ვახტანგ კოტეტიშილი დაიბადა 1893 წელს ქალაქი თეთრი წყაროს სოფელ დიდ თონეთში.
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1911 წელს, პეტერბურგის ფსიქო-ნერვოლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის ფაკულტეტი 1914 წელს, 1918 წელს დაამთავრა ლერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1928 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
1919-1926წწ. იყო მასწავლებელი თბილისის სკოლებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ფოლკლორს, ხოლო 1929 წლიდან მისი ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს, ასევე ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსს. 1933 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე. მისი პირველი ლიტერატურული წერილი - "საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებაში" - გამოქვეყნდა 1921 წელს "სახალხო გაზეთში".
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აკადემიური მწერლობის კავშირი, წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, პრეზიდიუმის წევრი (1918-1928)
- ქართველ მხატვართა საზოგადოება, თავმჯდომარე (1924-1929)
ბიბლიოგრაფია
- ხალხური პოეზია : ტექსტი (ავტორი). - ქუთაისი, სახელგამი, 1934. - 400გვ.
- შავი წიგნი (შიო არაგვისპირელის შემოქმედება). ძღვნად იუბილარს (ავტორი). - თბილისი, იოსებ იმედაშვილის გამოც., 1919. - 30გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001154/