სოსო პაიჭაძე (1943-1994) დაიბადა ქალაქ ბათუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, მრავალი წლის მანძილზე ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. ლიტერატურული მოღვაწეობა 1969 წელს დაიწყო, როცა გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნდა მწერლის პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატია. პირველი მოთხრობები კი 1970 წელს გამოჩნდა. 1977 წელს გამომცემლობა "მერანმა" მისი მოთხრობების პირველი კრებული "უკანასკნელი დუბლი" გამოსცა. 1985 წელს გამოვიდა მწერლის მეორე კრებული. 1990 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნებული მოთხრობისათვის "თბილი გრძნეული წვიმა" მწერალთა კავშირის პრემია მიენიჭა. 1995 წელს დაიბეჭდა მწერლის ბოლო წიგნი "სადაით დაეცი". მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, უნგრულ, ჩეხურ, გერმანულ, იუგოსლავიურ ენებზე.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1990 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობისათვის
ბიბლიოგრაფია
- სადაით დაეცი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 456გვ.
- უკანასკნელი დუბლი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 143გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001086/