ბადრი ანჯაფარიძე დაიბადა 1961 წლის 30 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში.
ბადრი სწავლობდა ჯერ შრომის, ხოლო შემდეგ ქ. სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატში. სავალდებულო სამხედრო სამსახური ამურის ოლქში მოიხადა, ტანკისტი იყო. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაირიცხა სოხუმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1987 წელს მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიაში, პირველი საშუალო სკოლის მასწავლებლად.
1990 წელს ბადრი ანჯაფარიძე მცირე საწარმოს ხელმძღვანელობდა.
ბადრის ნაღვლიანი, განაწამები დღეები დაუდგა. ერთადერთი ულამაზესი და - მანანა სამუდამოდ მიაბარა მიწას. მის სათაყვანო აფხაზეთს ქარცეცხლიანი დღეები გაუთენდა.
ბადრი ანჯაფარიძე მოხალისედ წავიდა საბრძოლველად. 1992 წელს იბრძოდა ,,შრომის მოხალისეთა ჯგუფში.
ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა. 1993 წელს გადმოვიდა ქ. სოხუმის კომენდატურაში.
1993 წლის ივლისი საბედისწერო გამოდგა ბადრისთვის. 4 ივლისს მტრის გააფთრებული შემოტევის დროს 9-კაციანი ჯგუფი გმირულად დაეცა.
დასაფლავებულია გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში.
მსუბუქი იყოს მიწა, სადაც შენ განისვენებ, ბადრი!
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს