სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12002

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით
ილია იოანეს ძე კოტეტიშვილი 1858-1933წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ლავრისხევი (კასპი) - გვარის  ღვთისმსახური ილია იოანეს ძე კოტეტიშვილი 1858-1933წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ლავრისხევი (კასპი) - გვარის  ღვთისმსახური

1858-1933 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით

გვარი კოტეტიშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

17       ბეჭდვა

ილია იოანეს ძე კოტეტიშვილი 1858-1933წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ლავრისხევი (კასპი) - გვარის ღვთისმსახური


დეკანოზი ილია კოტეტიშვილი 1858-1933
დეკანოზი ილია იოანეს ძე კოტეტიშვილი 1858 წელს (მეორე ვერსიით — 1855 წელს) თბილისში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით კოტეტიშვილები კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევიდან ყოფილან. იქვე ყოფილა მათი საცხოვრისი და ადგილ-მამულები. შემდეგ ლეკიანობისა თუ რაღაც სხვა მიზეზის გამო ჩამოსახლებულან კავთისხევში და ეს დიდი და მშვენიერი სოფელი კოტეტიანთ სამშობლოდ იქცა. ვახუშტი კოტეტიშვილი თავის მოგონებებში „ჩემი წუთისოფელი“ აღნიშნავს: „გეორგიევსკის ტრაქტატს დართულ ქართველ თავადაზნაურთა სიაში კოტეტიშვილები ტახტის აზნაურებად მოიხსენიებიან. ტახტის აზნაურები რომელსამე თავადს კი არ ემორჩილებოდნენ, არამედ უშუალოდ მეფეს. ეს გასაგებიც არის, კოტეტიშვილებს მეტი საქმე არა ჰქონდათ, რომელიმე თავქარიან თავადს დამორჩილებოდნენ. ზოგჯერ ისინი მეფესაც არ ეპუებოდნენ თურმე და სწორედ ამ სიჯიუტისათვის ჩამოუაზნაურებიათ კიდეც. ამიტომ კოტეტიანთ ერთი შტო უზენაესი მეუფის სამსახურში ჩამდგარა და ჩოხა-ახალუხი ანაფორაზე გაუცვლია, ამიტომ მოიხსენიებიან, როგორც მღვდლიანნი. მღვდლიანნი ადრევე გადმოსახლებულან თბილისში. იმდენად ადრე, რომ კავთისხევში მცხოვრებ კოტეტიშვილებს მამაჩემის დროსაც უკვე აღარ ჰხსომებიათ, ზუსტად სად იყო სოფელში ჩვენი სამოსახლო. XIX ს-ის შუა წლებში პაპაჩემის მამას, მთაწმინდაზე, მაშინდელ პრიუტის ქუჩაზე (ამჟამად კოტე მესხის ქ. #8), აუშენებია ტიპური თბილისური აივნებიანი სახლი, წინა და უკანა ეზოთი. ეს სახლი ჯერ ერთსართულიანი ყოფილა, შემდეგ კი, უკვე მამაჩემის ბიჭობაში დაუდგამთ მეორე სართული“. სწორედ ამ სახლში გაიზარდა მომავალი მოძღვარი, დეკანოზი ილია კოტეტიშვილი, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ კერძო სასწავლებელი დაამთავრა. საღმრთო ისტორია და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. 1878 წლის 4 ივლისს ყარაიაზის (ეხლ. გარდაბანი) მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ განამწესეს. 1881 წლის 10 ივნისს თბილისში, კალოუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1883 წელს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1885 წელს ბზა ახალსოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1886 წლის 5 აგვისტოს სასულიერო უწყებაში მიიღეს და შტატში დაამტკიცეს. ამ პერიოდში მან გაიცნო სოფელ კარბში მცხოვრები ალექსი ბიძინაშვილის დედისერთა და ობოლი გოგო — ეკატერინე (1873), რომელიც მშობლების გარდაცვალების გამო თავის ბი-ძასთან იზრდებოდა. ილიამ თავისი მეგობრის, კარბელი მღვდლის დახმარებით, ბიძასთან საქმე მოაგვარა და სულ მალე ქორწილიც შედგა. ჰყავდათ ოთხი შვილი: ივლიტა (1890, გათხოვილი სერგი მაკალათიაზე), ვახტანგი (1893-1937, ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე, მეუღლე ნუსია დილევსკი - მათი ვაჟი იყო ვახუშტი კოტეტიშვილი), გრიგოლი (1894) და ვლადიმერი (1895-1940, ექიმი, ნევროპათოლოგი, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი). 1886 დაოჯახების შემდეგ, წლის მიწურულს ილია დიაკვნად აკურთხეს.



