სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12092

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კიწია (მარტვილი) სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კიწია (მარტვილი)

1824-1914 წწ. გარდ. 90 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ანჯაფარიძე სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კიწია (მარტვილი)


დეკანოზი სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914

სამეგრელოს თავადაზნაურთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ანჯაფარიძეების გვარს, რომლის წარმომადგენელია სოფ. კიწიის მკვიდრი, მღვდელი ნიკოლოზ ანჯაფარიძე. იგი 1796 წელს სამეგრელოს სამთავროში აზნაურის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი და საირმის მონასტერში არქიმანდრიტ გიორგისთან (კუხალაშვილი) ისწავლა. 1815 წლის 7 იანვარს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1816 წლის 11 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და კიწიის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. წლების მანძილზე ის იყო მთავარხუცესი. მღვდ. ნიკოლოზი 1851 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა. 1873 წლის 1 იანვარს მის მეუღლეს წელიწადში 55 მან. პენსია დაენიშნა. მეულლე ელისაბედ იოანეს ასული და შვილები: დეკანოზი სამსონი, მღვდელი მაქსიმე, მაკრინე (დაბ. 1848წ., გათხოვილი დეკანოზ ნესტორ ზოსიმეს ძე ალშიბაიაზე).



11-1  საპატრიარქოს უწყებანი N11 21-27მარტი 2018წ გვ.18
დეკანოზი სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914 (გაგრძელება)

