5 საპატრიარქოს უწყებანი N5 2-8 თებერვალი 2012წ გვ.17
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი
რაჭაში, ონის რაიონში, ერთ ამაღლებულ მთაზე ისტორიული სოფელი მრავალძალი შეფენილა. მერცხლის ბუდის მსგავს სოფლიდან, როცა ცა კარგი მოწმენდილია და ნისლით არ არის დაფარული, შეგიძლიათ თვალი მოავლოთ თითქმის მთელ რაჭას, ოსეთიდან, ვიდრე ლეჩხუმამდე. აქედან თითქმის ყველა სოფელი ხელისგულივით მოსჩანს. როგორც ერთ-ერთი ისტორიკოსი აღნიშნავდა: „ვისაც უნდა, რომ სრული წარმოდგენა იქონიოს რაჭაზე, უსათუოთ აქ უნდა ამოვიდეს და გადაავლოს თვალი გარშემო არე-მასოფელ მრავალძალში მდებარეობს XI საუკუნის უნიკალური ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მისი აგება, სავარაუდოდ, მეფე ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო ამ მხარეში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა. თავდაპირველად ტაძარი რაჭისათვის დამახასიათებელი ტიპური საშუალო ზომის, ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. სახელგანთქმული თავისი სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდალური წარწერებით, შიგნიდან მთლიანად მხატვრობით დაფარული კედლებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით. ისტორიკოსთა ცნობით, აქ ძველთაგანვე მამათა მონასტერი ყოფილა. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი „ნაეკლესიევს“ უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული. უძველეს საეკლესიო წიგნებზე გაკეთებული მინაწერებიდან ვგებულობთ, რომ 1778 წელს მრავალძალში მოღვაწეობდა მღვდელ სვიმონ გძელიშვილი. XVIII საუკუნის 90-იან წლებში იმერეთის მეფე სოლომონ II-ს მრავალძალის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი არსენი (გამყრელიძე) დაუნიშნავს. მამა არსენი აქ 1806 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ კი გურიაში, უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაუყვანიათ, სადაც აღესრულა კიდეც 1829 წლის იანვარში. 1806 წლიდან მოყოლებული მრავალძალში ბერებს აღარ უმსახურიათ, სწორედ ამ წლიდან იწყებს აქ თავის საეკლესიო მოღვაწეობას სხირტლაძეთა გვარის წარმომადგენელი, მღვდელი სვიმონი.
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 2-8 თებერვალი 2012წ გვ.18
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (გაგრძელება)
საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ XIX საუკუნის შენობა ჩამოაქცია, ასევე დააზიანა მისი ძველი ნაწილიც. 2007 წელს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ წამოწყებული აღდგენითი სამუშაოები 2009 წლის შემოდგომაზე დასრულდა. იგი ადრინდელ სახეს დაუბრუნდა. ტაძარი 2010 წლის 19 აგვისტოს ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) აკურთხა და პირველი საზეიმო წირვაც აღავლინა. მღვდელი სვიმონ იოანეს ძე სხირტლაძე 1783 წელს, იმერეთის სამეფოში, რაჭის საერისთავოს სოფელ მრავალძალში დაიბადა. სხირტლაძეების ეს შტო საეკლესიო ყმებად ითვლებოდა. მათი გვარი საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა სამშობლოსა და დედაეკლესიას. პატარა სვიმონმა საეკლესიო განათლება სხვავის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში მიიღო, სადაც იმ პერიოდში მსახურობდა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მოსაგრე ბერი, იღუმენი ანტონი (აბაშიძე, დასავლეთ საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს მაქსიმეს უმცროსი ძმა. იგი რუსეთში ელჩობის დროს თან ახლდა თავის ძმას და მისი გარდაცვალების შემდეგ, 1795 წელს, სამშობლოში დაბრუნდა. იღუმენი ანტონი 1822 წლის შემოდგომაზე აღესრულა). მისი ხელმძლვანელობითა და დახმარებით სვიმონმა საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით იგი დაოჯახდა. 