მარტო დავრჩით (დედა ადრე გარდაიცვალა, მამამ მეორე ცოლის მოყვანაზე უარი თქვა);

ძმები მღვდელი ბართლომე დაანდრონიკე იოსავები ოჯახის წევრებთან ერთად.

უნდოდა, რაღაც ეთქვა და ვერ ახერხებდა, ისევ მე ვიაქტიურე: „მამა, რაღაც არ მომწონს შენი გამომეტყველება, რამე ხომ არ გაწუ- ხებს?“ — ვკითხე. — ხო, შვილო! — მითხრა მან, ადგა, გავიდა მეორე ოთახში და გამოიტანა ჟურნალი; კარგად არ მახსოვს ჟურნალის დასახელება, მხოლოდ ორენოვანი იყო - მეგრულ-ქართული. წაიკითხეო მითხრა. ჟურნალი ეკუთვნოდა თედო სახოკიას (დღესაც ჟრუანტელი მივლის მისი სახელის გახსენებაზე)... წავიკითხე და რას ვხედავ, ბაბუა აქვსენტი ყავს აუგად მოხსენებული, თითქოს ის ჯვარს წერდა არასრულწლოვანებს, ფულს იღებდა ქრთამის სახით საბუთების შედგენის დროს, წირვა-ლოცვას არ ასრულებდა, თუ ფულს არ მისცემდნენ (ალბათ წესის აგებას გულისხმობდა, კარგად არ მახსოვს, 50 წლის წინანდელი ამბავია). წაკითხვის შემდეგ, მახსოვს, გამოვვარდი მამასთან და ვიყვირე, ვინ არის ეს გარეწარიმეთქი და მამას ქალივით ტირილი აუტყდა. მე მოვეხვიე, დავამშვიდე და ვუთხარი: ნუ, მამა, ნუ ტირი, მე მაგას ვაჩვენებ სეირს — მეთქი...მაგრამ მამამ დამამშვიდა და მითხრა: „არა, შვილო, არ ღირს, ის კომუნისტების ჭიას ახარებსო“ და მომიყვა, ვინ იყო ეს კაცი: თურმე ბაბუაჩემის კარებთან ყოფილა გაზრდილი, გაჭირვებული, ღარიბი ოჯახი ჰქონიათ და მათ ბაბუა ეხმარებოდა ყოველმხრივ, მატერიალურად, თუ სულიერად... ბევრი რამ მიამბო, რაც არ ღირს მოსა-ყოლად... მე ის ჟურნალი ცეცხლში შევაგდე და დავწვი. ასე გაგვამწარა მე და მამა თედო სახოკიამ“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.09.2025
ბოლო რედაქტირება 26.09.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0