1888 წლის 27 მარტს ბზა-ახალსოფელში დიაკვანმა ილია კოტეტიშვილმა თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რის გამოც მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1890 წლის 18 მარტს დიდი თონეთის წმინდა გიორგის სახელობის სულ მალე ქორწილიც შედგა. ჰყავდათ ოთხი შვილი: ივლიტა (1890, გათხოვილი სერგი მაკალათიაზე), ვახტანგი (1893-1937, ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, კრიტი კოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე, მეუღლე ნუსია დილევსკი - მათი ვაჟი იყო ვახუშტი კოტეტიშვილი), გრიგოლი (1894) და ვლადიმერი (1895-1940,ექიმი, ნევროპათოლოგი, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი). 1886 დაოჯახების შემდეგ, წლის მიწურულს ილია დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 27 მარტს ბზა-ახალსოფელში დიაკვანმა ილია კოტეტიშვილმა თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რის გამოც მწყემსმ თავრული მადლობა გამოეცხადა. 1890 წლის 18 მარტს დიდი თონეთის წმინდა გიორგის სახელობის
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 19
დეკანოზი ილია კოტეტიშვილი 1858-1933
რა მამამ. პატარა ვახტანგმა თავი ჩაღუნა და ამით აღიარა: — „დიახო“. ხალხნო, არ დაიჯეროთ, არავითარი სასწაული არ მომხადარა, ეს ამ ოინბაზი ბალღის ნახელავია, დამშვიდდით და ტაძარში მობრძანდით, იქ ილოცეთ. ამას კი შინ მოვთხოვ პასუხსაო. რასაკვირველია, ეს დღე იყო და ეს დღე! ამის მეტად ვახტანგს მსგავსი არაფერი ჩაუდენია“. 1902 წლის 12 დეკემბერს დიაკვან ილიას მღვდლად დაასხეს ხელი და ოსეთში, ჯომაგის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1904 წლის 13 იანვარს თელავის მაზრაში, გულგულის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1904 წლის 27 მაისს ტაძრის გარემონტე-ბისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1906 წლის 8 ივლისს გორის მაზრაში, ნიჩბისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1912 წლის 13 ოქტომბერს, სამრევლოში ხშირად არ ყოფნის გამო დაითხოვეს ამ ტაძრიდან. 1913 წლის 9 ოქტომბერს ზახორის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1916 წლის 28 მარტს მხურვა-ლეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში და ადგინეს. ამ სოფლის მღვდელ პეტრე კარბელაშვილს რაღაცის გამო ასჯანყებია მრევლი, მოუთხოვიათ სხვა მოძღვარი. სასულიერო მმართველობამ იქ მამა ილია გააგზავნა. მას პირველი წირვისთანავე დაუშოშმინებია მრევლი. სოფელმაც შეიყვარა ეს ღვთისნიერი, დარბაისელი და, ამავე დროს, მხიარული და სახენათელი მოძღვარი.

მარცხნიდან, სხედან დეკანოზი ილია და მისი რძალი მაყაშვილი, დგანან სიძე, სერგი მაკალათია და ლადო კოტეტიშვილი;

