სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მიხეილ იოსავა ბესიკის ძე 1986-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ხობი სამეგრელო მიხეილ იოსავა ბესიკის ძე 1986-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ხობი სამეგრელო

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი იოსავა სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

398       ბეჭდვა

მიხეილ იოსავა ბესიკის ძე 1986-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ხობი სამეგრელო

რეზერვისტი მედალ მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.



 ის სულ რაღაც 22 წლის ბიჭი იყო. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა. დიდი ცხოვრებისთვის ემზადებოდა, ჰქონდა ოცნებები და მიზნები...

მაგრამ მის სამშობლოს რუსი მოადგა და რეზერვში გამოიძახეს. სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოსულმა უფროსმა მეგობარმა თბილისში წაყოლა ურჩია. უარით გაუსტუმრებია: ასეთ დროს გაქცევა არ ივარგებსო.



ვერც მამას დაუყოლიებია შინ დარჩენაზე. „ამბობდა, ყველა ჩემი მეგობარი იქ არის და მე როგორ გამოვაკლდეო. მრცხვენოდა, დარჩენას რომ ვთხოვდი. სამშობლო მეძახისო, იმეორებდა“, – იტყვის მამა. მამა, რომელმაც თავად მიიყვანა შვილი სენაკის ბაზაზე...

ოჯახი ბოლოს 11 საათზე ელაპარაკა ბაზაზე მყოფ შვილს. პირველი დაბომბვის ხმა რომ გაიგეს, ურეკავდნენ. ზარს რომ არ უპასუხა, მშობლები ბაზაზე გაცვივდნენ. გარდაცვლილი შვილი საავადმყოფოში იპოვეს... რამდენიმე ნასხლეტი ჰქონდა თავში მოხვედრილი...

მიხეილ იოსავა 1986 წელს დაიბადა ხობში. ხობშივე დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და დაამთავრა.

მარინე კაკულია, დედა: „უგემრიელესი შვილი იყო, ვამბობდი, დავბერდები და ბედნიერი დედა ვიქნები-მეთქი... უპრეტენზიო და დაუზარელი, ძალიან ეშმაკი და ჭკვიანი ბავშვი იყო. უფროსებთან მეგობრობა უყვარდა... სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, დაწყებითი კლასების პედაგოგი მეუბნებოდა, თვითნაბადი მათემატიკური ნიჭი აქვსო. მილიონების ფარგლებში ამრავლებდა და ყოფდა ელვის სისწრაფით. ბებია უკრაინელი ჰყავდა და რუსულიც ძალიან კარგად იცოდა. როდესაც სკოლაში ღია გაკვეთილი ტარდებოდა, სულ მიშიკოს მიჰყავდა... მეც სკოლაში ვმუშაობდი და ვთხოვე, შატალოზე არ წახვიდე, უხერხულობაში არ ჩამაგდო-მეთქი. არასოდეს წასულა... სამეგობროში, სამეზობლოში თუ ვინმეს რამე უჭირდა, ყველას კაცივით ედგა გვერდში. თავის საქმეს გადადებდა და სხვისას გააკეთებდა. ძალიან დამოუკიდებელი იყო. ბებია და ბაბუა ჰყავს სოფელში. ყველაფერში ეხმარებოდა. დილიდან ადგებოდა და მზის ამოსვლამდე ყანას უთოხნიდა, დაუზარელი იყო... მამაჩემმა გაიხსენა, ერთხელ მოირბინა და მანქანა მთხოვა, ჩემი მეგობრის დედა ჩანთებს მიათრევს და უნდა წავაღებინოო. მეგონა, სადღაც წასვლა უნდოდა და მატყუებდა. მივეცი გასაღები და გავყევიო. თურმე სიმართლე მითხრა, მართლაც იმ ქალს ეხმარებოდაო... ცდილობდა, ყველას დახმარებოდა, რითაც შეეძლო... ერთადერთი იმაზე ვუბრაზდებოდი, რომ მანქანას სწრაფად დააქროლებდა. თავს იმართლებდა ხოლმე, რა ვქნა, მამა და ბაბუა მანქანას სულ 15 წუთით მაძლევენ და მინდა, ყველაფერი მოვასწროო. მუშაობას როგორც კი დავიწყებ, პირველ რიგში, მანქანას ვიყიდიო...“

