სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
წიგნები აფხაზეთის ომზე
მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი დავით ღვინჯილია მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი დავით ღვინჯილია
ბმულის კოპირება

წიგნები აფხაზეთის ომზე

გვარი ღვინჯილია სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი დავით ღვინჯილია

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი I მოტომსროლელი ბატალიონის დაკომპლექტება 1992 წლის 20 აგვისტოდან დაიწყო. მის ძირითად ბირთვს შეადგენდა ეროვნული გვარდიის სოხუმის I ბატალიონის (მეთაური ს. ახალაია) მე-3 ასეული (მეთაური დ. ღვინჯილია) და რკინიგზის დაცვის ქვედანაყოფის (მეთაური თ. ძაძამია, ი. ომანაძე) პირადი შემადგენლობა. 1992 წლის სექტემბერში ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის I ბატალიონი ჩამოყალიბდა, რომელიც 430 სამხედრო მოსამსახურისგან შედგებოდა. ბატალიონში, ძირითადად, შედიოდა სოხუმის რაიონის სოფელ კელასურის (I ასეული), სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხის (II ასეული) და გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანის (III ასეული) ახალგაზრდობა.

დავით ღვინჯილია დაბ. 17 აპრილი 1957 წელი

პირველი საბრძოლო ოპერაცია ბატალიონმა 1992 წლის 29 აგვისტოს სოფელ ნაასთან განხორციელდა. ამ ოპერაციისას დაიღუპა I ბატალიონის მებრძოლი შერმადინ ქობალია, მძიმედ დაიჭრა მე-3 ბრიგადის მეთაური გ. ყურაშვილი. 1993 წლის სექტემბერში მე-3 ბრიგადა თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარდა და 23-ე ბრიგადა ეწოდა, რომლის მეთაურად გენო ადამია დაინიშნა. შტაბის უფროსი იყო გურამ ღურბელეიშვილი, მოადგილეები _ სპარტაკ მარხულია, დავით ცირამუა, როინ ჯანაშია. 23-ე ბრიგადის I ბატალიონის მეთაურად დაინიშნა დათო ღვინჯილია, შტაბის უფროსად _ მურმან ხარაიშვილი, მოადგილეებად _ იური ომანაძე (პირველი მოადგილე), ზურაბ გიორგაძე, გიორგი ფანჩვიძე, ზურაბ შამუგია, ბესარიონ ნაყოფია.


I ბატალიონის ამოცანა იყო ქალაქ სოხუმის შემოსასვლელის დაცვის უზრუნველყოფა ზემო ეშერის საავტომობილო ხიდიდან, ზღვისკენ, ყოფილი მე-8 პოლკის ტერიტორიამდე. I ბატალიონს ტაქტიკურად რთული პოზიციები ჰქონდა დასაცავი. პირველი ძლიერი შემოტევა მოწინააღმდეგემ განახორციელა 1993 წლის 5 იანვარს. შეტევა დაიწყო ზემო ეშერის საავტომობილო ხიდისა და ყოფილი მე-8 პოლკის ტერიტორიის მიმართულებით. მოწინააღმდეგემ ხიდთან მძლავრი საცეცხლე წინააღმდეგობის გამო დიდი დანაკლისი განიცადა _ მათი შემოტევა საავტომობილო ხიდს იქით ვერ განივრცო. ჩვენი მხრიდან ბრძოლის ველზე დაიღუპნენ ალექსანდრე გიორბელიძე და ემზარ ნადარეიშვილი. 5 იანვრის ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ბატალიონის სადაზვერვო ოცეულის მეთაურის მოადგილემ ვახტანგ ურიდიამ და ბატალიონის ბმპ 2-ის მეთაურმა ჯუმბერ გიორბელიძემ. მათი დროული და საზრიანი მოქმედების წყალობით მოხერხდა მტრის შემოტევის სრული მოგერიება.

ყველაზე მძლავრი შემოტევა მტერმა 1993 წლის 16 მარტს განახორციელა. მას წინ უძღოდა საარტილერიო მზადება და საჰაერო შემოტევა. დაიბომბა მდინარე გუმისთის გასწვრივ მდებარე პოზიციები. მტერმა გაარღვია მეორე ასეულის რამდენიმე პოზიცია. ნაწილობრივ ბლოკირებული იყო მესამე და პირველი ასეულის პოზიციებიც. ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობდა მე-2 ასეულის პოზიციებზე და ეშბას ქუჩაზე. 18-19 მარტს პოზიციები მთლიანად გაიწმინდა და მტერი განიდევნა. სერიოზული დანაკლისი განიცადა, როგორც მოწინააღმდეგის, ასევე ჩვენმა მხარემ. 16-19 მარტის ბრძოლებში I ბატალიონის 17 მებრძოლი დაიღუპა. საბოლოოდ, 23-ე ბრიგადამ ასეულობით მეომარი დაკარგა, მათ შორის, გამორჩეული ვაჟკაცები: ბატალიონის მეთაურის პირველი მოადგილე იური ომანაძე, ლევან თოდუა, ბესო გეთია, გიორგი თვალთვაძე, გურჯი კოპალიანი, შოთა კოპალიანი, გურამ ფანჩვიძე...

