სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია) 1867-1938წწ გარდ. 71 წლის, მწერალი, პოეტი, დაბ. სოფ. სუჯუნა, აბაშა, სამეგრელო.

1867-1938 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ხოშტარია სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

417       ბეჭდვა

დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია) 1867-1938წწ გარდ. 71 წლის, მწერალი, პოეტი, დაბ. სოფ. სუჯუნა, აბაშა, სამეგრელო.

ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე დუტუ მეგრელი (1867-1938) დაიბადა აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე. 



ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით. დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1888 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ ''თეატრში''; 1891 წელს ქუთაისის კრებულმა ''ცდამ'' დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა ''შვილი და დედა'' (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები და პიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი სურათები ჩვენი ცხოვრებიდან, ხოლო 1893 წელს - მისი ლექსების კრებული ''ცრემლები'', რომლის სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო. მისი პოპულარული ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ" (1902) და მოთხრობა "ქინაქინა" შესულია ი. გოგებაშვილის "დედაენაში" და "ბუნების კარში". 1968 წლის 18 აპრილს დუტუ მეგრელი მის მეუღლესთან, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიასთან ერთად, ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.264





მეუღლე ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (დ. 3 თებერვალი1868 გორი, — გ. 1 მაისი1951) — ქართველი ნოველისტი.  დასაფლავებული, დიდუბის პანთეონი

ბიბლიოგრაფია

მე პატარა ქართველი ვარ

კავკასიის მთების შვილი


და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი

გურია და სამეგრელო, რაჭა ლეჩხუმ ჯავახეთი

და მესხეთი სასახელო,

ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი,

სვანეთი და აფხაზეთი,

ძველი ტაო, იმერხევი,

საინგილო და ლაზეთი,

მთიულეთი საარაკო

და აჭარის ზღვა და მდელო

ყველა ჩემი სამშობლოა -

საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი ეს ქვეყანა

ღვთისმშობლისა არის წილი

ბევრ მწარე დღეს მოსწრებია

და უნახავს ბევრიც ტკბილი

ხან თუ მტერი აოხრებდა

იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,

ბრწყინვალე დროც დადგომია,

დრო დავითის და თამარის.

მე პატარა ქართველი ვარ,

სახელოვან ერის შვილი

და მსურს მერგოს სასახელო

მე სიცოცხლე და სიკვდილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0