ბესო იოსავა, მამა: „ისე უყვარდა მანქანის ტარება, მართვის მოწმობის ასაღებად 3 დღე თავაუღებლად მეცადინეობდა. მარტო მსუბუქზე კი არა, სატვირთოზეც ჩააბარა და მოწმობა აიღო. უნდოდა, საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა და ამბობდა, რა იცი, რაში გამომადგებაო. დამოუკიდებელი იყო. ეტაპობრივად ყველაფერს მივაღწევო, ხშირად მიმეორებდა... ძალიან უყვარდა ნადირობა, თევზაობა, ბილიარდის თამაში. მისი გარდაცვალების შემდეგ, საბილიარდო კლუბის ხელმძღვანელის, ლერი ბასილაიას ინიციატივით, მიშიკო იოსავას სახელობის ტურნირი ჩავატარეთ. მიშიკო ხშირად დადიოდა იმ კლუბში და თურმე ეუბნებოდა, ტურნირი ჩავატაროთ და გამარჯვებული თასით დავაჯილდოოთო. მის სიცოცხლეში ეს ვერ მოხერხდა და შემდეგ ლერი ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში. 23 ნოემბერს, მიშიკოს დაბადების დღეზე ჩატარდა ტურნირი. ამ ტურნირმა სისტემატური ხასიათი მიიღო. სამომავლოდ გვინდა, რომ რეგიონული გახდეს ეს ტურნირი. მიშიკოს სახელით საჩუქრებით ვაჯილდოებთ გამარჯვებულს...“

დედა: „გარდაცვალების მერე ვნახე მისი მობილური, იმდენი სასიყვარულო მესიჯები ჰქონდა, ვერ წარმოიდგენდი... ვიცოდით, რომ შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ არ ვიცით, ვინ იყო... მის ცხოვრებაში არ ვერეოდით. სახლში რემონტი გვქონდა და მეგობრებისთვის უთქვამს, რომ მორჩებიან, ცოლი უნდა მოვიყვანოო. სიურპრიზი უნდა გავუკეთო მშობლებსო... ძალიან ძნელია ცხოვრება მიშიკოს გარეშე. საოცრად მოსიყვარულე იყო. ერთი უხეშად მოქცევა არ მახსოვს მისგან. შემოვარდებოდა, გადამკოცნიდა და ისევ გაიქცეოდა. სულ სადღაც ეჩქარებოდა. ალბათ, გრძნობდა, რომ ხანმოკლე სიცოცხლე ეწერა და ყველაფრის მოსწრება უნდოდა. მიშიკოს გარდაცვალება რომ გავიგეთ, ჩვენს სახლში უამრავი ხალხი ირეოდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ჩემი თავი გადამავიწყდა, სხვების მოსულიერებას ვუნდებოდი, ვფიქრობდი, ვინმე არ მოკვდეს და ცოდვა არ დამედოს-მეთქი. 60 წელს მიღწეული კაცები ბავშვებივით ტიროდნენ. გაოგნებული ვიყავი, 21 წლის ბიჭმა ასეთი დიდი სიყვარულის დათესვა როგორ მოახერხა-მეთქი. ნამდვილად არ ვიცოდი, ამდენ ადამიანს თუ უყვარდა...

2009 წელი რომ დგებოდა, ღამის 11 საათზე მიშიკოს საფლავზე ავედით, ახალი წელი რომ მიგველოცა. სახტად დავრჩით – ასამდე კაცს მოეყარა თავი, სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ახალ წელს ულოცავდნენ მიშიკოს... ვიდექი და ვფიქრობდი, რამ მოიყვანა ამდენი ხალხი ჩემი შვილის საფლავზე ამ ბედნიერ ღამეს, საშინელ თოვლსა და სიცივეში-მეთქი...“

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 24.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0