სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ავთანდილ ვაწაძე 1962-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი. ავთანდილ ვაწაძე 1962-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი. ავთანდილ ვაწაძე 1962-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი.

1962-1993 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ვაწაძე სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ავთანდილ ვაწაძე 1962-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



ავთანდილ  ვაწაძე  დაიბადა  1962  წლის  15  თებერვალს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ახალ  კინდღში.


1980  წელს  დაამთავრა  კინდღის  საშუალო  სკოლა. 1981  წელს  ჩაირიცხა  სამტრედიის  რაიონის  სოფელ  კულაშის  ტექნიკუმში. სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  მოიხადა  ქალაქ  ლენინგრადში. 1986  წლიდან  მუშაობდა  ქალაქ  სოხუმის  შსგ-ში.

   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების   დროს,ავთანდილ  ვაწაძე  1993  წლის  11 იანვრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-5  ბატალიონში.



   1993  წლის  20   სექტემბერს  ერთ-ერთი   საბრძოლო  ოპერაციის  დროს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ახალ  კინდღში,ავთანდილ  ვაწაძე  ვაჟკაცურად   დაიღუპა.დაკრძალულია  სოფელ  ახალ  კინდღში.

  ავთანდილ  ვაწაძეს  დარჩა  მეუღლე  და  ორი  შვილი.


