სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიორგი კუხალაშვილი 1982წ. მხატვარი, დაბ. ქუთაისი, იმერეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კუხალაშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

გიორგი კუხალაშვილი 1982წ. მხატვარი, დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

გიორგი კუხალაშვილი (1982)

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლის ფერწერის ფაკულტეტი 2002 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემია 2007 წელს.

1998 წელს სამხატვრო სკოლაში სწავლის პერიოდში შექმნა ნამუშევარი სახელწოდებით "იერუსალიმში შესვლა", რომელმაც გამოკვეთა მისი შემოქმედებითი მისწრაფებები და ინტერესი რელიგიური თემების მიმართ, უფრო მოგვიანებით, 2000 წელს დაასრულა ფერწერული ტილო "შობის მისტერია", რომელიც დღემდე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მხატვრის შემოქმედებაში. 2005 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პარალელურად, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში გახსნა საკუთარი სახელოსნო, სადაც ინტენსიურად დაიწყო მუშაობა. 



2010 წელს საკუთარი სახელოსნოს ბაზაზე დააფუძნა ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება "ხელოვნების ენა", სადაც უამრავი ახალგაზრდა მხატვარი და მოქანდაკე აქტიურად ჩაერთო შემოქმედებით საქმიანობაში. 2010 წლიდან შემოქმედებით გუნდთან ერთად, იწყებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას. ის აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და წარმოადგენს საკუთარ შემოქმედებას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.  მისი შემოქმედებითი ინტერესის სფეროს ძირითადად წარმოადგენს ისეთი რელიგიურ-მისტერიალური თემები როგორიცაა: გოლგოთას მისტერია, ჯვრიდან გარდამოხსნა, ღვთის კრავი, რექვიემი, ბარაბას ჯვარი, განკითხვის დღე, ამაღლება, საიდუმლო სერობა და სხვა. ამ მრავალფიგურიანი კომპოზიციების ძირითადი თავისებურება ფერწერული ენის ორიგინალურობა და ღრმა შინაარსობრივი მრავალწახნაგოვანებაა. მხატვრის შემოქმედებაში აღსანიშნავია ასევე ლირიულ-ალეგორიული შინაარსის კომპოზიციები, ისეთები როგორიცაა: დონ კიხოტი, მეჯლისი, კაზინო, ჩაშლილი წარმოდგენა და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია: თეატრისა და კინოს ეროვნულ მუზეუმი, თბილისი, საქართველო; კერძო კოლექციები: ჰოლანდია, აშშ, ინგლისი, რუსეთი.

წყარო: http://www.art.gov.ge/artists.php?lang=Ge&artist=68#

          https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_კუხალაშვილი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ახალგაზრდა პროფესიონალის წოდება
    ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2011 - კონკურსი "ლევ ტოლსტოის სამყარო", პირველი ადგილი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0