1804 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1806 წელს მღვდლად დაასხა ხელი და მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1812 წელს ერთგული სამსახურისათვის ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა სვიმონი 1847 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. მას ოთხი ვაჟი ჰყავდა: ნიკოლოზი (1811წ.ე, გრიგოლი ” (1814წ.), დავითი (1822წ.) და ზაქარია, რომელთაგან სასულიერო გზა უმცროსმა ვაჟმა, ზაქარიამ აირჩია. მღვდელი ზაქარია 1825 წელს (მეორე “ ვერსიით 1820 წელს) დაიბადა. პირველ–დაწყებითი განათლება მან რაჭის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში შეისწავლა. ოჯახში დაბრუნებული ზაქარია წლების განმავლობაში მრავალძალის ტაძარში მამას მნათეობაში I და მედავითნეობაში ეხმარეობდა. 1846 3 წლის 8 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა დავითმა (წერეთელი), რომელიც ზაქარიას ჯერ კიდევ ჯრუჭის მონასტრიდან იცნობდა და დიდად აფასებდა მის პატიოსნებასა და თავდადებას ეკლესიის წინაშე, იგი დიაკვ-
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 2-8 თებერვალი 2012წ გვ.19
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (გაგრძელება)
ნად აკურთხა. 1847 წლის 9 სექტემბერს კი მღვდლად დაასხა ხელი და
მრავალძალის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესა. 1860 წელს კი იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ამავე ტაძრის წინამძლვრად დანიშნა. მამა ზაქარიამ ნახევარი საუკუნე ღირსეულად და თავდადებით იმსახურა სამღვდელო ასპარეზზე. ერთგული და კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მას სხვადასხვა საეკლესიო ჯილდო ჰქონდა მიღებული. 1898 წლის 7 თებერვალს ასაკის გამო პენსიაზე გავიდა. 1901 წლის 23 ნოემბერს 50-წლიანი სამსახურისათვის რუსეთის წმინდა სინოდმა წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი გადასცა. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. მღვდელ ზაქარია სხირტლაძეს 12 შვილი ჰყავდა, რომელთაგან სასულიერო გზა ოთხმა აირჩია: პავლემ, მარკოზმა (ქრისტეფორე), მიხეილმა და იოსებმა. უფროსი ვაჟი სიმონი (დაბადებული 1848 წელს) გახლდათ მედავითნე, რომელიც 1873 წლის 19 ივნისიდან მამასთან მსახურობდა. უმცროსი - ბესარიონი (დაბადებული 1862 წელს), სოფელში მეურნეობით ირჩენდა თავს. მღვდელი მარკოზი 1853 წელს დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ მამამ იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, სადაც ორი კლასი ისწავლა. 1877 წლის 12 თებერვლიდან 1878 წლის 3 სექტემბრამდე ქუთაისის საკათედრო ტაძრის მორჩილია, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი, რის შემდეგაც ქუთაისის მეორე „ფეხოსანი დრუჟინის“ სამხედრო ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა. 1879 წლის 6 ივლისს საკათედრო ტაძარში დამხმარე მედავითნედ გადაიყვანეს. 1881 წლის 31 მარტს ამავე ტაძარში უფროს პონომარად (საეკლესიო გუნდის რეგენტი) დაადგინეს. 1883 წლის 11 მარტს მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით მარკოზი, რო- გორც საუკეთესო ხმისა და გალობის მცოდნე, საკათედრო ტაძრის მთავარ მედავითნედ დაინიშნა. 1888 წლის დიდ მარხვაში კერძოდიაკვნის შტატში განამწესეს. 1888-1895 წლებში მარკოზი ეპისკოპოს გაბრიელის მესენაკე იყო და ყველა მოგზაურობაში თან ახლდა. ამასთან, მეუფე გაბრიელმა მას დაავალა ეპარქიის მიმოხილვის დროს ეწარმოებინა საეკლესიო საბუთები. 