სუჯუნის წმ. გიორგის სახელობის ისტორიულ ტაძარში საუკუნეების განმავლობაში არაერთ ღირსეულ საეკლესიო მოღვაწეს უმსახურია. მათ შორის გამორჩეული ადგილი ამავე სოფლის მკვიდრებს, აზნაურ ხოშტარიების ოჯახს წევრებს უჭირავს, რომელთა გვარის წარმომადგენლები აქ XVIII-XX სსის მიჯნაზე ლოცულობდნენ.
დეკანოზი მარკოზ თევდორეს ძე ხოშტარია 1770 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. სუჯუნაში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მამამისი, დეკანოზი თევდორე, 1730-1770 წლებში მსახურობდა სუჯუნის წმ. გიორგის ტაძარში. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მარკოზმა მარტვილის მონასტერში ჭყონდიდელ მიტროპოლიტ წმ. ანტონთან (დადიანი) ისწავლა. 1796 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი. 1806 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და სუჯუნის წმ. გიორგის ტაძრის წი-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 16-22ივნისი 2016წ გვ.18
სუჯუნელი ხოშტარიების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
ნამძლვრად დაინიშნა. ლირსეული და კეთილსინდისიერი სამსახურის გამო, 1812 წელს ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. ჯამაგირს იღებდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სალაროდან, ასევე თავისი მამულებიდან და საეკლესიო გლეხებისაგან. მის პირად საქმეში წერია, რომ „ღვთისმსახურებას აღასრულებდა მშვიდად და თავმდაბლურად, ხასიათდება დადებითად და იჩენს სრულ მორჩილებას თავისი მღვდელმთავრისადმი“. ჰყავდა სამი შვილი: პეტრე (1799), დეკანოზი ნიკოლოზი (1809), მღვდელი იოანე (1817).
დეკანოზი ნიკოლოზი 1809 წელს დაიბადა. სასულიერო განათლება მარტვილის საკათედრო ტაძარში მიიღო. 1833 წელს სამეგრელოს მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და სუჯუნის წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. 1834 წელს სუჯუნის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1854 წელს მამა ნიკოლოზს ბრალი დასდეს სუჯუნის აჯანყების ორგანიზებაში. საქმე შემდეგში მდგომარეობდა. 1854 წელს სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ სუჯუნის ეკლესიას ჩამოართვა საჭყონდიდლო მამულები, ჭყონდიდელი დაბეგრა ფულით, სუჯუნის საკათედრო ეკლესია გადაკეთდა რიგით სამრევლო ეკლესიად. ხალხს სუჯუნა დედაეკლესიად მიაჩნდა, დედოფლის ეს განკარგულება მათ დეკანოზმა ნიკოლოზ ხოშტარიამ განუცხადა, ხოლო სუჯუნის ეკლესიის წმ. გიორგის ხატის გადმოსვენებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ხალხი აჯანყდა. მამა თეოდორე თავის მოგონებებში წერდა: „ატყდა აჯანყება, შეიქმნა ზარის რეკა და ბუკის ცემა, დაუცხრომელის ხალხისაგან არ იყო დაწყნარება, ისე მოასკდა ხალხი უმრავლესი და ერთხმად შეთქვეს პირი ან გაწყვეტა, ან ჩვენი ჩვეულების მოშლა არ იქნესო“. საბოლოოდ, კავკასიის მთავარმართებელი ჩაერია ამ საქმეში და დადიანებს ხელი ააღებინეს ამ ჩანაფიქრის განხორციელებაზე, მაგრამ ეკატერინე ჭავჭავაძის ბრძანებით აჯანყების მეთაურები მაინც შეიპყრეს; აზნაურები: მეთოდი ხოშტარია, ალექსი გეგეჭკორი, ფილიპე იოსელიანი და გულა თოფურია ლეჩხუმისა და სვანეთის ციხეებში:გაამწესეს; „შფოთის აღმძვრელი“ ივა (იოანე ხოშტარია) ბერ–დიაკვანი, რომელიც იყო სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის (1840-1853) კანცელარიის მმართველი 1840-1855 წლებში, დააპატიმრეს და თბილისში, ფერისცვალების მონასტერში გააგზავნეს სასჯელის მოსახდელად, სადაც 1855 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია იქ ვე, ხოლო დეკანოზი ნიკოლოზ ხოშტარია კი უვადოდ გაამწესეს საირმის მონასტერში, აჯანყების ჩახშობიდან ოთხი წლის შემდეგ, 1860 წელს, პეტერბურგში, წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში, მღვდელმა თევდორე ხოშტარიამ საქართველოს ყოფილ ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) მიულოცა კიევის მიტროპოლიტად დანიშვნა, თან სთხოვა მამის ნიკოლოზ ხოშტარიას საქმის გადახედვა და მისი დაბრუნება სუჯუნის ეკლესიაში. გავიდა მცირე დრო და, მართლაც, დეკანოზი ნიკოლოზ ხოშტარიას თავის ძველ ადგილას დააბრუნეს. 1864 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს. დეკანოზი ნიკოლოზი, სავარაუდოდ, XIX ს-ის 70-იან წლებში გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე მარიამ როსტომის ასული ჯოლია.
