სიმონ სხირტლაძე (1912-1974) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1936 წელს.
1937 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მორვაწეობა, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და სხვადასხვა საშუალო სკოლაში; 1940 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში ("ლიტერატურული საქართველო", "მნათობი", "სახალხო განათლება", "დროშა", "დილა", "პიონერი", "საბჭოთა ხელოვნება" და სხვა) სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს ქართული მწერლობის ისტორიიდან (ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ი. გოგებაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას, გ. ტაბიძის, გ. ქიქოძის და სხვათა შესახებ) და პედაგოგიკის საკითხებზე; გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "გადანახული საგანძურიდან" (1965), "შენი მეგობრების ქალაქი" (1966, თანაავტორი ვ. ჯოხაძე), "წერილები ქართულ ლიტერატურაზე" (1977); თბილისში არის სიმონ სხირტლაძის ქუჩა; საზოგადო მოღვაწე.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.848
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1963 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
ბიბლიოგრაფია
- მრავალძალი : წერილები, ჩანაწერები, ნაწყვეტები უსათაურო ლექსებიდან, მოგონებები (ავტორი). - თბილისი, 2000. - 222გვ.
- წერილები : ქართულ ლიტერატურაზე (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1977. - 360გვ.
- შენი მეგობრების ქალაქი (თანაავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 100გვ.
- გადანახული საგანძურიდან : კრიტიკ. წერილები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1965. - 242გვ.