1891 წლის 21 აგვისტოს მეუფე გაბრიელმა კერძოდიაკვნად აკურთხა. სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე მარკოზი ერთგულად ემსახურა ნეტარხსენებულ ეპისკოპოს გაბრიელს. საბედნიეროდ, შემორჩენილია მოგონებები ეპისკოპოს გაბრიელის ასკეტური ცხოვრების შესახებ, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული და მამა მარკოზის მიერ არის მოთხრობილი. ასევე, რამდენიმე საინტერესო ეპიზოდია მოყვანილი დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის წიგნში: „გაბრიელი -- ეპისკოპოსი იმერეთისა“, სადაც მეტად საინტერესო ამბებია მოთხრობილი. გთავაზობთ იმ ადგილს, როდესაც სინოდის ობერ-პროკურორი ვ. კ. საბლერი ეწვია მეუფე გაბრიელს: „გაბრიელს სწვევია პეტერბურგიდან სინოდის ობერ-პროკურორი “ საბლერი. როგორ მიუღია იგი? მოვუსმინოთ გაბრიელის განუყრელ გუშაგს და ხელზე მოსამსახურეს, მის მესაიდუმლეს, მამა მარკოზ სხირტლაძეს, რომელმაც გაბრიელთან ნახევარი სიცოცხლე გაატარა. მე დავესწარი საბლერისა და სინოდის კანცელარიის სეკრეტრის ჩამოსვლას, ამბობს მამა სხირტლაძე და მათი სადილის მირთმევაზე ძლიერ მეშინოდა. მე რა ვიცი მაგათი სადილის გაწყობის-მეთქი, მოვახსენე ბატონს; ლაქია მოვიხმაროთ ვინმე-მეთქი, მაგრამ სრულებითაც ყურადღება არ მომაქცია, მიბრძანა, კმარა რაც იცი, რა საჭიროა ბევრი ცერემონიაო. მე მოვახსენე, მეუფეო, მაგიდის საფრები ძველები გახლავს, აქა იქ ნაჭრებიც კი აკერია და ის მაინც ვიყიდოთ ახალი-მეთქი. გამიჯავრდა, შენმა სიცოცხლემ სტოლის საფრებს ვიყიდი კი არა, სხვა არაფერი გნებავს კიდეო? წადი, მე რითაც ვცხოვრობ, იმით დავხვდები, ნუ სწუხარ შენო. რაღას ვიქმოდი, როგორც იყო მივართვი სადილი ძველისტოლსაფრებით, ძველი სალფეთქებით, ძველი დანა-ჩანგლით და ძველი ფრაჟის კოვზებით. მადლობა ღმერთს, ჩემი შეხედულობით კმაყოფილები დარჩენ და მადლობა უთხრეს ბატონს. როცა წავიდენ, გამობრუნდა და მითხრა, რომ სწუხდი, ხომ ყველაფერი კარგად გამოვიდა, არ გრცხვენია, მადლობაც კი სთქვესო. ამის შემდეგ ნათესავებში მაქებდა „ჩემი მარკოზა მარჯვე კაციაო“.
ეპისკოპოს გაბრიელის გარდაცვალებისა და დაკრძალვის შემდეგ, 1896 წლის 17 მარტს, იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მარკოზი დიაკვნად აკურთხა, 31 მარტს კი მღვდლად დაასხა ხელი და მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად განამწესა. 1898 წლის 7 თებერვალს,
ავადმყოფობისა და მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა მამამისი, მლვდელი ზაქარია სხირტლაძე და მამა მარკოზი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი მარკოზი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა რაჭის მაზრაში. ჭირსა თუ ლხინში გვერდით ედგა მთელ სოფელს, მრევლს და მათ ქრისტეს სარწმუნოების სიყვარულს უნერგავდა. პატი-
5-3 საპატრიარქოს უწყებანი N5 2-8 თებერვალი 2012წ გვ.20
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (დასასრული)
ოსანი ცხოვრებითა და თავმდაბლობით იგი მათთვის ჭეშმარიტი მაგა- ,
ლითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა. გაბრიელ ეპისკოპოსის აღზრდი- ლი და მოწაფე ყველა კეთილი საქმის წამომწყები და ორგანიზატორი იყო და თავადაც ბევრს ზრუნავდა მომავალ თაობებში სწავლა-განათლების გავრცელებისათვის. სოფელში მის მიერ დაარსებულ სამრევლო-საეკ- ლესიო სკოლაში უსასყიდლოდ ას-წავლიდა ბავშვებს. 1911 წელს გა-ზეთ „კოლხიდაში“ ვინმე ს. დათეშიძე მრავალძალის ეკლესიასა და მის დაუზარელ მოძღვარზე წერდა: „ეს პატარა სოფელი სულ 80 კომლისაგან შესდგება. არამც თუ რაჭის რომელიმე კუთხიდან, არამედ ლეჩხუმის საზღვრებიდანაც კი შეგიძლიათ გაარჩიოთ ამ მერცხლის ბუდის თავზე თეთრად მოკიანთე სობორო. ეს ეკლესია არის ახლად გადაკეთებული და შემკობილი აქ მსახურის მღვდლის მარკოზ სხირტლაძისაგან. 8.“ ამ ეკლესიაზე და მის გალავანზე დახარჯულია დიდძალი ფული და აქვე გვერდით ახლა შენდება შვენიერი ქვის შენობა სამრევლო სკოლისათვის. ვინაა ასეთი მხნე და სოფლისათვის გულშემატკივარი კაცი, რომ ამშვენიერებს ამ პატარა სოფელს? ეს გახლავთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და მხნე მუშა, მღვდელი ამავე სოფლისა, აქაურიმცხოვრები მარკოზ სხირტლაძე. თუ რა შეძლებია ერთი კაცის მხნეობას და მეცადინეობას, თუნდ დიდი ცოდნისა და განათლებისაც არ მქონეს, -– ამას გვიმტკიცებს ეს პატიოსანი მამა. მარკოზი იყო მორჩილი და მსახური სულგანათლებულის გაბრიელ ეპისკოპოსისა. გაბრიელის გარდაცვალების დღიდგან მარკოზი მოშორდა ქუთაისს და მიაშურა თავის ღარიბ სოფელ მრავალძალს, მას შემდეგ ეს ღვთის მორწმუნე კაცი ერთგულად ემსახურება