სასულიერო პირი იყო მისი უმცროსი ძმა, მღვდელი იოანე. იგი 1817 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1834 წლის 11 თებერვალს სამეგრელოს მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1837 წლის 9 ივნისს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ეწერის ამაღლების ტაძარში განამწესა. 1873 წლის I მაისს პენსიაზე გავიდა. მღვდელი იოანე 1883 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე ციცინო დავითის ასული და შვილები: ეფრემი (1834), კონსტანტინე (1841), ათანასია (1852).
გვარში ბოლო სასულიერო პირი დეკანოზ ნიკოლოზის ვაჟი დეკანოზი თევდორე გახლდათ, რომელიც 1832 წლის 6 მაისს დაიბადა. დაწყებითი განათლება პატარა თევდორემ მშობლებთან მიიღო. ხუთიექვსი წლიდან ყურადღებას აქცევდა წერა-კითხვის სწავლას და როგორც თავის მოგონებებში წერდა: „დიდ სიამოვნებას ვგრძნობდი მაგაში. უთუოდ უფ რო იმისთვის, მამაჩემი იყო მღვდელი“. პირველად თევდორეს ხუცური ანბანი მამამ –– ნიკოლოზ ხოშტარიამ თავისი ხელით დააწერინა; შემდეგ თევდორე სასწავლებლად მიაბარეს მღვდელ გიორგი ხოშტარიას ქვრივს, რუსუდან იოსელიანის ასულს, დედას ივა (იოანე) ბერისა, რომელიც იყო ბერ-დიაკვანი და სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის (1840-1853) კანცელარიის მმართველი. 1844 წლის 1 სექტემბერს იგი სამეგრელოს ორკლასიან სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც 1830 წელს მარტვილში გაიხსნა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ დავითის (წერეთელი) ლოცვა-კურთხევით. პირველ კლასში თევდორეს მას-
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 16-22ივნისი 2016წ გვ.19
სუჯუნელი ხოშტარიების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
წავლებლად ჰყოლია ეპიფანე გაწერელია, რომელიც ბოლოს იყო მარტვილის საკათედრო ტაძრის დეკანოზი. მან რუსულის სწავლასაც მიჰყო ხელი. როგორც იხსენებ: „რუსულ კითხვაში გამაჩვია განსვენებულმა მორჩილმა ბერმა თავადმა ჩიჩუამ, რომელიც ბოლო თვითონ იყო სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონი“. 1849 წელს თევდორე განამწესეს სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის (1840-1853) კანცელარიაში მწერლად, ამავე კანცელარიის მმართველის, ბერ-დიაკვან იოანეს მოწვევით. მან ხუთი წელი გაატარა სამეგრელოს მთავრის სამსახურში. შეთავსებით სამეგრელოს მთავრის სასახლის კარის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მედავითნედ დაიწყო მსახურება. დადიანების კარის ეკლესიაში ლვთისმსახურება შაბათ-კვირას ტარდებოდა, სადაც დღესასწაულებში მწუხრსა და ცისკარზე თევდორე ხოშტარია ხშირად კითხულობდა, ხოლო მთავარი დავით დადიანი, როგორც მოყვარული საღმრთო წიგნების კითხვისა, ეკლესიაში მუდამ გვერდით ედგა და თვალს აყოლებდა საღვთო წიგნის კითხვისას. 