სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ვარლამ ნიკოლაძე 1942წ. მხატვარი, რეჟისორი, წარმ. სამტრედია იმერეთი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ნიკოლაძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

ვარლამ ნიკოლაძე 1942წ. მხატვარი, რეჟისორი, წარმ. სამტრედია იმერეთი. დაბ. თბილისი.

ვარლამ ნიკოლაძე 1942 წელს


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს(ფილოლოგიური), თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1971 წელს(სარეჟისორო).

მოღვაწეობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა თეატრებში; 1992 წლიდან მოღვაწეობდა თურქეთში, სადაც დააარსა თეატრი "ექო" სმენადაქვეითებულ და უსინათლო მსახიობებისათვის; მათი ძალებით დგამდა თურქულ სერიალებს; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ქ. იზმირის თეატრალური ინსტიტუტში, ქ. სტამბოლის "მალტე-პეს" უნივერსიტეტში, კათედრის გამგე; ქ. ტრაპზონის ტელევიზიით მიჰყავდა ქართულენოვანი გადაცემები; მონაწილეობდა კინოფილმებში: "მოლანდება"(1975), "ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა", "ზოგი ჭირი მარგებელია"(1984, ორივე), "მოდი ვილაპარაკოთ"(1986), "ტურანდოტი"(1989), "ლოლიტა"(1991); რეპერტუარი: ქართული სპექტაკლები, მუსიკალური კომედიები, მიუზიკლები, ოპერეტები: ვ. აზარაშვილი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"(1983, პრემიერა), რ. კემულარია "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"(1983, პრემიერა), გ. ჩლაიძე "ღვთაებრივი კომედია"(1983, გ. ქარცივაძესთან ერთად), რ. ხორავა "რწყილი და ჭიანჭველა(1981), ა. ჩიმაკაძე "მაია წყნეთელი"(1985); ოპერები: გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"(1977, პრემიერა ქუთაისში); სხვა დადგმები: პუჩინი "ტოსკა"(ქუთაისი), ი. მეიტუსი "ახალგაზრდა გვარდია"(1977, ქუთაისი); ლიბრეტისტი.


წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 366


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.02.2020
ბოლო რედაქტირება 04.01.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ივლიანე იოანეს ძე ნიკოლაძე 1861-1941წწ მღვდელი დაბ. სოფ. სიმენთი (თერჯოლა)

2 0

ნიკოლაძე - გვარის 9 ღვთისმსახური

1 0

ნიკოლაძე იოანე, მღვდლი ქუთაისის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი 2024წ.

2 0

ნიკოლაძე იერეთეოზ ანდრიას ძე მართლმ. მღვდელი?-1917წწ ქუთაისის საკათედრო ტაძარი

2 0

ნიკო ნიკოლაძე 1843-1928 პოლიტიკოსი სოფ. დიდი ჯიხაიში სამტრედია იმერეთი

1 1


იაკობ ნიკოლაძე 1876-1951წწ მოქანდაკე დაბ. ქუთაისი, იმერეთი

1 0