თავის სოფელს. სოფლისადმი გულშემატკივარ მარკოზს გვერდში ამოსდგომია ამავე სოფლის შვილი, მიხეილ სხირტლაძე (მიხეილ მათეს ძე სხირტლაძე იყო საერო პიროვნება, ამავე სოფლის მკვიდრი, რომელიც გარდაიცვალა თბილისში 1931 წლის 30 მაისს -- რედაქცია), კაცი თბილისში მოვაჭრე, უშვილო და, მასთან, მდიდარი. მიხეილ სხირტლაძეს ჯერჯერობით ასი თუმანი შეუწირავს სკოლისათვის და მომავალშიც იმედია, არ მოაკლებს თავის მფარველობას, რადგან ის არის ამ სკოლის მზრუნველიც. ვუსურვებ მრავალძალის პატარა მოწაფეებს კეთილად აღზრდას, რომ ასეთ გულშემატკივარნი და საზოგადოებისადმი თავდადებულნი, როგორც ბრძანდებიან მღვდელი მარკოზი და მიხეილ სხირტლაძე, არ მოკლებოდნენ მათ კოპწია სკოლას. რაჭის მაზრაში ათობით და ოცობით მოიძებნება სემინარიის კურსდამთავრებული მღვდელი, მაგრამ ძვირად შეხვდებით, რომ რომელიმე მათგანს გაემართოს სკოლა და ეზრუნოს ხალხისათვის. საჭიროა, ვისაც ჯერ არს, მიექცეს ასეთ დაუდევრობას ყურადღება და სამღვდელო პირი დაჯილდოებული იყოს სამსახურში, არა მარტო იმიტომ, რომ სემინარიის მოწმობა ხელთ უგდია, არამედ იმით, თუ რა სიკეთე და სამსახური მიუძღვის ხალხის წინაშე“. 1921 წელს საქართველო ბოლშევიკებმა დაიპყრეს. მათ ეკლესია-მონასტრები დაარბიეს და იქ მოღვაწე სასულიერო პირები შეავიწროვეს. რაჭის მაზრაში დაიკეტა თითქმის ყველა მოქმედი ეკლესია. გამონაკლისი არც მრავალძალის უძველესი ტაძარი იყო, სადაც მამა მარკოზი მსახურობდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ანაფორის გახდა და მასწავლებლობა შესთავაზა, რაზედაც მოხუცებულმა მოძღვარმა მტკიცე უარი განაცხადა. 1924-1925 წლებში ქვეყანაში საყოველთაო რეპრესიების დროს იგი იძულებული გახდა მიეტოვებინა მღვდელმსახურება. თუმცა, შთამომავლების გადმოცემით, იგი უჩუმრად მაინც აღასრულებდა საეკლესიო წესებს. განაწამები მოძღვარი 1929 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, დაკრძალულია საკუთარი სახლის ეზოში.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 9-15 თებერვალი 2012წ გვ.17
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი
დეკანოზი მიხეილი 1856 წლის 5 თებერვალს დაიბადა. სხირტლაძეების გვარში იგი ყველაზე გამორჩეული საეკლესიო მოღვაწე გახლდათ. მიხეილი თავდაპირველად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1877 წელს წარჩინებით დაასრულა. ამავე წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) რეკომენდაციით მან საბუთები თბილისის სასულიერო სემინარიაში შეიტანა. 1883 წელს მიხეილმა სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და მაშინვე მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. 1884 წელს მიხეილი დაქორწინდა მართა ბრეგვაძეზე. 1884 წლის! ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 8 ივლისს კი მღვდლად დაასხა ხელი და იწის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1884, 1885 და 1886 წლებში ოლქის სამღვდელოებამ იმერეთის საეპარქიო კრებებზე დამსწრე დეპუტატად გააგზავნა. 