რამინ ვაწაძე ზაქარიას ძე დაიბადა 05 ნოემბერი 1967 წელს ცაგერის რაიონის სოფელ ნასპერში.
დედა ცაცა ხვადაგიანი.
სწავლობდა ნასპერის რვაწლიან სკოლაში,რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში,იმსახურა გერმანიაში,მიღებული აქვს მრავალი სიგელი.
1991 წელს თავისი სურვილით განაგრძო სამსახური საქართველოს ეროვნული გვარდიის 28-ე ბატალიონში.
1992 წლის 12 ივლისს დაიღუპა ოს ექსპრემისტებთან შეტაკებისას თამარაშენში.
სამაჩაბლოს ბოლო მსხვერპლი, მისი გარდაცვალების მეორე დღეს გამოიყვანეს ჯარები სამაჩბლოდან.
ქორწინებაში არ ყოფილა, დაკრძალულია ნასპერში.
ძმის შვილი ზაქრო გიგას ძე ვაწაძე შვილთან ევასთან ერთად
ძმისშვილი რომა როლანდის ძე ვაწაძე დისშვილთან თაზოსთან ერთად
ინფორმაცია მოგვაწოდა რძალმა ეთერ ვაწაძემ