მღვდელი ივლიანე იოანეს ძე ნიკოლაძე 1861 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფ. სიმონეთში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის
სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი. 1889 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის ღამის ყარაულად დაინიშნა. 1892 წლის 5 მარტს ამავე ტაძრის მედავითნის კანდიდატად დაადგინეს. ივლიანეს კარგი სმენა და სამგალობლო ხმა ჰქონდა, თუმცა სანოტო სისტემას არ იცნობდა. ამიტომ მან მუსიკის სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტა. იგი ცნობილ ლოტბარსა და ფოლკლორისტ ფილიმონ ქორიძეს მიებარა. ორწლიანი მეცადინეობის შედეგად მან საფუძვლიანად შეისწავლა ნოტების კითხვა და გალობა და თავადაც
შეეძლო სხვების განსწავლა. ამის დამადასტურებელია ფ. ქორიძის გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ვკითხულობთ: „ესე მიეცა ჩემ მიერ ივლიანე ივანეს ძე 6იკოლაძეს მას შინა, რომელ იგი, ნიკოლაძე, სწავლობდა ჩემთან ნოტების კითხვას და იქამდის შეისწავლა კითხვა და გარჩევა ნოტებისა და მათი უსაჭიროესი კანონების მნიშვნელობა, რომ მას, ნიკოლაშძეს, ადვილად შეუძლია ასწავლოს მსურველთ ნოტით გალობა; რაზედაც ვემოწმები ხელის მონერითა ჩემითა. ქ. ქუთაისი. სექტენბრის ა-სა (1) დღესა ჩყუდსა 1894) წელსა. გალობის და მუსიკის მასწავლებელი, არტისტი ფილიმონ ქორიძე“ 1899 წლის 15 აპრილიდან ივლიანე იმერეთის ეპისკოპოსის სამღვდელმთავრო გუნდის მგალობელია.
1901 წლის 16 მაისს უმცროს პონომარად განამწესეს. ამ პერიოდში მან ქუთაისში მოამზადა გუნდი, რომლის ხელმძლვანელიც თვითონ იყო. გაზეთი „ივერია“ წერდა: „კვირას, 3 თებერვალს, ქუთაისის მიხეილ მთავარანგელოზთა ტაძარში, ლიტურღიაზედ, ქართულმა ახალმა ხორომ იგალობა, რომელიც მომზადებული იყო ბ. ი. ნიკოლაძის ლოტბარობით; მსმენელთ მეტად მოეწონათ ახალი ქართულის, გალობის ხორო. დიდად სანატრელი იქნებოდა, რომ ასე გულმოდგინეთ სხვებიც მოჰკიდებდნენ ჩეღი
ქართულს საეკლესიო გალობას“. 1904 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახ. საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს, სადაც მოკლე ხანში შექმნა ახალი
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2016წ გვ.18
მღვდელი ივლიანე ნიკოლაძე 1861 –– 1941 (გაგრძელება)
ქართული გალობის გუნდი, რომელმაც მალევე გაითქვა სახელი მთელ ქალაქში. აი, რას წერდა დავით აროშიძე ჟურნალ „მწყემსში“ ამ გუნდის შესახებ: „ამ სტრიქონების დაწერა გამოიწვია ჩემს მიერ მგალობელთა გუნდის მოსმენამ, რომელმაც განსვენებულ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე რამდენჯერმე უსასყიდლოთ იგალობა. ამ გუნდს ხელმძღვანელობს ცნობილი ფ. ქორიძის გაწვრთნილი ნამონაფარი ი. ნიკოლაძე, რომელიც, ეტყობა, გალობაში დიდად დახელოვნებულია. ამჟამად მის მგალობელთა მუდმივ გუნდს შეადგენს 8-10 კაცი, რომელთაც სამხმოვანი იმერული კილო კარგად . ქონიათ შესწავლილი. ამ გუნდის გალობამ ისე დამაინტერესა, რომ სრულიად უსასოომ რამდენჯერმე თავიდამ ბოლომდის მოვისმინე საკათედრო ტაძარში წირვა დაპანაშვიდები მხოლოდ იმისთვის, რომ გალობით დავმტკბარიყავ, და ყოველთვის მეტად ნასიამოვნები დავბრუნდი შინ. თქვენ გესშით სრულიად ძალდაუტანებელი, შეუფერავ-შეუკაზმავი და შეურყვნელი ქართული ხმები, ის სანეტარო ხმები, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში ატკბობდა ქართველის ყურსა და გულში სასოებას უღვიძებდა“.
გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობელთა გუნდი, ზელა რიგში მარცხნიდან მესამე ივლიანე ნიკოლაძე ;
1910--1912 წლებში იგი ამავე ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გალობას ასწავლიდა. 1911 წლის 8 სექტემბერს (ძვ. სტ.), ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ივლიანე ნიკოლაძის გუნდმა იგალობა გელათის მონასტერში, რისთვისაც იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1913 წელს მიიღო რომანოვების 300 წლის მეფობასთან დაკავშირებით მოჭრილი საიუბილეო გულზე დასაკიდი მედალი.
შემორჩენილია ღირსი მამის, ექვთიმე კერესელიძის მოგონებები მამა ივლიანე ნიკოლაძის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ: „ამის შემდეგ, მივედი იქვე ქუთაისში, მგალობელ ივლიანე ნიკოლაძესთან და უთხარი: რაჟდენ ხუნდაძეს დავაწერიე ნოტებზე ბევრი სხვა და სხვა საგალობლები, და ზოგიერთი იმათში არ მომწონს, ხელახლა შრომა და გასწორება სჭირდება. ახლა შენ მოგმართე, როგორც ფილიმონ ქორიძის ერთს უუნიჭიერეს მოწაფეს და მისგან გალობის ლოტბარობაშიდაც ფრიად გაწვრთნილს. შე ვიცი რომ, შენ რ. ხუნდაძეზე ბევრად უკეთესად შეგიძლია გალობის გაწყობა და დაწერა. ყველა ეს ხუნდაძისგან დაწერილი საგალობელი, ვერ არის კაი გაწყობილი, ამისთვის გთხოვ რომ, ყველას თაიდგან დავჰყვეთ და კარგათ გავაწყოთ და გავამშვენოთ და შენი მუშაობის ფულს, რასაც მეტყვი მოგცემ-მეთქი. იმან მითხრა, მე ეს საქმე დიდ კეთილ საქმე მიმაჩნია, მე რომ ცოლ-შვილი არა მყამდეს, ამ საქმეში ფულსაც არ გამოგართმექვედი, მაგრამ შენ რაც გინდოდეს ის მომეცი, მე მადლობელი ვიქნებიო.
ამის შემდეგ დავიწყეთ ორივემ ერთად ამ საგალობელთა ხელახლად გაწყობა და გამშვენება 1914 წელში. ხუნდაძის დაწერილი, იქი, აქა, ზოგ-ზოგი ერთი თუ გამოდგა მარტო, დანარჩენის სულ წაშლა დაგვჭირდა და ხელახლა დაწერა ვშრომობდით არა გამუდმებით, არამედ დრო გამოშვებით, რადგან ის თავის. სამსახურშიდაც იყო, ქუთაისის - სობოროს მგალობელთა გუნდს ლოტბარობდა, რადგან ჩვენ დროგამოშვებით გმუშაობდით, ამიტომ დიდ-ხანს გასტანა ჩვენმა შრომამ და გავათავეთ 1915 წ. ამ დროში მას გარდა, ბევრი, სხვა საგალობლებიც დავსწერეთ. ამ ერთგულ შრომისათვის ჩავაბარე ივლიანე ნიკოლაძეს 500 მან. რომელმაც მადლობასთან ერთად მითხრა: თეთრად გადაწერის დროს, თუ ვინცობა არის, საგალობელთა რიგ ზე მიყოლების დროს, რომელიმე გაუწყობელი საგალობელი დაისაჭიროვოს, მოიტანე და ისინიც გავაწყოთ, რომ მთელი საგალობლები, მთლიანად მშვენიერი და ფრიად სასიამოვნო იქმნესო. და ასედაც ვიქცეოდი ყოველ საჭიროების დროს“. 1920 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) მღვდლად დაასხა ხელი და ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1922 წლის ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, ის ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.