1886 წლის 17 ივლისიდან 1891 წლამდე იყო რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველი. თავის მოგონებებში სამღვდელო მოღვაწეობის დასაწყისზე მამა მიხეილი წერდა: „როდესაც სემინარია დავამთავრე, 1883-ს წელში, გამოვეცხადე გაბრიელ ეპისკოპოსს სექტემბერში და ვსთხოვე მღვდლობა სადმე რაჭაში. ეს დიდად ესიამოვნა და მიბრძანა: „ორი სამრევლო არის იქ ახლა დაცლილი: ხვანჭკარა და ინა, წადი, გაიგე ადგილობრ და რომელიც სამჯობნო იქნება შენთვის, მას მოგცემო“. მრევლის გამორჩევიდან დაქორწინებამდე (მისი მეუღლე გახლდათ მართა სოფრომის ასულზე, დაბადებული 1868 წელს -რედ.). მეორე წლის ივანობისთვემ მოაწია და დამაგვიანდა. ივნისში რომ გამოვეცხადე, ძალიან გამიწყრა: „შენ ამდენ ხანს ორი მრევლი დამასჯევინე უმღვდელობითო". აქედან სჩანს, თუ რამდენად სწადდა და სცდილობდა ცოტათი მაინც ნასწავლი პირის მღვდლობას გაბრიელი. მე მოვახსენე, რა ვქნა, მეუფეო, ცოლის არჩევა ადვილი არ არის-მეთქი. სამაგიეროდ, ჩემი მოთმინებაც გამოსცადა. მიმცა საღმრთო წერილის და ტიპიკონის გამოცდაზე. ეს პირველი შემთხვევა იყო სემინარიელის გამოცდაზე გადაცემისა. კურთხევის დღეც ბევრჯელ გადამიდვა -- უნდოდა, რომ გაეგო ჩემი მოთმინება. დიაკვნად ხელდასხმის დღეს, წირვისას, ახალ ნაკურთხს მრისხანედ შემომხედა და გამიწყრა: „ნუ იჩქარი კვერექსის თქმას, გალობა აცალეო“. მღვდლად კურთხევის სიგელის მოცემის დროა გელათში მიბრძანა: „მრევლს, ეცადე, ცისკარსა და წირვას შუა ლოცვები აუხსნა და წირვაზედ -- სახარება. ბოვშებს ასწავლე და ისინი შემდგომ უფრო პატივის მცემელნი და ხათრით იქმნებიან შენთან. უფროსებს, შეხვედრის დროს, უნდა უთხრა გამარჯობა და გამოკითხო ოჯახური მდგომარეობა, მით იგინი უფრო დაგიახლოედებიან და სიყვარულით მოგექცევიან. ტიპიკონი და საღმრთო წერილი კარგად უნდა შეისწავლო, ბლაღოჩინობას მოგცემ და უნდა შესძლო მთელი შენი ოლქის კრებულების გაწრთვნა და განვითარება წირვა-ლოცვის საქმეშიო“. მართლაც, 1886 წლის 23 ოქტომბერს მეუფე გაბრიელმა მას ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შესრულება დაავალა, ხოლო 1887 წლის 20 ოქტომბერს დაამტკიცა კიდეც ამ თანამდებობაზე. 1888 წლის 19 აგვისტოს მეუფე გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1888 წლის 21 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1890 წლის 27 თებერვალს სხვავის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1891 წლის 15 მარტს ბარის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. გადაყვანისთანავე მამა მიხეილმა დაიწყო ფიქრი მრავალძალის უძველესი ტაძრის განახლებაზე. მისი ინიციატივითა და პროექტით XIX საუკუნის ბოლოს ერთნავიანი დარბაზული ტაძარი გადაკეთდა გუმბათიან ეკლესიად, რომელსაც აღმოსავლეთის მხრიდან მიაშენა სამრეკლო ხარისა და ძროხის თავების ჰორელიეფების დატანებით, დასავლეთის მხრიდან მიშენდა აფსიდები, რომელმაც მთლიანად შეუცვალა და განუახლა სახე ეკლესიას. ამ საქმესთან დაკავშირებით მას მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუხდა, რასაც შემდგომში ასე იხსენებდა: „1890 წელს დავიწყე თავგამოდებით და ერთგულებით ჩემი სამშობლო-სოფლის მრავალძალის ეკლესიის გადაკეთების საქმე. ეს ეკლესია, როგორც უძველესი და არქეოლოგიურად შესანიშნავი, მძიმე საქმე შეიქმნა ჩემთვის. თუმცა არქიტექტორის შედგენილის დაგუბერნიის სამმართველოსაგან მოწო-ს ბულის გეგმისამებრ, რომელიც იყო დამტკიცებული გაბრიელ ეპისკოპოსისაგან, მე დავიწყე გადაკეთება აღნიშნულის ეკლესიისა, მაგრამ მაინც ჩემზედ შევიდა დიდი „დანოსები" უმაღლეს მთავრობასთან. აგრეთვე დაიწყეს გაზეთებშიდაც წერა, რომ ვითომც მე ჩემით მოვსპევი უძველესი არქეოლოგიური ნაშთი. რაღა თქმა უნდა, რომ მე ჩავარდი დიდ განსაცდელსა და მწუხარებაში. თავბრუდასხმული წავედი ქუთაისში. პირველად ვინახულე მდივანი საეპარქიო კანცელარიისა; მან მითხრა: „ეპისკოპოსს არ ჰქონდა იმ უძველესი ეკლესიის დარღვევის და გადაკეთების ნების მოცემის უფლება: აწ, როგორ გამოკეთდება საქმე, ან რა ეშველება მას, მე არ ვიციო“. ამის შემდეგ მე შევედი გაბრიელთან და ეს ყველაფერი მოვახსენე. მათი მეუფება დაფიქრდა, თითების ფრჩხილები ერთი მეორეზედ გაუსვა და ბრძანა ეს სიტყვები :....
