31 საპატრიარქოს უწყებანი N31 18-25სექტემბერი 2014წ გვ.18
ვაწაძეების სასულიერო ოჯახი
ამ სტატიაში საუბარი გვექნება რაჭაში, სოფ. ღვარდიაში მოლვაწე სასულიერო პირების – ვაწაძების საინტერესო ოჯახზე, რომელთა პირველი წარმომადგენელი XVIII ს-ის II ნახევრიდან იხსენიება საეკლესიო საბუთებში. ეს გახლდათ მღვდელი ლაზარე ვაწაძე. იგი 1769 წელს სოფ. ღვარდიაში, საბატონი ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. მამა ლაზარემ წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვდელ-მონაზონ მიქაელთან ისწავლა. XVIII ს-ის ბოლოს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1803 წელს ისევ მეუფე სოფრონმა მღვდლად დაასხა ხელი და ღვარდიის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. მოძღვარი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა ერთი ვაჟი, მომავალი მღვდელი ეგნატე. მამა ლაზარეს უკავშირდება ვაწაძეების ბერძნულ სტილში აშენებული სასახლის მშენებლობა. გადმოცემის თანახმად, მამა ლაზარეს ვალი ჰქონია მეზობელ სოფელში მცხოვრებ ახვლედიანებს, რომლებიც კარგი ოსტატები ყოფილან. სწორედ ვალის საფასურში აუშენეს მათ ეს სასახლე მამა ლაზარეს. იგი გარდაიცვალა 1839 წლის 27 დეკემბერს, დაკრძალულია სოფ. ღვარდიაში.
მღვდელი ეგნატე ვაწაძე 1813 წელს დაიბადა. იგი ოჯახშივე ეზიარა ქრისტიანულ სარწმუნოებას. სიყრმიდანვე თავის მამას ეხმარეობდა ეკლესიაში საეკლესიო წესების შესრულებაში და მედავითნის მოვალეობა ჰქონდა შეთავსებული. მამის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა. დიაკვნის ხარისხში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 1843 წელს, იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და ღვარდიის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. გარდაიცვალა 1876 წლის 20 ოქტომბერს. მამა ეგნატეს ჰყვადა ერთი ვაჟი იოსები, რომელიც ყველაზე გამორჩეული, განსწავლული და ცნობილი სასულიერო მოღვაწე გახლდათ გვარში.
დეკანოზი იოსებ ვაწაძე 1829 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1847-1853 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1854 წლის 1 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) იოსები დიაკვნად აკურთხა, 1855 წლის 14 თებერვალს კი მლვდლად დაასხა ხელი და რაჭაში, ძეგლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ამ პერიოდში დაჯილდოვდა ყირიმის ომის სამახსოვრო (1853-1856) ბრინჯაოს პვრირი 1859 წლის 15 მაისს მამა იოსები სვანეთში, ფხუტრერის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამასწ ვე წლის მიწურულს ფარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1860 წლის 22 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1860 წლის 4 ივნისს მესტიის ოლქის მთავარხუცესსს თანაშემწედ აირჩიეს. 1860 წლის 18 ოქტომბერს ბეჩოს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის განახლებისათვის საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1861 წლის 7 ოქტომბერს მთავარხუცესად მოვალეობის შემსრულებლად დაადგი- ნეს. 1862 წლის 30 მარტს სვანეთში ქრისტიანობის გავრცელების საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის მთავარხუცესად დაამტკიცეს. 