1856 წელს მედავითნე თევდორე პეტერბურგში გაჰყვა სამეგრელოს დედოფალ ეკატერინეს, როგორც შვილების ქართული ენისა და წერა-კითხვის მასწავლებლი. მათ ზღვით იმგზავრეს, გზაში დედოფალს ავადმყოფობა შეეყარა. გემზე მყოფთ „ფორტოჩკიდან“ ჩამონასხამი წყალი დედოფალს გადაესხა. ეკატერინე შიშისგან აღშფოთდა, პირჯვარი გადაისახა: „ამ უბედურებას გადავურჩით, ჩემო თევდორე, მაგრამ აწი რა უბედურებას მოველით, არ ვიცით?!“მიმართა დედოფალმა თევდორეს, რომელმაც მშვიდად მოახსენა: „ღვთის მოწყალებით თქვენი სასოება ვლაქერნის ღუთისმშობელი გვისვენია, რომელსაც გარშემო მოლაზონები, ცრემლით მვედრებელი ახვევიათ და მისი საფარველი გვიცავს, დედუფალო!“ პეტერბურგში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის კურთხევაზე დედოფალ ეკატერინეს ამალას ამშვენებდნენ მისი შვილები -- ნიკო, სალომე და ანდრია დადიანები, ნინო ალექსანდრეს ასული დადიანი-გრიბოედოვისა, მღვდელ-მონაზონი ბესარიონ ჩიჩუა (შემდგომში ეპისკოპოსი), მედავითნე თევდორე ნიკოლოზის ძე ხოშტარია, სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის კარის მინისტრი, თავადი პეტრე ნიკოს ძე დადიანი („დიდი ნიკო“ იყო დადიანის სასახლის კარის მსაჯულთუხუცესი, ისტორიკოსი; მისი ძალისხმევით 1811 წელს რესტავრირება ჩაუტარდა კორცხელის ლვთისმშობლის მიძინების “ ტაძარს). ' 1857 წელს დედოფალი და მისი ამალა სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა ამავე წელს, სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ, დედოფალი მალევე პეტერბურგში გაიწვიეს, ხოლო თეოდორე ზუგდიდში დარჩა. 1860 წლის 25 მარტს აფხაზეთისა და სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს მლვდლად დაასხა ხელი და დადიანების კარის ეკლესიის მოძლვრად დაადგინა. მალევე, რამდენიმე თვეში, ეკატერინე ჭავჭავაძემ და ნიკოლოზ დადიანმა იგი სანკტ-პეტერბურგში გამოიძახეს. იმპერიის დედაქალაქში მეორედ ყოფნის პერიოდს მამა თევდორე საოცრად დიდი სითბოთი იხსენიებს: „იქ მქონდა ხშირად შემთხვევა წმ. ნიკოლოზის სობორში, იქაურის მეორე მღვდლის, მაგისტრის იოანე კრილოვის თხოვნით, რომელმაც ძლიერ შემიტკბო, საღმრთო ლიტურღია და სხვა ღუთისმსახურება აღმესრულებინა. მაშინ იყო იქაური დეკანოზი სახელით შილა, მესამე მღვდელი ალექსანდრე სოკოლოვი. დიაკვნები მთავარი ილია და მეორე ანდრია. ყველანი ესე სიყვარულით მექცეოდნენ და თავიანთ სახლებში პატივით მღებულობდნენ“. მამა თევდორე ღვთისმსახურებას ყაზანის სობოროშიც ესწრებოდა, ხოლო როგორც მღვდელი, მწუხრისა და ცისკრის ლოცვებს ასრულებდა სამლოცველო სახლში, რომელიც დედოფალ ეკატერინეს ჭავჭავაძეს მოწყობილი ჰქონდა საცხოვრებელ სასახლეში. ამ სამლოცველო სახლში „დიდებულ წმინდა ხატებთან ესვენა უმეტესად შესანიშვნელი ისტორიული ვლაქერნად წოდებული ყოვლადწმინდა ღუთისმშობლის ხატი, პატიოსნის მისის სარტყლის ნაწილით, რომელიც არის ძვირფასის, ბრილიანტ-ალმასის და სხვა მრავალი სხვადასხვა თვალ-მარგალიტებით შემკობილი ოქროს გვირგვინით და ოქროს არშიით შემორტყმული და ჩასვენებული მძიმედ ხელოვნებით გაკეთებულის დიდის ვერცხლის და ოქროთ დაფერილ და გარეთაც ხატებით მოჭედილ ლუსკუმაში“. 1861 წლის 2 მაისს პეტერბურგიდან პატარა ნი კო ბიძას გრიგოლ დადიანს აღდგომის დღესასწაულს ულოცავდა და წერდა: „თევდორე მღვდელ-