1993 წლის ივლის-აგვისტოში სოფელ შრომის დაკავების შემდეგ ბრძოლები მიმდინარეობდა სოფელ ცუგუროვკასა და თავისუფლებაში. I ბატალიონი იბრძოდა სოფელ სტარუშკინოში შემოჭრილი კაზაკებისა და ჩეჩნების წინააღმდეგ.

1993 წლის 27 ივლისს, ქალაქ სოჭის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე და 24-ე ბრიგადების პირადი შემადგენლობები განიარაღდა და დაიშალა. 16 სექტემბერს, აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია. განიარაღებული ადგილობრივი ახალგაზრდები, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით დახვდნენ შემოსეულ მტერს. სოხუმი 11 დღე და ღამე უმკლავდებოდა მრავალრიცხოვან, კბილებამდე შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს... 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა... საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთი ორ დღეში დატოვეს...

ბატალიონის მეთაური


დავით ღვინჯილია დაბ. 17 აპრილი 1957 წელი


ზურაბ აზალაძე 1955-93წწ გარდ. აჩდარა დაბ. აჩდარა სოხუმი აფხაზეთი


კუკური (ზაზა) ანჯაფარიძე 1972-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი


ბორის არონია 1965-93წწ გარდ. აჩადარა დაბ. სოფ. აკაფა სოხუმი აფხაზეთი


რობერტ ასლანიკაშვილი 1945-93 წწ გარდ. სოფ ლინდავა დაბ. სოფ. ლინდავა სოხუმი აფხაზეთი

ბენდელიანი დავით

ბენდელიანი პაატა

გაბუნია გენადი (გენო)

გეთია ბესიკ

გელაშვილი რევაზ

გერაშენკო ვასილ

გიორბელიძე ალექსანდრე

გიორგაძე გენადი

გოლუბიანი ჯიმშერ

გოგუა ავთანდილ

გურჩიანი ზაურ

ვარდანიძე ამბრეკი

ვეკუა თენგიზ

ზანთარაია ტახირ

თვალთვაძე გიორგი

თოდუა ლევან

თუთისანი ირაკლი

კაკულია თემურ

კოპალიანი გურჯი

კოპალიანი თენგიზ

კოპალიანი შოთა

ლეთოდიანი მურმან

ლეთოდიანი ბადრი

ლეთოდიანი რომან

ლიპარტია გია

ლიჟინი რევაზ

ლომიძე თენგიზ

ლომიძე კახაბერ

მანაგაძე ელგუჯა

მატარაძე გურგენ

მეგრელიშვილი რამაზ

მინდიაშივილი იაკობ

მიქაია რევაზ

40 საქართველოსთვის

მიქაძე თამაზ

ნადარეიშვილი ემზარ

ომანაძე იური

პაკელიანი შმაგი

პერტახია ალექსანდრე

რეხვიაშვილი მურმან

რუსიანი ვიაჩესლავ

სამუშია ვილგემ (კოტე)

სვანიძე ჯამბულ (კოხტა)

სიმონიშვილი რევაზ

სულაკაძე ხვიჩა

ტიბუა ვალერ

ტიბუა იგორ

უგრეხელიძე გრიგოლ

უგრეხელიძე ზვიად

უგრეხელიძე გიორგი

უგრეხელიძე ენვერ

უგრეხელიძე ნიკოლოზ

უგრეხელიძე გივი

ფანჩვიძე გურამ

ფილფანი გივი

ქაჯაია აველ

ქვაჭრელიშვილი მალხაზ

ქობალია შერმადინ

ქუთათელაძე რევაზ

ღვინჯილია რევაზ

შელეგია ბადრი

შელია ირაკლი

შენგელია ნუგზარ

შუბითიძე ბადრი

ჩაკვეტაძე გოგი

ჩიხლაძე ვლადიმერ

ცატავა არტიომ

ხასია თემურ

ძაძამია თენგიზ

ხარაიშვილი გურგენ

ხურცილავა ვახტანგ

ჯელაძე მამუკა

ჯახია გიორგი (გია)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.05.2021
ბოლო რედაქტირება 08.01.2023
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0