1863 წლის 13 თებერვალს სკუფია უბოძეს. 1867 წლის 3 თებერვალს 3046 სვანის მონათვლისათვის წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1871 წლის 3 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1872 წლის 16 მაისს სვანეთის ეკლესიებისა და იქ არსებული საეკლესიო ქონების შემსწავლელი და აღმრიცხველი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, რასაც მამა იოსებმა წარმატებით გაართვა თავი. 1875 წლის 12 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1877 წლის დეკემბრიდან 1881 წლის 1 სექტემბერამდე პარალელურად ბეჩოს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარიც იყო. 1878 წლის 27 აპრილს სვანეთის ეკლესიების მოვლისა და განახლებისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1879 წლის 12 ივნისს ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1883 წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1888
საპატრიარქოს უწყებანი N31 18-25სექტემბერი 2014წ გვ.19
ვაწაძეების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
წლის 24 აპრილს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 6 მაისს იმ პერიოდში იშვიათი საეკლესიო ჯილდო ენქერი მიიღო. გარდაიცვალა 1899 წლის ივნისში ქუთაისში. დეკანოზ იოსები ვაწაძის მოღვწეობისა და მისი უკანასკნელი დღეების შესახებ ჟურნალ „მწყემსის“ ფურცლებზე ვკითხულობთ: „წარსული ივნისის თვის 19 რიცხვს ლატალის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელმა გაიოზ ძიმისტარაშვილმა მოიწვია თავის რწმუნებულ ეკლესიაზე მთელი სვანეთის სამღვდელოება და მათთან ერთად გადაიხადა წირვა და პანაშვიდი უკვე გარდაცვალებულის სვანეთის ბლაღოჩინის დეკანოზ იოსებ ვაწაძის სულის მოსახსენებლად. შემდეგ წირვისა ყველა მოწვეული სამღვდელოება სახლში მიიწვია სადილად მამა გაიოზმა. სადილზედ მან წარმოსთქვა შემდეგი სიტყვა განსვენებული დეკანოზის შესახებ: „დღეს ჩვენ ყველანი შევიკრიბენით ჩვენის უკვე განსვენებულის დეკანოზის იოსებ ვაწაძის სულის მოსახსენებლად. განსვენებული განმავლობასა შინა ორმეოცის წლისასა მსახურობდა სვანეთში და მთელი სვანეთის სამღვდელოების გზის მაჩვენებელი იყო, როგორც ბლაღოჩინი. დღეს ულმობელმა სიკვდილმა მოულოდნელად მოგვტაცა იგი. უფრო სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ვერ ვეღირსეთ მის უკანასკნელ ანბორს და მისგან შენდობის მიღებას, ვინაიდგან განსვენებული ქ. ქუთაისში გარდაიცვალა. დღეს განსვენებულის ყველა პატივისმცემელნი აქ ვართ შეკრებილნი, რათა თვალწინ წარმოვიდგინოთ განსვენებულის სამსახური და გამოვხატოთ ჩვენი მისდამი პატივისცემა. მე, როგორც თქვენ შორის უხუცესს და მასთან მღვდლად 35-ის წლის ნამსახურს, უფრო დაახლოვებით მაქვს შეგნებული განსვენებულის შრომა და ღვაწლი, რომელიც სვანეთზედ მიუძღვის განსვენებულს. როდესაც იგი სვანეთშიდ მღვდლად გამოწესდა ეცრის სამრევლოში, მე თან ვახლდი მას მედავითნედ. განსვენებულს მრავალი ზრუნვა აწვა კისერზე, ერთის მხრით, სვანეთის სამღვდელოების მმართვა-გამგეობა და ჯეროვანი ყურადღება, მეორეს მხრით, თვისი კერძო ოჯახის მდგომარეობა თხოვილობდა ყურადღებას და დიდ გამჭრიახობას. განსვენებული იყო დატვირთული წვრილი ცოლ-შვილით, მას ჰყავდა ოთხი ვაჟი და ოთხი ქალი. ამათი გამოზრდა და პატრონობა არა მცირედ შრომას მოითხოვდა განსვენებულის მხრიდამ. უფრო საძნელოის იყო, რომ განსვენებულს არ შეეძლო სამსახურისა გამო თავის ცოლ-შვილთან ეცხოვრა სვანეთში. დედა თავის ქალიშვილებს ვერ შორდებოდა და ამიტომ რაჭაში ცხოვრობდა. ცოლ-ქმარნი წელიწადში ერთხელ თუ ნახავდნენ ერთმანეთს და, ისიც, მცირე ხნობით და ისიც ივნისის თვის გასულს, როდესაც საცხენო გზა გაიხსნებოდა სვანეთის მთებზე. როდესაც განსვენებულმა თავისი ქალები გაათხოვა, ცოლ-ქმართ განიზრახეს ერთად ეცხოვრნათ უკანასკნელ ჟამამდე, მაგრამ, სამწუხაროდ და სავალალოდ მათდა, ამ დროს მათი უმცროსი ვაჟიშვილი შეიპყრო განუკურნებელმა სენმა, განზრახვა მათი დარჩა განზრახვად, დედა თავის შვილს ვეღარ შორდებოდა. ვაჟის ავადმყოფობა გაგრძელდა ამ უკანასკნელ დრომდე, იმის სიკვდილმაც მოუსწრაფა განსვენებულს დეკანოზს სიცოცხლე. ისრეთაც დატანჯულს ავადმყოფობით. დატანჯულს დედას ჯერ შვილის სიკვდილისაგან გამოურკვეველს, მოულოდნელაჯდ კარს მიადგა მისი ძვირფასი მეუღლე -- ცოცხალ-მკვდარი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში სამუდამოდ გამოეთხოვა თავის დატანჯულს მეუღლეს და შვილებს. განსვენებული ყოველ გარემოებას უძღოდა წინ გამკლავებული და მოთმინების იარაღით აღჭურვილი. ნუ თუ მცირე იყო მისი შრომა და ღვაწლი! შეიძლება ვინმემ სთქვას, რომ უფრო ბევრის გაკეთება შეეძლოვო! ამაზე მე უპასუხებ მათ შემდეგს: უწინდელს დროში მთავრობა ისეთ დახმარებას ვერ უწევდა სვანეთში მოსამსახურე პირთ, როგორსაც დღეს. დღეს ეს დახმარება ყველასათვის თვალსაჩინოა, ვინ არ დამეთანხმება იმაში, რომ წარსულს წელში განსვენებული მოხუცი დეკანოზი რა დიდის ხალასით და ერთგულებით უძღოდა წინ ბ. მამინაიშვილის მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმადგენელი საზოგადოების ინსპექტორს სოფლითი-სოფლად, სკოლების დაარსების და სამღვდელოების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე ამ უგზო-უკვლო მხარეში. მე თვითონ გამიგონია ბ. მამინაიშვილისაგან, რომ მასაკვირვებდა მხცოვანი დეკანოზის ესრეთი მხნეობა და მისდამი თანაგრძნობა. წარსულის წლის შემთხვევამ გაუორკეცა განსვენებულს შრომა. ამ დროს მოხდა იმერეთის ეპისკოპოსის ბესარიონის მობრძანება სვანეთშიდ. რასაკვირველია ამათაც თავისი სამსახური წინამძღოლობა გაუწია, ისე სიმარჯვით და ერთგულებით არა თუ მოხუცის კაცისაგან, არამედ ახალგაზრდა კაცისათვის საქებარი იყო. ასეთი შრომა და ზრუნვა ალბათ ვეღარ აიტანა ოთხმოცის წლის მოხუცმა დეკანოზმა. ამ ჩვენგან დაუვიწყარის მეთაურის დაკარგვის სულის მოხსენების დღეს აქ შეკრებილთ აღვავლინოთ უზენაესისადმი მხურვალე ვედრება, რათა სული განსვენებულისა იქმნეს შერიცხულ ღირსთა ნეტართათანა“.