21-3 საპატრიარქოს უწყებანი N21 16-22ივნისი 2016წ გვ.20
სუჯუნელი ხოშტარიების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
მა უმდაბლესად თავი დაგიკრათო“. 1861 წელს, ევროპაში მოგზაურობის დროს, იგი თან ახლდა დედოფალს და მის მემკვიდრე ნიკოლოზ დადიანს და უსრულებდა მათ წირვა-ლოცვებსა და საეკლესიო წესებს. 1865 წელს ერთგული და დამსახურებულის სამსახურისთვის იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1867 წელს მღვდელი თევდორე სამშობლოში დაბრუნდა და სუჯუნის წმ. გიორგის ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1871 წელს სკუფია უბოძეს. 1874 წელს, ნიკოლოზ დადიანის თხოვნით, მამა თევდორე ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის პირველ მღვდლად დაინიშნა. 1877 წელს კამილავკა ეწყალობა. 1884 წელს საგვაზაოს მთავარანგელოზთა ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1892 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1893 წლის დეკემბრის ბოლოს სუჯუნის წმ. გიორგის ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1894 წელს სუჯუნის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1895 წელს 22 ნოემბერს გაზეთი „ივერია“ წერდა: „22 ოქტომბერს სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიაში მამა დეკანოზმა თევდორე ხოშტარიამ წირვის შემდეგ გადაიხადა პარაკლისი ჩვენის ღრმად პატივცემულის რაფიელ ერისთავის სადღეგრძელოდ“. თევდორე ხოშტარია ჭადრაკის მოტრფიალე ყოფილა და შესანიშნავადაც თამაშობდა. მან ჭადრაკის თამაში შეაყვარა სამეგრელოს პრინც ანდრია დადიანს. 1903 წელს ქ. კიევში ფრანგულად გამოიცა წიგნი ანდრია დადიანი-მენგრელსკის ჭადრაკის პარტიები, სათაურით: „გათამაშებანი მისი უგანათლებულესობის თავადის დადიანმენგრელიისა“. წიგნში ორა სცამეტ გათამაშებას შორის ერთ-ერთია ანდრია დადიანისა და მამა თევდორე ხოშტარიასი. გადმოცემით, მოძღვარმა ჭადრაკის პარტია მოუგია სამეგრელოს პრინცს და სანაცვლოდ საჩუქრად მიუღია I. 500 მანეთად ღირებული ჭადრაკი, რომელიც 1905 წელს მის სახლთან ერთად დაიწვა. დედაეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზი თევდორე დაჯილდოებული იყო: 1897 წლის 6 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1903 წლის 15 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით. ღვაწლმოსილი მოძღვარი 1909 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა. დეკანოზმა თეოდორემ დაგვიტოვა საინტერესო მემუარები. მათი გაცნობით ნათელი სურათი გვეხატება სუჯუნის ისტორიული და უძველესი ეკლესიის ღვთისმსახურთა ყოფაცხოვრების შესახებ. ჰყავდა მეუღლე -– მარინე (ან გაიანე) დავითის ასული ანჯაფარიძე და შვილები: მიხეილი, ალექსანდრე, სოლომონი, ლევანი, ეკატერინე.