1931 წლის 12 იანვარს მღვდელი ივლიანე ქუთათელგაენათელ მიტროპოლიც სვიმონს (ჭელიძე) წერდა: „მე ვმსახურობდი მღვდლათ სოფელ ნახშირღელის (ქუთაისის რაიონია) ეკლესიაზე 1920 წლიდან 1929
წლის სექტემბრამდი, ამ რიცხვიდან სამსახურს თავი დავანებე, ვინაიდან ვეღარ ავიტანე უზომო დაბეგვრა. ამა წლის მ იანვარს თქვენმა მაღალმა მეუფებამ წინადადება მომცა, შობის დღესასწაულებზე წავსულიყავი სოფელ ვარციხეში წირვა-ლოცვის და სხვა საჭირო მღვდელმოქმედებათა შესასრულებლად და თანაც მიბრძანა, რომ არის შემოტანილი სოფელვარციხის მორწმუნეთა დადგენილება, რომელზედაც ხელს აწერენ 127 მორწმუნე. მე, იმ იმედით, რომ ცოტათი მაინც გაუმჯობესებული იქმნებოდა
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2016წ გვ.19
მღვდელი ივლიანე ნიკოლაძე 1861 –– 1941 (გაგრძელება)
მღვდლების მდგომარეობა, თანხმობა გამოვაცხადე და თანახმად თქვენი რე ზოლუციისა ა. წ. იანვრიდან და თქვენდამი რწმუნებული კანცელარიის მიწერილობისა ამავე რიცხვიდან 3 -– გავემგ ზავრე 6 იანვარს სოფელ ვარციხეში. მივედი ერთ აშ სოფლის მორწმუნე ნესტორ ბაბუნაშვილის ოჯახში. იქმნებოდა დღის ორი საათი, ცოტა ხნის დასვენების შემდეგ ბაბუნაშვილმა და ხუთმა მორწმუნე კაცმა წამიყვანეს ეკლესიაზე. დაასუფთავეს ეკლესია და შემდეგ წამომიყვანეს ღამის გასათევად ისევ ბაბუნაშვილისას. ღამის 9-10 საათი იქმნებოდა დავწევი და სულ ცოტა ხნის დაძინებული ვიქმნებოდი, შემოვიდა მასპინძელი ბაბუნაშვილი და გამაღვიძა, თანვე მითხრა კაცები არიან თქვენთან მოსულიო. მე ავდექი, ჩავიცვი და შევხედე პოლიციელი, როგორც მითხრეს სოფ. როხში მცხოვრები ერთი იყო შეიარაღებული მიხაკო ბაღდავაძე და მეორე სოფლის ვარციხის ასისთავი გრიშა ფახურიძე. იმათმა მომთხოვეს საბუთი, მე უჩვენე მოწერილობა თქვენი კანცელარიისა, რომელსაც დახედეს და სასაცილოდ არ ეყოთ. მოწერილობა დამიბრუნეს და მიბრძანეს წინ გავყოლოდი და წავსულიყავით როხის სასოფლო საბძოში, რომელიც დაშორებულია სოფ. ვარციხიდან ხუთი ვერსტით. როდესაც სასოფლო შარაზე გამოვედით მილიციელი მიბრუნდა ბაბუნაშვილის ოჯახში, რაზე
მიბრუნდა მი მაშინვე ვერ მივხვდი, მხოლოდ შემდეგ როგორც გავიგე მას მილიციელს დაუვალებია ბაბუნაშვილისათვის არავისთვის გაემხილა ჩემი დაჭერა და თუ ვინმე მიეძალებოდა ეთქვა, რომ მღვდელი ნავიდაო.
სანამ მილიციელი ჩვენთან (მე და ასისთავი) მოვიდოდა, ორი ახალგაზრდა მოვიდა ასისთავს გამარჯობა უთხრეს და ერთი მომიბრუნდა და მითხრა: ჩვენ მღვდელი გვყავდა და დაანება თავიო, შენ რატომ არ დაგინებებიაო. მე პასუხი არ გამიცია. ამ დროს მოიწია მილიციელმა და მრისხანე ხმით შემყვირა: მალე, წინ გამიძეხიო. გავეშურეთ საბძოსაკენ მე და მილიციელი, ასისთავი კი დარჩა. მილიციელი მეკითხება გზაზე წყრომით, საბძოთა ხელისუფლებამ მოსპო სამღვდელოება და შენ რატომ არ დაგინებებია თავი და ვინ გამოგ ზავნაო, მე წყნარათ უპასუხე მიტროპოლიტმა გამომიშვა თქვა. მიტროპოლიტის სახელის ხსენებაზე მილიციელს ბრაზი მოუვიდა და ისეთი უშვერი და საზიზღარი სიტყვებით აგინა მიტროპოლიტი, რო? ამის დასახელება ძალიან ძნელია. მილიციელი, როგორც ახალგაზრდა კაცი, ჩქა
30-3 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2016წ გვ.20
მღვდელი ივლიანე ნიკოლაძე 1861 –– 1941 (დასასრული)
რობდა და მიყვიროდა და მეც მეჩქარა, რაც შემეძლო თავს არ ვიზოგავდი, მაგრამ რა შექნა 75 წლის მოხუც-ავადმყოფ კაცს, ხშირად იმეორებდა: ჩქარა წადი, თორემ ამ თოფით დაგიმტვგრევ გვერდებსო. ასე, ამ გაჭირვებით
მუდამ წუთში იმის შიშით, თუ რა წუთში დამახლიდა ტყვიებს ცოფიანი მილიციელი, მივანიუთ სასოფლო საბჭოს შენობას. იქმნებოდა ღამის 12 საათი. იმ ღამეს დამამწყვდიეს ერთ ბნელ და ცივ ოთახში, სადაც დიდი გაჭირვებით მომიხთა გათენება. გათენდა შობა 25 დეკემბერი ძველით, ხოლო ახლით 7 იანვარს დილით 10 საათ ზე მობრძანდა საბჭოს თავჯდომარე, მომთხოვა საბუთი, მე ვაჩვენე საეპარქიო კანცელარიის მოწერილობა. მე გარეთ გამიშვა და პატარა ხნის შემდეგ დამიძახა და წინადადება მომცა ხელი მომეწერა ქაღალდზე, რომელიც დააწერია იქვე მის გვერდით მჯდომ მდივანს და რომელშიდან დაწერა, რომ ჩვენ არავის არ ვაბრკოლებთო მე მეგონა მათავისუფლებდა და ვარციხეში მაბრუნებდა. ქაღალდს ხელი მოვაწერე, თურმე კი არ მათავისუფლებს,
მაგ ზავნის ბაღდადის პოლიტ-ბიუროში, რომელიც დაშორებულია როხის სასოფლო საბძოსაგან 15- 16 ვერსტით. შობას, დღის 12 საათ ზე ჩავიბარე ქაღალდი ბაღდადის პოლიტ-ბიუროს სახელზე და გავემგზავრე ბაღდადში.
დიდი გაჭირვებით მშიერ-მწყურვალე, ავადმყოფი და მოხუცი კაცი წავედი ბაღდადში, მივედი პოლიტბიუროს უფროსთან, მან მომცა მოწერილობა როხის აღმასკომის თავჯდომარის სახელზე ამა წლის 7 იანვრის თარიღით, რომელშიდაც სწერს შემდეგს: „მღვდელს ნიკოლაძეს არ გაბედოთ, არ დაუშალოთ წირვა. არც საძირო არ არის თოფიანი მილიციით მღვდლის გამოძახება იმ დღეს, შობას, ბაღდათშივე დამაღამდა, ქალაქში ღამის გასათევი ბინა ვერ ვიშოვე, გავცილდი ბაღდათს სამი ვერსტით და იქ დავბინავდი ერთი მადლიანი კაცისას ილია გველედიანისას, მეორე დღეს ვიარე და როკითში მივანწიე. იმ ღამეს იქ დავბინავდი გიორგი ახვლედიანისას და მესამე დღეს მოვაწიე ვარციხეში, მაგრამ წირვით აღარ მიწირავს, რადგანაც შობის დღესასწაულები უკვე გათავებული იყო. ამნაირად დაბრკოლდა ჩემ მიერ ვარციხეში შობის დღესასწაულებზე სამსახურის საქმე. ზემოხსენებულიდან დაინახავთ, მაღალ მეუფეო, თუ რამდენი გაჭირვება გამომივლია ამ გზობით, მე არ ვფიქრობდი თუ დღეს კიდევ არსებობდა ჩვენში საწყალი მღვდლების ასეთი ტანჯვა-წამება, ნუ თუ ბოლო აღარ უნდა ექმნეს ჩვენს ასეთს შევიწროებას და არ უნდა იზრუნოს სასულიერო უმაღლესმა მთავრობამ საქმის გაუმჯობესებისათვის? ყოველივე ზემოხსენებულის გამო გთხოვ თქვენს მაღალ მეუფებას კეთილ ინებოთ და აღძრათ შუამდგოშმლობა სადაც ჯერ არს და იქმნენ დამნაშავე პირნი დასჯილნი და მღვდლებს მოგვეცეს საშუალება ვემსახუროთ დაუბრკოლებლივ მორწმუნეებს“ ამ ამბის შემდეგ მღვდელი ივლიანე კიდევ ათი წელი ემსახურა დედაეკლესიას. მოხუცები და ნახევრად ავადმყოფი მოძღვარი შეძლებისდაგვარად ასრულებდა საეკლესიო წესებს, ანუგეშებდა შემორჩენილ მრევლს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. გარდაიცვალა 1941 წლის 21 ივნისს. მეუღლე ევგენია ილარიონის ასული კუტალაძე (დ. 1876წ.) და შვილები: ევტიხი (1900-1965წწ.), ქსენია (დ. 18.04.190ვ3წ.), ქსენოფონტე (დ. 1905წ.), თამარი (დ. 15.07.1907წ.), ნინო (დ. 14.04.191ვწ.).