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 9-15 თებერვალი 2012წ გვ.18
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (გაგრძელება)
.....“. თან ჩემის იქავე მოხსენებით, მაზრის სამმართველოს მისწერა გაეწია ჩემთვის დახმარება აღნიშნული მრევლის სამუშაოდ გამოწვევაზედ, რომელიც ბოროტ პირების შეგონებით
წინააღმდეგი გამიხდა საქმის დაწყებისთანავე. ამნაირი თავგამოდებული და გვერდში მდგომი იყო გაბრიელი ყოველ კეთილ საქმეში“. 1892 წლის 12 აპრილს მამა მიხეილს სკუფია უბოძეს.
1893 წლის 10 ივლისს სამთავარხუცესოში კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მადლობა გამოუცხადა. 1896 წლის 14 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1901 წლის 19 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1902 წლის 3 თებერვალს რუსეთის წმინდა სინოდმა მთავარხუცესად 12-წლიანი პატიოსანი მოღვაწეობისათვის წმინდა ანას!”"II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1906 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1911 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი მიიღო.
დეკანოზ მიხეილის მზრუნველობით ასევე კაპიტალურად შეკეთდა და ახალი სახურავით გადაიხურა სოფელ წესში, რაჭის ერისთავ როსტომის მიერ აშენებული ბარაკონის ეკლესია.
დეკანოზ მიხეილის ნაშრომები და ქადაგებები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე მრავლად იბეჭდებოდა იმჟამინდელ ქართულ პრესაში, საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში:
„ივერიაში“, „მწყემსში", „კვალსა“ და „შინაურ საქმეებში".
1921 წლის გასაბჭოებამ მძიმედ იმოქმედა მამა მიხეილზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, რაჭაში დაიკეტა თითქმის ყველა მოქმედი ეკლესია. 1924 წელს მოძღვარი აიძულეს მიეტოვებინა სხვავის სამრევლო და თავშესაფარი თბილისში ეძებნა. კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ
(ხელაია) დეკანოზი მიხეილი კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა, სადაც მან რამდენიმე წელი იმსახურა. შემდგომში იგი იძულებული გახდა, აქაც მიეტოვებინა სამსახური და სოფელში დაბრუნებულიყო, სადაც აღესრულა კიდეც 1940 წლის 10 ივნისს. დასაფლავებულია მრავალძალში, საგვარეულო სასაფლაოზე.
მღვდელი პავლე 1849 წელს დაიბადა. 1869-1873 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ რაჭაში, სოფელ ბარის სასოფლო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1878 წლის 16 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ბარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დანიშნა. 1881 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1882 წლის 13 მარტს მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და რაჭაში, სოფელ მუხლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1884 წლის 23 ივნისს ხვანჭკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1889 წლის 15 ნოემბერს ლიხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1896 წლის 23 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) საგვერდულით დააჯილდოვა. მღვდელი პავლე 1909 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე - დესპინე ლუკას ასული (დაბადებული 1858 წელს) და შვილები: ეპიფანე (1874წ.), ვლადიმერი (1885წ.), ბიკენტი (1889წ.), პელაგია (1873წ.) და გაიანე (1897წ.). ასევე სასულიერო პირები იყვნენ მღვდელ პავლე სხირტლაძის ვაჟები: ეპიფანე და ბიკენტი. მღვდელი ეპიფანე 1874 წელს დაიბადა. 1890-1894 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1894-1900 წლებში ქუთაისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1901 წლის იანვარში ეპიფანემ ჯვარი დაიწერა ლუბა სარდიონის ასულ პატარიძეზე (დაბადებული 1884 წელს) და მასთან ექვსი ვაჟი ეყოლა: გიორგი (დაბადებული 1902 წლის 6 მაისს, დაამთავრა გორის ვაჟთა გიმნაზია); ვარვარე (დაბადებული 1906 წლის 6 იანვარს); პავლე (დაბადებული 1908 წლის 20 ოქრომბერს); იოანე (დაბადებული 1912 “ წლის 1 ნოემბერს) და მიხეილი (დაბადებული 1914 წლის 1 ივლისს). 1901 წლის 2 თებერვალს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) ეპიფანე დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 4 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და გორის მაზრაში, სოფელ სამწევრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1903 წლის 22 იანვარს ხცისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1905 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის დასაწყისიდან 1905 წლის 22 სექტემბრამდე გორის მაზრის VII ოლქის მთავარხუცესის თანაშემწეა, ხოლო 1905 წლის 22 სექტემბრიდან 1907 წლის 1 ივნისამდე
