სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12002

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით
გიორგი იოანეს ძე კუხალაშვილი 1775-1842წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. კინჩხი (ხონი) - გვარის 0 ღვთისმსახური გიორგი იოანეს ძე კუხალაშვილი 1775-1842წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. კინჩხი (ხონი) - გვარის 0 ღვთისმსახური

1775-1842 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით

გვარი კუხალაშვილი სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

18       ბეჭდვა

გიორგი იოანეს ძე კუხალაშვილი 1775-1842წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. კინჩხი (ხონი) - გვარის 0 ღვთისმსახური

ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი) 1775-1842

ეპისკოპოსი გიორგი, ერისკაცობის სახელი უცნობია, 1775 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. კინჩხაში, აზნაური მღვდლის, იოანე კუხალაშვილის  ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ძმები: პეტრე და სვიმონ
კუხალაშვილები. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი საირმის მონასტერში, წინამძღვარ არქიმანდრიტ ლაზარესთან (აფაქიძე) ისწავლა. 1798 წლის შემოდგომაზე მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ახალგაზრდა გიორგიმ ჯვარი დაიწერა. 1799 წლის 20 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1800 წელს მომავალ მღვდელმთავარს გარდაეცვალა მეუღლე და ახალგაზრდა დიაკვანი ისევ თავის მოძღვართან, საირმის მონასტერში დაბრუნდა. სამი წელი მან საბერო მორჩილებაში გაატარა. 1803 წლის 8 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა იგი ბერად აღკვეცა, სახელად გიორგი უწოდა და ამავე დღეს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელ-მონაზონმა გიორგიმ პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით მალევე გაითქვა სახელი და 1811 წელს, უკვე სამეგრელოს მთავრის, ლევან V დადიანის სულიერ მოძღვრად იხსენიება, რაც დასტურდება ლევანის მიერ გაცემული რამდენიმე წყალობის სიგელიდან. „ 1816 წლის 24 ოქტომბერს „ღირსებისა და პატიოსნებისა მისისათვის“, მთავარ ლევან დადიანის ბრძანებით, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა მღვდელ-მონაზონი გიორგი საირმისა “და ნამარნევის მონასტრების (საეკლესიო წყაროებში მოიხსენიება, როგორც უდაბნოები) წინამძღვრად დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.  როგორც ზემოთ ვახსენეთ, არქიმანდრიტი გიორგი დაახლოებული პირი იყო მთავრის ოჯახთან და ლევან დადიანის მოძღვრად ითვლებოდა. 