საპატრიარქოს უწყებანი N30 1-7 აგვისტო 2014წ გვ.20
ვაწაძეების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N31 18-25სექტემბერი 2014წ გვ.18
საინტერესოა დეკანოზ იოსების ოჯახის ისტორია. მის მეუღლე გახლდათ ანა ანტონის ასული (1834), რომელთანაც შვიდი შვილი ეყოლა: უფროსი ვაჟი სპირიდონი (1857- 1923), პეტერბურგში, სამხედრო სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, სამშობლოში მისი, როგორც უძლიერესი ექიმის სახელი, რუსეთში, იმპერატორ ნიკოლო II-ის ყურამდეც მივიდა. იმპერატორს ტუბერკულოზით დაავადებული ძმის მკურნალობა მისთვის მიუნდია. ექიმის რჩევით, პაციენტი, დაბრუნდა. დიდ დროს ატარებდა აბასთუმანსა და ბორჯომში. სწორედ ამ პერიოდში იწყება ბორჯომში რომანოვების სასახლის მშენებლობაც. ასევე სპირიდონ ვაწაძის სახელს უკავშირდება, ბორჯომის მინერალური წყლის კვლევა და მისი, როგორც სამკურნალო წლად დადასტურება. სადოქტორო დისერტაცია ვაწაძეს სწორედ ბორჯომზე დაუცავს; მომდევნო ვაჟი ევგენი (1862) ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა დიდი ქართველი მეცნიერის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით. 1887 წელს იგი სწავლას საფრანგეთსი, მონპელიეს აგრონომიულ ინსტიტუტში აგრძელებს. შემდეგ გადადის ჟენევაში. იგი თავის ბიოგრაფიაში წერდა: „მართალია, რომ ჟენევაში ყოფნის დროს მივიღე მარქსის მოძღვრება და მისი სოციალური იდეალი, მაგრამ არცერთი პარტიის წევრად არ ვყოფილვარ ჩარიცხული, რაც აიხსნება ჩემი ინდივიდუალური თვისებებით“. იგი 1890 წელს სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო ჩაის ინსტრუქტორი დასავლეთ საქართველოში, შემდეგ ოზურგეთის საცდელი პლანტაციის გამგის თანაშემწე. 1916 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის განკარგულებაშია და აგრონომად მუშაობს. 1917 წლიდან ამიერკავკასიის სამიწო კომიტეტშია. 1921 წელს მიწსახკომის კოლეგიის წევრია, 1925 წლიდან კი თბილისის აღმასკომის საგეგმო კომისიის ს/ს სექციის გამგეა და ამ თანამდებობაზე იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. მესამე ვაჟი კონსტანტინე (1872), ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მამაპაპისეულ სახლში დასახლდა. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ, როდესაც ეკლესიებისა და სასულიერო პირთა დევნა შევიწროება დაიწყო და ღვარდიაში მაცხოვრის სახელობის ტაძარი ააფეთქეს, კომუნისტებს ვაწაძეების სასახლის გადაწვა და დანგრევაც სდომებიათ. კონსტანტინეს ბევრი უბრძოლია, რომ სასახლე არ გაენადგურებინათ. სახურავზე თოფით მჯდარა და მოახლოების უფლებას არავის აძლევდა. ამ ყველაფერს რამდენიმე ადამიანიც შეეწირა. საბოლოდ, სასახლე განადგურებას გადაურჩა. შემდგომში კონსტანტინე შეურიგდა ბოლშევიკებს და მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის წევრი არ იყო, სოფლის საბჭოს თავჯდომარედ დაუნიშნავთ); სოკრატე (1879-1899, გარდაიცვალა განუკურნებელი სენით, როგორც ზემოთ არის აღნიშნული); მარიამი/მანანა (1866, დაამთავრა ქალთა სასწავლებელი, შემდეგ კი მოსკოვში დაეუფლა საფეიქრო განათლებას ხალიცების დარგში. არ გათხოვილა); ანა/აგრაფინა (1869, გათხოვილი გახლდათ ნიკორწმინდაში, ჰყავდა ექვსი შვილი) და მართა/მატრონა (1874, გათხოვილი ლეჩხუმში მოღვაწე მლვდელ თეოფანე გიორგის ძე ასათიანზე).