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 9-15 თებერვალი 2012წ გვ.19
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (გაგრძელება)
ამავე ოლქის მთავარხუცესია. 1908 წლის 15 იანვარს ვაყის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1909 წლიდან მღვდელი ეპიფანე ზემო გომის ერთწლიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში
საღვთო სჯულს ასწავლიდა, სადაც ნაყოფიერი და თავდაუზოგავი მოღვაწეობისთვის 1914 წლის 15 მარტს თბილისის გუბერნიის მესამე რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორისაგან მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 1910 წლის 12 აპრილს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 15 მარტიდან სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის ქალთა ოთხწლიან სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წლის 23 ნოემბრიდან მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მწირველ და სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1916 წლის 19 ოქტომბერს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
კომუნისტურმა მმართველობამ მამა ეპიფანეს ავჭალაში მოუსწრო. ამ პერიოდში მას უკვე გარდაცვლილი ჰყავდა მეუღლე და ოჯახის ტვირთს ის ეწეოდა. ამას დაერთო კომუნისტებისგან დევნა-შევიწროება. მამა ეპიფანემ ანაფორა არ გაიხადა, სამსახურს უშიშრად აგრძელებდა, რამდენჯერმე მკაცრად გააფრთხილეს, ვერ შეურყიეს ნებისყოფა, თუმცა იძულებული გახადეს, იქაურობას გარიდებოდა. 1923 წლის 26 თებერვალს, თავისი
თხოვნის საფუძველზე, სოფელ გლდანის სამრევლოში განამწესეს, სადაც მხოლოდ იმავე წლის 19 მარტამდე იმსახურა და ისევ უკან დაბრუნდა. 1923 წლის ზაფხულში
მანგლისის ეპარქიაში, სოფელ პრიუტის (ახლანდელი ორბეთის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი ეპიფანე ამ სოფელში 1925 წლის ბოლომდე მსახურობდა. 1926 წლის იანვრიდან, თავისი თხოვნით, თბილისში გადაიყვანეს და სიონის საპატრიარქო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა, სადაც XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისამდე დაჰყო. განაწამები მოძღვარი დედაქალაქშიც არ მოასვენეს.
ხელისუფლებამ ჩამოართვა საცხოვრებელი ბინა, ჩამოართვეს ქონება და მის შვილებს ყოველმხრივ ავიწროებდა. მამა ეპიფანემ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესგან (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევა აიღო და ეკლესიის სამსახური მიატოვა. მან მიხაილოვის საავადმყოფოში მთავარ ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ყოფილმა მოძღვარმა, ოჯახის გამოსაკვებად სიცოცხლის 20 უკანასკნელი წელი საერო სამსახურში გაატარა. მამა ეპიფანე 1954 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, იგი საეკლესიო წესით დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე, 1964 წელს კი მისი ცხედარი საბურთალოს ახლად გახსნილ პანთეონში გადაასვენეს. საინტერესო ამბები მოგვითხრო მღვდელ ეპიფანეს შვილიშვილმა, ქალბატონმა მაგული ბიძინას ასულმა სხირტლაძემ: „უმცროსი ვაჟის, ბიძინას მშობიარობას გადაჰყვა ლუბა პატარიძე, რის გამოც პატარა ყრმა მამამისმა აღსაზრდელად სამთავროს დედათა მონასტერში არსებულ პანსიონატში მიაბარა, სადაც იგი ნ წლამდე იმყოფებოდა. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მამა ეპიფანეს ექვსივე ვაჟი გაიწვიეს ფრონტზე, საიდანაც სუყველანი უვნებლად დაბრუნდნენ. შემდგომში სამშობლოში დაბრუნებული ბიძინა ოჯახის წევრებს საიდუმლოდ უყვებოდა,
თუ როგორ იხსნა იგი ორჯერ სასწაულებრივად წმინდა მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა: ომის პირველ წლებში ჩვენი ჯარები სწრაფად იხევდნენ უკან.
