სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12157

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
წარმატებული სპორტსმენები
პაიჭაძე ავთანდილ სოლომონის-ძე 1923-1995 წწ. სპორტის ოსტატი, ფეხბურთი დაბ. ქ. ფოთი პაიჭაძე ავთანდილ სოლომონის-ძე 1923-1995 წწ. სპორტის ოსტატი, ფეხბურთი დაბ. ქ. ფოთი

1923-1995 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

წარმატებული სპორტსმენები

გვარი პაიჭაძე სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

პაიჭაძე ავთანდილ სოლომონის-ძე 1923-1995 წწ. სპორტის ოსტატი, ფეხბურთი დაბ. ქ. ფოთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

პაიჭაძე ავთანდილ სოლომონის-ძე (1923-1995 წ.წ.)  წარმომავლობით სოფ. ონჭიქეთში (ჩოხატაური)

დაიბადა ქ. ფოთში 1923 წლის 23 ნოემბერს მოსამსახურის, პოლიტკატორღელის ოჯახში. მამა – სოლომონ გიგოს-ძე პაიჭაძე (1881-1942 წ.წ.), დედა – ოლღა გლახუნის ასული ტუღუში (1887-1969 წ.წ.).


დაწყებითი განათლება მიიღო ქ.თბილისის მე-3 საშუალო სკოლაში - 1941 წ. (ამჟამინდელი კლასიკური გიმნაზია). 1958 წელს შევიდა და 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

1942 წლიდან იწყებს შრომით საქმიანობას:

1942-43 წ.წ. – მუშაობდა ქ.თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო 31-ე ქარხანაში. 1944 წლიდან იწყებს სპორტულ კარიერას დიდ ფეხბურთში. 1944-45 წლებში ითვლებოდა სპორტსაზოგადოება “შრომითი რეზერვები”-ს ოსტატ ფეხბურთელთა კოლექტივის წევრად, რომელიც შექმნილი იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების ბაზაზე და გამოდიოდა ქ.მოსკოვის “შრომითი რეზერვები”-ს სახელით საბჭოთა კავშირის პირველობაზე ფეხბურთში. 1945-48 წ.წ. – კვლავ გააგრძელა მუშაობა ქ.თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო 31-ე ქარხანაში საამქროს ოსტატად და პარალელურად  ითვლებოდა “კრილია სოვეტოვი”-ს ოსტატ ფეხბურთელთა კოლექტივის წევრად. 1948-1954 წლებში იყო სხვადასხვა სპორტულ ნებაყოფლობითი საზოგადოების – “სპარტაკი”-ს, “დინამო”-ს და “ოფიცერთა სახლი”-ს ოსტატ ფეხბურთალთა კოლექტივის წევრი და ღებულობდა მონაწილეობას საბჭოთა კავშირის პირველობაზე ფეხბურთში უმაღლეს ლიგაში, იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი და  თბილისის “სპარტაკი”-ს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანი.

1954 წლიდან აგრძელებს შრომით საქმიანობას. 1954-55 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის “პრომკოპერაციის” სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს წარმოების უფროსად; 1956-67 წლებში მუშაობდა “თბილქსოვილვაჭრობის” #8 მაღაზიის დირექტორად; 1967-77 წლებში გადაყვანილ იქნა “საქსპორტვაჭრობის” დირექტორად; 1979-80 წლებში მუშაობდა საკოლმეურნეო ბაზრების რესპუბლიკური სამმართველოს უფროსად; 1980-84 წლებში მუშაობდა საქართველოს “ცეკავშირი”-ს ვაჭრობის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსად; 1984-87 წლებში მუშაობდა ქ.ფოთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსად. 1984 წლიდან გადის დამსახურებულ პენსიაზე, როგორც რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

სხვდასხვა დროს დაჯილდოებულია – “პროფკოოპერაციის საპატიო ნიშნით”, “საბჭოთა ვაჭრობის წარჩინებულის ნიშნით”, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ “მამაცური შრომისათვის”, შეტანილია ვაჭრობის სამინისტროს “საპატიო წიგნში”, სპორტსაზოგადოება “დინამო”-ს საპატიო სიგელით და სამკერდე ნიშნით, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით – ვაჭრობაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის “საპატიო ნიშნის” ორდენით.  


თბილისის სპარტაკი, რომლის კაპიტანიც იყო ავთანდილ პაიჭაძე, 1949 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ბ ლიგის გამარჯვებული და გადავიდა უმაღლეს ა ლიგაში, მოიგეს 22 თამაშიდან 22 მატჩი, ავთანდილი კი გახდა საუკეთესო ბომბარდირი 33 გატანილი ბურთით, რაც იმ პერიოდისთვის უნიკალური შედეგი იყო.



მამა – სოლომონ გიგოს-ძე პაიჭაძე (1881-1942 წ.წ.),


დედა – ოლღა გლახუნის ასული ტუღუში (1887-1969 წ.წ.).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2026
ბოლო რედაქტირება 04.02.2026
სულ რედაქტირებულია 6





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16