ავტორი ნუგზარ ქებურია 

ხუტა (არველოდ)  კვარაცხელია

  დილის შვიდი საათი იქნებოდა, როცა სამხედრო სან-ინსტრუქტორი, ხუტა (არველოდ)  კვარაცხელია, აფეთქების ხმამ გამოაღვიძა... კინდღი იმ დღეებში ყოველი მხრიდან ჩაკეტილი იყო... სანაპიროდან მოშორებით  რუსეთის სადესანტო გემი იდგა და სოფ. კინდღის ტერიტორიებს დროგამოშვებით ბომბავდა. 
       არველოდ კვარაცხელიას სახლთან ახლოს სარკინიგზო გზა გადიოდა,  სადაც იყვნენ გამაგრებული კინდღელი მებრძოლიები, მთელ სანაპირო ზოლზე.  ჯონი ახვლედიანის თქმით, ზუსტად იქიდან მოისმოდა ძლიერი აფეთქების ხმა და სამხედრო სან-ინსტრუქტორი  არველოდ კვარაცხელიაც, თავისი პატარა სამედიცინო ჩანთით და ავტომატით იქითკენ გაიქცა, სადაც კინდღელი მეომარი ბიჭები ეგულებოდა...                                                     
      სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდენარეობდა სოფ. კინდღის მთელ სანაპირო ზოლზე. რუს მედესანტეთა კბილებამდე შეიარაღებული მკვლელები ველური ყვირილით წინ მოიწევდნენ... მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადგილების ხელში ჩაგდება, მაგრამ კინდღელები არ თმობდნენ პოზიციებს...                                                                                               
       ჭურვის ნამსხვრევებისგან დაცხრილული ბიჭები  ძლიერ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც არველოდი მივიდა... გამოცდილი სან-ინსტრუქტორი  ხოხვით გავარდა წინ, რადგან აფხაზური მხარის დაქირავებული მკვლელები გააფთრებით უტევდნენ ყოველი მხრიდან და თავის წამოწევის წამიერ საშუალებასაც არ იძლეოდნენ... იგი არაფრით ჩამოუვარდებოდა კინდღელ მებრძოლებს, პატარა სამედიცინო ჩანთა მხარიღლივ ჰქონდა გადაკიდებული და ავტომატით ხელში დარბოდა წინ და უკან მთელ სანაპირო ზოლზე. ზოგს ელვისებურად აღმოუჩენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ზოგს კი ავტომატის ცეცხლით გადაეფარებოდა...                                                                                       
          ერთი კინდღელი მებრძოლი, ავთო ვაწაძე მალევე გარდაიცვალა... კიდევ ცოტა ხანში მეორეც  გარდაიცვალა, ვალერი სადილიანი... დანარჩენები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ამოტომ სამხედრო არველოდმა გადაწყვიტა სასწრაფოდ მოეხდინა ამ ბიჭების გულრიფშის ცენტრალურ საავადმყოფიში გადაყვანა, მაგრამ გზები ჩაკეტილი  ჰქონდადათ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებს და აფხაზური მხარის დაქირავებულ ბოევიკებს, ამიტომ არველოდმა  გადაწყვიტა ეს დაჭრილი ბიჭები ზღვით, პატარა ნავით გადაეყვანა... საუბედუროდ ზღვაც საშინლად ღელავდა და თან რუსების გემიც სანაპიროდან არც თუ ისე შორს იდგა, მაგრამ სხვა რა გზა იყო?...                                                  
       ჯონის თქმით, არველოდ კვარაცხელიამ და კედევ ერთმა კინდღელმა ბიჭმა, (სამწუხაროდ ჯონის მისი სახელი არ ახსოვს.) ეს დაჭრილ-დაფლეთილი მეომრები ნავში ჩააწვინეს და გულრიშის საავადმყოფოს მიმართულებით გაცურეს...                                                                                                      
       ზღვა ისე ღელავდა რომ შხეფებს ნავში ასხამდა,  თან მოსალოდნელი იყო რუსეთის სადესანტო გემს ნავი ჩაეძირა...                                                                                  
        სან-ინსტრუქტორი კვარაცხელია მთელი გზა შეუჩერებლივ ლოცულობდა, მუხლებზე ჩაკეცილი ღმერთს ევედრებოდა გადაერჩინა სასიკვდილოდ დაჭრილი ქართველი მეომრები... მამაცმა ექიმმა ღვთის წყალობითა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაჭრილი ბიჭები მაინც გადაიყვანა გულრიფშის ცენტრალურ საავადმყოფოში და ყველა გადაარჩინა... ( ერთი მებრძოლი, გივი ჭედია რამდენიმე დღის შემდეგ გულრიფშის საავადმყოფოში გარდაიცვალა)...
         სამხედრო-სანიტარი, მამაცი მებრძოლი და უნიჭიერესი მხატვარი ხუტა-არვე კვარაცხელია ამჟამად ცხოვრობს ფოთში თავის ოჯახთან ერთად.
                                   კომენტარები:
                         Badri Charuxchovi
ნათელი აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს. თქვენ კი ღვთის მადლითა და წყალობით იხარეთ და იდღეგრძელეთ, გფარავდეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი.
                    Akhvlediani Joni
უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო არველოდ კვარაცხელიას, რომელმაც მართლაც დიდი რისკის ქვეშ ნავით გადაგვიყვანა დაჭრილები... ჯანმრთელობას და დიდი ხნის სიცოცლეს ვუსურვებ მას და მის ოჯახს.
                            Xuta-arve Kvaracxelia
ბატონო ნუგზარ დიდი მადლობა Ჩემი პატარა ეპიზოდის გახსენებისთვის. Ჩემთან რომ Შეგეთანხმებინა უფრო მეტს გაიგებდით. მე ვიყავი მე-5 ბატალიონის სან -  ინქსტრუქტორი, რუსის ჯარში Მივიღე განათლება. ისე ვფიქრობდი Რაში გამომადგება-თქო, მაგრამ გამომადგა... მე პროფესიონალი მხატვარი ვარ, ᲨერვაᲨიᲫის პრემიის ლაურეატი, Საქართველოს Მხატვართა წევრი. რა თქმა უნდა Აფხაზეთში Ჩვენ Შევხდებით და ბევრ საინტერესო ამბებს მოგიყვები.. მადლობა.
                                       Rusudan Arabidze
უღრმესი მადლობა ბ-ნო ნუგზარ საინტერესო ისტორიის გადმოცემისთვის! დიდება და არდავიწყება გმირ ბიჭებს! ამ დიდებულ პიროვნებას მართლაც გმირს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს! დაგელოცოთ მარჯვენა, დაგელოცოთ მუზა! რაც სურათზე ჩანს. საოცარი ნამუშევარია! გილოცავთ!

ხუტა (არველოდ)  კვარაცხელია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.10.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0