1920 წლის 27 ივნისს მღვდელი ილია მონაწილე-ობდა საქართველოს სამოციქული მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაში, როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატი. 1923/1924 წლიდან მოძღვარი მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადავიდა. 1925 წლის ოქტომბერში, ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ეპისკოპოსად გამოარჩიეს. თბილისის სამღვ-დელოებამ მას წერილობით მიულოცა ეს წარმატება. წერილს, სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მღვდელი ილია კოტეტიშვილიც აწერს ხელს. მამა ილია დროგამოშვებით მსახურობდა ჯერ თბილისის ყოვლადწმინდა სამების, შემდეგ კიფუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიებში, სულ ბოლოს კი მამა დავითის ტაძარში განამწესეს, სადაც დაასრულა თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობა. ეს მოხდა 1933 წლის 11 თებერვალს.ხარმის გარდაცვალებაზე ვახუშტი კოტეტიშვილი წერს თავის მოგონებებში, რომელშიც აღწერილია, თუ რამ გამოიწვია მისი მოულოდნელი აღსასრული: „1933 წლის ზამთარში დიდი თოვლი მოვიდა. დილაადრიან გაღვიძებულმა მამა ილიამ ფანჯრის შეჭირხლულ მინებს ხელი მიუსვ-მოუსვა და მახათას მთისკენ გაიხედა. თოვლის ფარდის მიღმა ვერაფერი დაინახა. მოძღვარმა მზადება დაიწყო. ამასობაში მისმა უმცროსმა ვაჟმა გიგომ შემოაღო კარი და მამას უთხრა: მამა, თოვლი წელამდე მაინც იქნება გარეთ. გაუკვალავში გაგიჭირდება მთაზე ასვლა.— შვილო, ღვთისმსახურება სპექტაკლი კი არარის, აფიშაზე გააკრა, ამინდის გამო გადაიდოო. მრევლს შეიძლება მართლაც გაუჭირდეს ამ დიდ-თოვლობაში ამოსვლა, მაგრამ მე ჩემი მოვალეობა ღვთის წინაშე უნდა აღვასრულო.მაშინ დამელოდე, ჩავიცვამ და წამოგყვები. ამაზე მამა ილიამ შორს დაიჭირა, რომელი ხეიბარი მე მნახეთ, თქვე დალოცვილებო, ჩემით რა, ვერ გავიკვლევ გზასა. მიუხედავად ამისა, გიგო მაინც გაემზადა და შეუმჩნევლად აედევნა მამას. მამა ილია დინჯად, სვენებ-სვენებით მიარღვევ და მთაწმინდის თოვლიან აღმართს. ცალი ხელით კვერთხს მიიბჯენდა, ცალში კი ანაფორა ჰქონდა აკალთავებული. გიგო შორიახლო მიჰყვებოდა.ხედავ, რა მაგარი გამოდგა მღვდლიანთილია?! ფიქრობდა თავისთვის გიგო, ამ გაუკვალავ თოვლში მე მიჭირს სიარული, ის კი ისე არხეინად მიაბიჯებს, თითქოს გალავინსკზე მისეირნობ დეს. ბებერი ხარისაო, სწორედ უთქვამთ, რქანიცა ხნავენო“. ბოლო მოსახვევთან მოძღვარი შედგა. ცოტა ხანს შეისვენა და განახლებული ენერგიით შეუყვა ბოლო აღმართს. გიგო ფეხდაფეხ მისდევდა. გრიბოედოვის საფლავთან შედგა. ელოდებოდა, რომ მამაო ეკლესიაში შესულიყო. ის-ის იყო, გამობრუ- ნებას აპირებდა, რომ უცებ შემზარავი ხმა გაისმა: არა! არა! არა! — ეს მამა ილიას ხმას გავდა.
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 20
დეკანოზი ილია კოტეტიშვილი 1858-1933
გიგო ადგილს მოწყდა, კიბე აირბინა და გაშეშდა. მამა დავითის ეკლესიის სამრეკლოდან ზარები ჩამოეყარათ. ამას ვინ იზამდა, ენთუზიასტი კომკავშირლების
მეტი?! მამა ილია შექანდა, კვერთხი აფართხალებული ხელიდან გაუვარდა და ხელებგაშლილი ჩაშვავდა საფლავებს შორის. მამა! იღრიალა გიგომ და ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა. მამა ილიას ცნობა დაკარგული ჰქონდა. გიგომ ჯერ შუბლზე მოუსვა თოვლიანი ხელი, შემდეგ კი საკინძე შეუხსნა და მკერდიც თოვლით დაუზილა. მამა ილიას წამწამები შეუტოკდა, აზ- რდაფანტული მზერა მოავლო იქაურობას, გიგო იცნო და გონს მოეგო. ხედავ, შვილო, ესეც იკადრეს! ამ წმინდა ადგილსაც ამოსწვდა მაგ უღმერთოების მსახვრალი ხელი! ამდენი წაწყმედილი სული ნეტავ როგორ უნდა დაიტიოს ჯოჯოხეთმა? მამა, მოდი, წამოგაყენებ და ეკლესიაში შეგიყვან. იქ უფრო მოქედურდები. აბა, შენ მომეხმარე. გიგომ მოძღვარი საკურთხეველში შეიყვანა. მისი დახმარებით მამა ილიამ ლოცვა აღავლინა. ღმერთს შენდობას სთხოვდა უბირთა და უღმერთოთა სულების გადასარჩენად. თვითონ ინანიებდა იმათ ცოდვებს, თითქოს მას ჩამოეყაროს წმინდა ზარები. დეკანოზ ასე აღასრულა თავისი უკანასკნელი ლოცვა მამა ილიამ. მამა-შვილმა ეკლესიაში რამდენიმე საათს დაჰყვეს. იმ დღეს მამა დავითის ეკლესიაში არც ერთი მლოცველი არ ასულა. ამ ამბავმა მამა ილიაზე მძიმედ იმოქმედა. იგი ლოგინად ჩავარდა. დაემართა ნერვიული შოკი... სისხლის ჩაქცევა... ინფარქტის ნიშნები... მამა დავითის ეკლესიის დამხობილ ზარებქვეშ მოჰყვა მისი სპეტაკი სული. კოტეტიშვილთა გვარის უკანასკნელი მღვდლის სული უფალმა მიიბარა. პანაშვიდი თავად უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) გადაუხადა სიონის ტაძარში. დასაფლავებულია თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. ქელეხზე შვილებმა და მათმა მეგობრებმა მამა
ილიას ანდერძი შეასრულეს — „შენ ხარ ვენახი“ იგალობეს, შემდეგ კი „ჭონა“ და „ზამთარიც“ მოაყოლეს. ჭირის სუფრაზე ეს უცნაური საქციელი არავის გაჰკვირვებია. წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე№53080; ჟურნალი „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანი“ 1904წ. №5-6; ჟურნალი „საქართველოს საეგზარქოსოს უწყებანი“ 1912წ. №23; 19136. №20; 19166. №8-9. 

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ

გმადლობთ თანამშრომლობისთვის

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.12.2025
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0