მღვდელ ნიკოლოზის უმცროსი ვაჟი გახლდათ მღვდელი მაქსიმე, რომელიც 1838 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტვილის მონასტერში ისწავლა. 1867 წლის 15 სექტემბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) დიაკვნად აკურთხა. 1867 წლის 30 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე წლის 10 ოქტომბერს კიწიის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1871 წლის 3 ივნისს ჯოლევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1873 წლის 18 ოქტომბერს მოხაშო-უშაფათის წმ. მარინეს სახ. ტაძარში დაადგინეს. მისი ინიციატივითა და მონდომებით განახლდა წმ. მარინეს ტაძარი, კანკელი და დაიგო ქვის ახალი იატაკი. 1875 წლის 10 აგვისტოს, 1880 წლის 12 აპრილსა და 1885 წლის 15 მარტს ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო არჩეული დეპუტატად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის საქმეებზე. 1880 წლის 5 ივლისს უშაფათის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1882 წლის 13 დეკემბერს ჯოლო-მესარიონის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. მღვდ. მაქსიმე 1915 წელს უკანასკნელად იხსენიება, სავარაუდოდ, იგი ამ წელს პენსიაზე
გავიდა და მის ადგილზე მისი ვაჟი ერმოლაოზი  აკურთხეს, რომელიც ამ გვარში სასულიერო წოდების ბოლო წარმომადგენელი გახლდათ. მღვდ. მაქსიმე 1870 წლის 18 ნოემბერს დააჯილდოვეს საგვერდულით; 1883 წლის 9 აპრილს  სკუფიით; რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) სამახსოვრო წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაცემული ჯვრით. 1890 წელს დააჯილდოვეს რუსეთის წმ. სინოდის მადლობით, სიგელის გარეშე; 1893 წლის 6 მაისს -–– კამილავკით; 1901 წლის 15 მაისს –– სამკერდე ოქროს ჯვრით; 1915 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით. მეუღლე ქრისტინე კოტეს ასული (დაბ. 1850წ.) და შვილები: მღვდ. ერმოლაოზი (დაბ. 187 Iწ.), ეფროსინე (დაბ. 1881წ.), ელისაბედი (დაბ. 1882წ.).
გვარში ყველაზე გამორჩეული პიროვნება გახლდათ დეკანოზი სამსონი. იგი 1824 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს ორკლასიანი სასულიერო
სასწავლებელი. იცოდა რუსული ენაც. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნები კითხვა, წერა, კატეხიზმო, ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი კარგად მარტვილის საკათედრო ტაძარში
ისწავლა. 1852 წლის 20 აპრილს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1853 წლის 25 სექტემბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ზაქარიამ (დგებუაძე) მლვდლად დაასხა ხელი და კიწიის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა.
1853 წლის 13 დეკემბერს მოიდანახის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. შთამომავლების გადმოცემით, დეკანოზი სამსონი ყოფილა განათლებული,
სახელოვანი და კეთილშობილი პიროვნება. მის ვაჟკაცურ შემართებაზე მიუთითებს იმ დროისათვის ძალიან გახმაურებული ამბავი, როდესაც თურქები სამეგრელოს შემოესივნენ. ეს იყო რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1853-1856 წლებში. ერთ-ერთი თავდასხმის დროს ბრძოლაში დაიღუპა ორი ძმა ანჯაფარიძე, რომელთა ცხედრები მტრის ბანაკში იყო და
ოჯახს არ უბრუნებდნენ. მიუხედავად დიდი რისკისა, მღვდ. სამსონი არ შეუშინდა არაფერს, არც იმას, რომ სასულიერო პირი იყო და ღამით შეუმჩნევლად შეიპარა მტრის ბანაკში, მოიპარა ორივე მიცვალებულის გვამი და ცხენზე დაკრულები მიასვენა ჭირისუფალთა ოჯახში. ამ საქციელის გამო მან რამდენიმე თვე მონასტერში გაატარა.
1885 წელს დეკანოზმა სამსონმა თავისი ხარჯებით კიწიის ტაძართან ააშენა სამი ოთახი და გახსნა სამრევლო სკოლა, სადაც წლების მანძილზე თავადვე ასწავლიდა ბავშვებს. 1885 წლის თებერვალში აღნიშნულ სკოლაში 35 ბავშვი სწავლობდა და მოძღვრის თხოვნით დამატებით კიდევ ერთი მასწავლებელი დაინიშნა. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „სოფ. კიწიაში, სადაც არც ერთი სკოლა არ ყოფილა აქამომდე, ადგილობით ბლაღოჩინმა მლვდ. სამსონ ანჯაფარიძემ თავის ხარჯით ააშენა სამრევლო-საეკლესიო სკოლისთვის სახლი, იყიდა: სკოლის მოწყობილობა და ავეჯეულობა და 11 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ოფიციალურად გახსნა სკოლა. როცა მამა სამსონმა მიიღო ყოვლადსამღვდელო გაბრიელისაგან ნებართვა სკოლის გახსნაზე, მან ერთ დღეს მოუყარა თავი მრევლს დააუხსნა მას სწავლის სარგებლობა და მასთან გამოუცხადა სამრევლოს, რომ მათ მათი შვილების სასწავლებლად გარდახდებათ ძალიან მცირე ფასი. ეს სკოლა არის აშენებული ადგილობითი ეკლესიის გალავნის მახლობლად, თვით მ. ანჯაფარიძის საკუთარ ადგილში.
ასე რომ, მრევლს არავითარიმე ხარჯი არ მოსვლია
სკოლის აშენებაზე. გაიხსნა სკოლა თუ არა, მშობლემა მაშინვე დაიწყეს ყმაწვილების შემოყვანა სკოლაში. სკოლის გახსნიდან ივნისის თვემდე შესულა ოცდარვა ყმაწვილი: 7 ქალი და 21 ვაჟი. შეძლებული მშობლები იხდიან თავიანთ შვილების სასწავლებლად თვეში ხუთი შაურიდამ ორ აბაზამდე, ხოლო ობლების და ღარიბების მაგიერ თვითონ მ. ანჯაფარიძე აძლევს მასწავლებელს ფულს. რადგან ყმაწვილებისაგან შემოსავალი ძალიან მცირეა, ამიტომ მ. ანჯაფარიძეს მასწავლებელი ჰყავს თავის სახლში თავის საკუთარს ხარჯზე. ამა ივნისის თვეში მე და რამდენიმე სხვა პირნი, რომლებთაგან ზოგი რუსეთიდამ ჩამოსული სტუდენტები იყვნენ და ზოგი ქუ



11-2  საპატრიარქოს უწყებანი N11 21-27მარტი 2018წ გვ.19
დეკანოზი სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914 (გაგრძელება)

თაისის კლასიკური გიმნაზიის შეგირდები, დავესწარით მ. სამსონს ბავშვების გამოცდაზე. გამოცდის დროს ყველა ყმაწვილები, რომელთაგან ზოგი თებერვალში შემოსულან სკოლაში და ზოგი აპრილის თვეში, მშვენიერად კითხულობდნენ ქართულად და მასთან წაკითხული სტატიის შინაარსის გადმოცემაც შეეძლოთ. მასთან ყმაწვილებს ამ მოკლე ხანში
შეესწავლათ პატარა ლოცვები, საღმრთო ისტორიიდგან ზოგიერთი ისტორიული მოთხრობები და ანგარიში ათამდის. უმეტესი ნაწილი მოსწავლეთა საკმაოდ სწერენ ნუსხური ხელით. ერთი სიტყვით ამ ცოტა ხნის განმავლობაში ძალიან კარგად არიან მომზადებულნი ყმაწვილები. გამოცდის შემდეგ ყველა კმაყოფილნი დარჩნენ მასწავლებლის და აგრეთვე გულითადი მადლობა შესწირეს მ. სამსონს ამ კეთილი საქმის მოთავეობისათვის. მომავალ წელში მ. სამსონს იმედი აქვს, რომ მოსწავლეთა რიცხვი სკოლაში იმატებს და ამგვარად სკოლაც შეკეთდება და მასწავლებელსაც მოემატება საშუალება. ამასთანავე მ. სამსონი სკოლას წირავს ერთ ქცევა მიწას, რომელიც ეხლა სკოლას უჭირავს. უნდა აღვიაროთ,
რომ სამაგალითოა ამ შემთხვევაში მამა სამსონის საქციელი და იმედი გვაქვს, რომ მას ჩვენს სამღვდელოებაში ბევრნი აღმოუჩნდებიან მიმბაძველნი და ამით გამოიჩენენ ხალხის აღზრდა-სწავლაში იმ სიხალისეს და მუყაითობას, რომელსაც იჩენდა ის წინა საუკუნეებში“. 1892 წელს დეკანოზი სამსონი შტატიდან გავიდა და პენსია დაენიშნა. ამის შემდეგ ღვაწლმოსილმა დეკანოზმა კიდევ 22 წელი იცოცხლა. იგი 1914  წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალეს 21 აგვისტოს კიწიის ეკლესიის ეზოში. დეკანოზი სამსონი დაჯილდოებული იყო: 1860 წელს -– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვრით; 1866 წლის 4 დეკემბერს -– საგვერდულით; 1870 წლის 16 ივლისს სკუფიით; 1873 წლის 23 მარტს -– წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1877 წლის 19 მაისს კამილავკით; 1882 წლის 22 მარტს  სამკერდე ოქროს ჯვრით; 1883 წლის 6 მაისს -- წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით; 1888 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდებით; 1892 წლის 15 მაისს -– წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1893 წლის 20 აპრილს სასწავლო დარგში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის „ბიბლიით“. ადრე დაქვრივდა. შვილები: ნესტორი (დაბ. 1854წ., დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, 1885 წელს მუშაობდა ქ. ბათუმში პოლიციაში და ჰქონდა კოლეჟსი რეგისტრატორის ჩინი. ქ. ბათუმში ცხოვრობდნენ ტურგენიევის ქუჩაზე. ბოლოს ჰქონდა გახსნილი თავისივე სანოტარო კანტორა, სადაც ნოტარიუსად მუშაობდა. მისი მეუღლე გახლდათ მარიამ მალაქიას ასული. მათ ჰყავდათ ერთი ვაჟი -- გიორგი/გიზო (იყო ნაფიცი ვექილი. მუშაობდა ჯერ მოსკოვში, ბოლოს ბათუმში, ეწეოდა პოლიტიკურ ცხოვრებას. გასაბჭოების შემდეგ მთელი დარჩენილი ცხოვრება რუსეთის ციხეებში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც);
ეპიფანე (დაბ. 1861წ., დაამთვარა თბილისის სასულიერო სემინარია. გადავიდა სამხედრო უწყებაში და 1885 წელს რუსეთში, ვიტებსკის გუბერნიაში პოდპორუჩიკის ჩინით მსახურობდა. გასაბჭოების შემდეგ დატოვა საქართველოში და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა ქ. პარიზში); მელიტონი (დაბ. 1861წ., დაამთავრა ქუთაისის
ვაჟთა გიმნაზია, ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. მოსკოვში); პარასკევა (გათხოვილი ქ. ფოთში, სამსონ ბეჟანის ძე ქავთარაძეზე, რომელიც იყო ქ. ფოთის თვითმართველობის ხმოსანი დეპუტატი. მათი ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ფოთის საზოგადოებაში, ეწეოდნენ დიდ ქველმოქმედებას ნიკო ნიკოლაძესა და იონა მეუნარგიასთან ერთად.
ამ ყველაფერში დიდი როლი ეკავა თავად პარასკევას. იგი თავის მეგობარ ქალბატონებთან ერთადმეურვეობას უწევდა რუსეთში და საზღვარგარეთ
სასწავლებლად წასულ ხელმოკლე სტუდენტებს. 1908 წლის 7 დეკემბერს მთელმა ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა აკაკი წერეთლის მოღვაწეობის 50 წლისთავი. ფოთის ქალთა საზოგადოე

