ნიკოლოზ ივანეს ძე სხირტლაძე (დ. 25 აგვისტო [ ძვ. სტ. 12 აგვისტო] , 1911, სოფელი მრავალძალი (მთისკალთა) ონის მუნიციპალიტეტი — გ. 2006, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადამიის წევრ-კორესპონდენტი (1974). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961). საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1973). ვიკიპედია
დაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი მრავალძალი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს.
1936-1939წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, მინერალოგიის მუზეუმის გამგე; 1939-1948წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასისტენტი, დოცენტი; 1941-1960წწ. გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1948-1960წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის და პეტროგრაფიის კათედრის დოცენტი; 1960-1994წწ. კათედრის გამგე; პროფესორი(1997). ავტორია 170-ზე მეტი ნაშრომის, 9 მონოგრაფიის და სახელმძღვანელოსი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს პალეოგენის შემდგომი ეფუზიური ვულკანიზმი", დაიცვა 1960 წელს.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 304; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1996 - ღირსების ორდენი
- 1973 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1946 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს ცეოლითების გენეტიკური ჯგუფები, მათი მთავარი საბადოები და გამოვლინებები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997. - 31გვ.
- პეტროგრაფია მინერალოგიის საფუძვლებით : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1970. - 331გვ.
- ეროვნული ბიბლიოთეკა