მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი სრული სია
კუკური
(ზაზა) ინდიკოს ძე ანჯაფარიძე დაიბადა 1972 წლის 22 დეკემბერს ქალაქ სოხუმში. ბესლეთის
მე-8 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ავტოგასამართ სადგურზე.
კუკური
ანჯაფარიძე 1993 წლის 14 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვი სამინისტროს
მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის I მოტომსროლელი ბატალიონის ასეულში ყუმბარმტყორცნელად.
აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ტამიშში, ლაბრასა და ცუგუროვკაში განხორციელებულ
საბრძოლო ოპერაციებში.
1993
წლის 16 მარტს მტერმა კუკური ანჯაფარიძე და მისი თანამებრძოლები აჯიკის ქარხნის ტერიტორიაზე
ალყაში მოაქცია. მხოლოდ ხუთდღიანი უშეღავათო ბრძოლის შემდეგ მოახერხეს ალყის გარღვევა.
ამ ოპერაციაში გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისთვის კუკური ანჯაფარიძეს უმცროსი
ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
კუკური ანჯაფარიძე 1993 წლის 26 აპრილს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ტექსტი აკრიფა ირაკლი მიქიანი წინაპრები სოფელი ფარი მესტია სვანეთი, წარმომავლობა სოფელი ახალდაბა ოჩამჩირე აფხაზეთი წიგნიდან საქართველოსთვის