11-3  საპატრიარქოს უწყებანი N11 21-27მარტი 2018წ გვ.20
დეკანოზი სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914 (დასასრული)

ბის სახელით პარასკევამ სიტყვით მიმართა სასიქადულო პოეტს და საჩუქრად მიართვა საკუთარი ხელით შესრულებული, ოქრომკერდით ნაქარგი შინდისფერი ხავერდის სურათის ჩარჩო პოეტისავე სურათით. ჩარჩოს გულის ფორმა ჰქონია. სურათის ქვემოთ კი ამოქარგული ყოფილა აკაკის სიტყვები: „ამმაღლებელი ხალხისა თვით ამაღლდება ცათამდე". 1909 წლის 25 აპრილს ქ. ფოთში მოეწყო აკაკის საიუბილეო საღამო. სადგურში პოეტს დიდძალი საზოგადოება დახვდა. ქ-ნ. პარასკევას თავისი ხელით ნაქარგი კაბა ეცვა იმ საღამოს. აკაკის ამ ეროვნული კაბისათვის ყურადღება მიუქცევია და უთხოვია მისთვის, როგორც „ძველი ქართველი დედის“ განსახიერებას, ამ ტანსაცმელში გადაეღო სურათი და გაეგზავნა მისთვის. 1909 წლის 28 აპრილს აკაკი და იონა მეუნარგია თავისი მეუღლით სტუმრად ეწვივნენ პარასკევა და სამსონ ქავთარაძეების ოჯახს. 1881 წელს საქართველოში ჩამოვიდა უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი, სადაც მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო „ვეფხისტყაონის“ ილუსტრაციებზე მუშაობა. საქართველოს ყველა ქალაქებში ეწყობოდა მათთვის საინტერესო ნაწარმოების მხატვრული სურათების წარმოდგენა. ამ მხრივ არც ფოთის საზოგადოება იყო გამონაკლისი. იქ წარმოდგენილ ცოცხალ სურათებში პარასკევა ანჯაფარიძე მონაწილეობდა თამარ მეფის ტანსაცმელში. გარდაიცვალა 1925 წელს. დაკრძალულია ქ. ფოთის ერთ-ერთ სასაფლაოზე); აღათი (დაბ. 1869წ., გათხოვილი თავად ნიკოლო (გუია) ევგენის ძე დგებუაძეზე, სოფ. ჟინოთაში).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.01.2026
ბოლო რედაქტირება 13.01.2026
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0