1817 წელს ლევანმა თავის მოძღვარს, არქიმანდრიტ გიორგის და მის ძმას –– ოქრომჭედელ სვიმონ კუხალაშვილს უბოძა უძეოდ გარდაცვლილი სულიკელა კუხალაშვილისა და მისი ძმის ნაქონი მამული და სახლ-კარი. მღვდელ თევდორე ხოშტარიას ცნობით: „მამა გიორგი ყოფილა „კაცი მდაბალი და ნების მყოფელი მთავრისა“, იგი დიდი გულმოდგინებით ცდილობდა სამეგრელოს მოსახლეობაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას და ებრძოდა ცრუმორწმუნოებას. ამ მიზნით მოძღვარი ბევრს მოგზაურობდა თავის სამწყსოში, ქადაგებდა ქრისტიანობას, სახარებასა და წმინდა წერილს განუმარტავდა მრევლს. ერთ-ერთ ხელნაწერ წიგნზე შემორჩენილია არქიმანდრიტ გიორგის მიერ გაკეთებული წარწერა: „როდესაც მე სვანეთსა ვიყავ სიტყვისა.· ღვთისა მქადაგებელად, მრავალნი სულნი მოვაქცინე და მრავალნი უჯერონი და სჯულის გარდამავალნი საქმენი დავარღვევინე და მე იქ შრომასა დავშთი“. 1834 წლის 24 თებერვალს, ლევან დადიანის წარდგინებით, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული · სამსახურისათვის არქიმანდრიტი გიორგი წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1834 წლის 9 ივნისს სამეგრელოს ეპარქიიდან მიტროპოლიტ დავითის (წერეთელი) გადადგომასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტი გიორგი ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა. 1835 წლის 19 მაისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) ეპისკოპოსად დაასხა ხელი და სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დანიშნა. XVIII ს-ში გადაწერილ კრებულზე.შემორჩენილია ისტორიული ხასიათის წარწერა, სადაც სწორედ არქიმანდრიტ გიორგის კურთხევაა აღწერილი: „ოდიშის არქიერათ აკურთხეს კუხიანიძე (იგულისხმება კუხალაშვილი -– გ. მ.) გიორგი, არხიმანდრიტი, ჭოინდლის მაგიერათ დასვეს წელსა ჩყლე, მაისის ით, ეს იყო მეგრელოისა მცირე კაცის შვილი, მოხნიერებული, სიონში აკურთხეს, იყო ოთხი მღუდელმთავარი; ევგენი რუსეთისა; სოფრონიოზ -–- იმერეთისა, ბოდბელი... და სხვანი“ (ბოდბელში იგულისხმება მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილი. სხვანიში კი -–– იმ პერიოდში საქართველოში ცოცხლად დარჩენილი ორი მღვდელმთავრიდან ერთ-ერთი, ან რუსთველი მიტროპოლიტი სტეფანე ჯორჯაძე, ან სამეგრელოს ყოფილი მიტროპოლიტი დავითი წერეთელი“ –– გ.მ). ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის რუსეთის წმ. სინოდმა ეპისკოპოსი გიორგი წმინდა ანას | ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1839 წელს ეპისკოპოსმა გიორგიმ მოაჭედინა მარტვილის მაცხოვრის ხატი, რასაც თავის წარწერით ადასტურებს: „მე ჭყონდიდელმან გიორგიმ მოვაჭედინე ხატი ღვთისა და დავასვენე... მარტვირს... განსაძლიერებლად მთავრისა ჩვენისა ლეონ გრიგოლის ძისა დადიანისა, საოხად სულისა დედოფლისა მართასი და სადღეგრძელოდ მემკვიდრისა დავითისა, მეუღლისა მისისა ეკატერინესი... წელთა 1839, მთავრობასა ლეონისსა ოცდამეთვრამეტესა, ხოლო მწყემსთმთავრობასა ჩემსა მეხუთესა. შეიწყალე მხატვარი... მეუნარგია პეპუ.“ ეპისკოპოსი გიორგი წიგნიერი და განათლებული პიროვნება გახლდათ. იგი ბევრს ზრუნავდა სამეგრელოს ეპარქიაში სასულიერო განათლების გან-

45-1  საპატრიარქოს უწყებანი N45 25-31 დეკემბერი 2014წ გვ.19
ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი) 1775-1842 (გაგრძელება)
ვითარებისთვის. ჯერ კიდევ არქიმანდრიტობის პერიოდში იგი ზედამხედველობას უწევდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელს, ამოწმებდა პედაგოგების როგორც განათლების დონეს, ისე ზნეობრივ მხარეს. სხვადასხვა წლებში გაკეთებულ მოხსენებით ბარათებში იგი წერდა: „მასწავლებლებმა, დიმიტრი კოლუბანსკიმ და გიორგი გურგენიძემ საკმაოდ უჩვენეს გულმოდგინება და მაშინ ვხედავდი მე თვით თითქმის განსხვავებითს წარმატებას მოწაფეთაგან“. პედაგოგ დიმიტრი ფომინზე კი, რომელიც 1836 წელს დაინიშნა მარტვილის სასწავლებლის მასწავლებლად, იგი წერდა:  მოსწავლეები არა თუ მიიღებენ მისგან წარმატებასა სწავლისაგან, არამედ მრავალსა უწესობასა ხსენებულის უჩიტელისაგან“. მართალია, ხასიათითა და ზნეობით მასწავლებელ ხარიტონოვს, რომელიც მარტვილის სკოლაში 1839 წელს დაინიშნა, დასაწუნი არაფერი ჰქონდა, მაგრამ მეუფე გიორგის აზრით, იგი სწავლების პროცესს ვერ ხელმძღვანელობდა, ხოლო სამრევლო სასწავლებლის პირველი მასწავლებელი რომან ბორისოვი (შემდგომში მარტვილის საკათედრო ტაძრის დეკანოზი რომანოზ პეტრეს ძე ბერიძე, გარდაიცვალა 1870 წლის 12 მარტს გ. მ), ეპისკოპოს გიორგის დახასიათებით -– ,,მეცადინეობდა ფრიადი გულმოდგინებით“. ეპისკოპოს გიორგის ლოცვა-კურთხევით ახლიდან გადაიწერა უძველესი ქართული საღვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, რომელთა უმეტესობა დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ერთ-ერთი მათგანია 1834 წლის 23 იანვარს გადაწერილი „ფსალმუნთა თარგმანება“, რომელსაც აქვს შესაბამისი მინაწერიც: „მე... მრავალ ორდენთა კავალერის მქონეს ჩემის ხელმწიფის დადიანის ლეონის მოძღვარმან ლეჩხუმთ ორთავე მონასტერთა განმაშვენებელმან საირმის და ნამარნევის უდაბნოთა მამამ და სრულიად ლეჩხუმისა და ჭყონდიდლის საეპარხიოს არხიმანდრიტმან გიორგიმ, ვიღვაწე სულთა განმანათლებელი წიგნი ესე დავითის თარგმანი და დავაწერინე ჩემგან მოყვანილს... მდივანს ბერს გრიგორის ჩემის ქაღალდით და მელნით და სრულიადის სასყიდლის მიცემით“. ეპისკოპოს გიორგის გარდაცვალების შემდეგ ამ წიგნზე არის შემდეგდროინდელი მინაწერიც, გაკეთებული 1842 წლის 16 ოქტომბერს: „ეს დავითნის თარგმანი განსვენებულის გიორგის ეპისკოპოზის იყო და მე არხიმანდრიტმან ბესარიონმან დავსდევი მარტვილის მონასტერშიდ, სულისა მისისა საოხად და მოსახსენებლად, და ვინც ეს დავითნის თარგმანი გამოიტანოს ამ ეკლესიიდამ, შეჩვენებული იყოს სულით და ხორცით აქაცა და მერმესა მას საუკუნესა. ხობის მონასტრის არხიმანდრიტი და დროებით მენღრელიის საეპარხიოს მმართველი ბესარიონ“. 1837 წელს აღმოსავლეთ საქართველოში გარდაიცვალა ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი), ხოლო 1839 წელს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსი და ყოფილი რუსთველნინოწმინდელი მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე). 1839- 1841 წლებში აღმოსავლეთ საქართველო მღვდელმთავრის გარეშე იყო დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით ეგზარქოს ევგენის (ბაჟენოვი). 1841 წლის ნოემბერში რუსეთის წმ. სინოდი სამღვდელმთავრო კანდიდატად სამ ადამიანს განიხილავდა. ესენი იყვნენ: დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ავალიანი), შუამთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრტი ნიკიფორე (ჯორჯაძე) და სხვავის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი პანტელეიმონი (გვარი უცნობია). საბოლოოდ, ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად და გორის მლვდელმთავრად უპირატესი არქიმანდრიტი ნიკიფორე (ჯორჯაძე) გამოარჩიეს. მისი ხელდასხმა უნდა მომხდარიყო 1842 წლის 21 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში, მაგრამ ეს კურთხევა