ერთხელ დაღლილობისგან სანგარში ჩამეძინა და ამ დროს ძილში გამომეცხადა თეთრწვერა მოხუცი, რომელმაც გამაღვიძა და მითხრა, რა დროს ძილია, სასწრაფოდ ამოდი სანგრიდან და შენს ნაწილს დაეწიეო. ამოვედი, რამდენიმე მეტრი გავიარე თუ არა, სანგარი საშინლად დაბომბა არტილერიამ. იგივე განმეორდა მეორე შემთხვევაშიცო“. მღვდელი ბიკენტი 1889 წელს დაიბადა. 1900-1904 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1904-1910 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1910 წელს ბიკენტი დაქორწინდა შუქრუთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მღვდელ აბესალომ გრიგოლის ძე ჩაჩანიძის ქალიშვილ ქეთევანზე (გარდაიცვალა 1964 წლის 4 მარტს), რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: ვლადიმერი (სწავლობდა რკინიგზის ინსტიტუტში. იგი თავისი მეგობრის მაგივრად, რომელსაც ოჯახი და ორი შვილი ჰყავდა, მეორე მსოფლიო ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა); თინათინი (პედაგოგი, გათხოვილი იყო ლევან წიქარიშვილზე) და შალვა (სამთო-ინჟინერი, ცოლად ჰყავდა ზოია ტერეი-სხირტლაძისა, რომელიც წარმოშობით უნგრელი გახლდათ).
6-3 საპატრიარქოს უწყებანი N6 9-15 თებერვალი 2012წ გვ.20
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (დასასრული)
1910 წლის ზაფხულში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ბიკენტი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მლვდლად დაასხა ხელი და იმერეთის ეპარქიაში, რაჭის მაზრაში სოფელ ლიხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად განამწესა. 1914 წლის 7 მარტს მამა ბიკენტი, თავისი თხოვნის
საფუძველზე, ქართლ-კახეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ბორჯომის ხეობაში, სოფელ ბაკურიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. თავისი პატიოსანი და კეთილსინდისიერი სამსახურით მამა ბიკენტიმ დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა ბაკურიანის სამრევლოში. იგი ყველას უყვარდა და ხშირად მიმართავდნენ ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად. იგი იყო ყველას მანუგეშებელი და მფარველი. ჭირსა თუ ლხინში დაუზარლად ასრულებდა თავის მოვალეობას და ღირსეული მოძღვრის სახელიც დატოვა მთელ იმ მხარეში. ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 1916 წლის 20 იანვარს მამა ბიკენტი გორის მაზრაში გადაიყვანეს და ხაშურში, ტეზერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს, სადაც ასევე არ დაუკლია შრომა და სამსახური მრევლისათვის. XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებმა მოძღვარი რამდენჯერმე დაიბარეს და ანაფორის გახდა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დახვრეტით დაემუქრნენ. 1924 წელს, როდესაც მასობრივად დახვრიტეს სამღვდელოება და თავადაზნაურობა, მამა ბიკენტიც ამ სიაში მოხვდა. მას უეჭველი დახვრეტა ელოდა, მაგრამ მრევლი და სოფლის მოსახლეობა წინ აღუდგა ამ ამბავს. მათ სთხოვეს მოძღვარს დროებით, სანამ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, დაეტოვებინა სასულიერო სამსახური და მასწავლებლად დაეწყო მუშაობა. მამა ბიკენტიმ ვერ გაუძლო ამ შემოტევას და გაიხადა ანაფორა. იგი ხაშურის საშუალო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ხოლო მომდევნო წლებში განათლების სისტემაში მუშაობდა. მთელი თავისი (ცოდნა და ენერგია მან ახალგაზრდა თაობის ღირსეულად აღზრდას შეალია. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა ბიკენტიმ ხაშურში გაატარა, სადაც 1967 წლის თებერვალში აღესრულა. დასაფლავებულია ხაშურის საერო სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. მღვდელი იოსები 1866 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში ისწავლა. 1884 წლის 30 ოქტომბერს იმერეთის საეპარქიო კანცელარიაში მწერლის თანამდებობაზე დაინიშნა. 1890 წლის 7 სექტემბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ერთგული და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობა გამოუცხადა, პირად საქმეში შეტანით. 1886 წლის 22 დეკემბერს იოსები ჭიბრევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1890 წლიდან ამავე სოფლის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. 1893 წლის 3 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1894 წლის 3 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და მუხლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1897 წლის 5 ივლისს ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ჭიბრევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1900 წლის 25 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა იოსებს ჰყავდა მეუღლე აღათი ბართლომეს ასული კერვალიშვილი (დაბადებული 1877 წელს) და შვილები: თომა (1897წ.), გიორგი (1900წ.) და მარინა (1901წ.). კომუნისტების შემოსვლის შემდეგ მამა იოსები უჩუმრად მაინც აღასრულებდა საეკლესიო წესებსა და განაგრძობდა მრევლის ნუგეშინისცემას. გარდაიცვალა 1936/37 წელს და დაკრძალულია სოფელ მრავალძალში, საგვარეულო სასაფლაოზე.