გადაიდო, რადგან სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი ვერ ჩაბრძანდა თბილისში, რაზედაც მან წინასწარ, იმავე წლის 1 იანვარს აცნობა ეგზარქოს ევგენის  და შენდობა ითხოვა: „მოწერილობასა ზედა თქვენისა მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა ჩემდამო 19-ის დეკემბრიდგან წარსულის 1841 წლისა, უმორჩილესად მოვახსენებ თქვენს მეუფებას. რომელ ადრიდგან მსურდა ხილვა და თაყვანისცემა თქვენის მაღალყოვლადუსამღვდელოესო- ბიდა, რომლისა გამო დროისათვის კურთხევისა ეპისკოპოსად არქიმანდრიტის ნიკიფორესი ამა იანვრის 21-ს ვისწრაფდი მოსვლასა ქ. თბილისს და იმა შემთხვევისა შინა დასწრება ჩემთვის იქნებოდა ფრიად სასიამოვნო, გარნა უწინარეს ამის, მქონდა მე პატივი მოხსენებად, თქვენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობისადმი, რომელ წარსულის ზაფხულის სიცხეებისგან დროისა მუშაობისა ჩემისა სუჯუნის წმინდის გიორგის ქვითკირის ეკლესიისა და სხვათა აწ აშენებულთა ჩემს ეპარქიაში ეკლესიებთა ხშირის მხედველობისა გამო, ჩემისა დიდად მავნებლობა შემემთხვია  ცხელებით, რომლისა დროიდან აქამომდისა ვი-
45-2  საპატრიარქოს უწყებანი N45 25-31 დეკემბერი 2014წ გვ.20
ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი) 1775-1842 (დასასრული)
ტანჯები მით, რასა ზედა ჯრუჭის მონასტრის მიტროპოლიტი დავითი მხილველი ჩემისა სნეულებისა მოახსენებდა თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას და  მით ვიმედოვნებ თავსა ჩემსა უმოწყალესო მწყემსმთავარო, რომელ მიმიტევებთ იმ შემთხვევაში დაუსწრებლობას, ესე იგი, ეპისკოპოსის კურთხევის ზედა არქმანდრიტის ნიკიფორესი. უმორჩილესი მოსამსახურე გიორგი ეპისკოპოსი მინღრელიისა, 1842 წლის 1 იანვარი“. 1842 წლის 10 იანვარს საქართველოიმერეთის სინოდალურმა კანტორამ გაუგზავნა თხოვნა წმ. სინოდს, რათა დაერთოთ ნება, ორ მღვდელმთავარს ეკურთხებინა არქიმანდრიტი ნიკიფორე ეპისკოპოსად,  რაზედაც წმ. სინოდმა განაჩინა: „ეპისკოპოს გიორგის ავადმყოფობის გამო, ვრთავთ ნებას, შეასრულონ კურთხევა  ორმა ეპისკოპოსმა”. 1842 წლის 4 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდა ლოცვა, ხოლო 5 აპრილს მოხდა არქიმანდრიტ ნიკიფორეს ეპისკოპოსად ხელდასხმა. სამწუხაროდ, ეს ავადმყოფობა საბედისწერო გამოდგა მეუფე გიორგისთვის. 1842 წლის 3 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, იგი გარდაიცვალა. მისი ცხედარი მარტვილის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ კარების მახლობლად დაკრძალეს.საფლავზე არის ასეთი წარწერა: „საფლავსა ამას შინა მდებარე არის ყოვლადსამღვდელო ქყონდიდელი ეპისკოპოსი გიორგი და კავალერი, რომელი მართავდა სამწყსოსა ექუს წელ და ათ თთუე დამიიცვალა წ. ჩყმბ-სა, აპრილის გ-ს. ფიქალი ესე დავსდევ სამენგრელოს მემკვიდრემ დავით დადიანმა“. ეპისკოპოს გიორგის ძმის, სვიმონის შტო სოფ.კინჩხის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში მოღვაწეობდა. სვიმონის ვაჟი გახლდათ მღვდელი იოანე, რომელიც 1799 წელს დაიბადა. სასულიერო განათლება ბიძასთან, საირმის მონასტერში მიიღო. 1828 წლის 12 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, 1833 წლის 12 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მლვდლად დაასხა ხელი
და კიჩხის ტაძარში განამწესა. 1856 წელს, ჯანმრთელობის გაუარესობის გამო, გადადგა შტატიდან. 1873 წლის 1 იანვარს ითხოვა პენსიის დანიშვნა. ამავე წლის 18 აპრილს დაენიშნა წელიწადში 90 მანეთი. გარდაიცვალა 1877 წლის 29 აგვისტოს. მეუღლესერქვა მზეხა. ჰყავდა შვილები: ჩკუმის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზი (1839-15.02.189) და ნიკოდიმე (1840).

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

გმადლობთ თანამშრომლობისთვის

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.12.2025
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0